Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

23 ივლისს, 10:00 საათზე, თსუ-ში ოკუპაციურ თერაპიაზე სამხრეთ კავკასიაში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

თსუ-ის II კორპუსი, II სართული, ფიზიკის დიდი აუდიტორია

 

23 ივლისს, 11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდება.

 

23 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი განახლდება.

 

23 ივლისს, 11:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გადამზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს.

მის: ანა პოლიტკოვსკაიას #9 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა)

 

23 ივლისს, 12:00 საათზე “რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში, “ნოვაია გაზეტას” სპეციალური ფოტოკორესპონდენტის ვიქტორია ივლევას პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: რუსთავლის გამზ. #2, გრიბოედოვის სახელობის თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოფისი #808

 

23 ივლისს, 13:00 საათზე, კომუნიკაციების მრეგულირებელი კომისიის შენობასთან “ლეიბორისტული პარტიის” აქცია-ბრიფინგი გაიმართება.

თემა: “მობილურ საუბრებზე ტარიფების შემცირება”.

 

23 ივლისს, 13:00 საათზე, “ეროვნული ფორუმის” ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “საარჩევნო გარემოს შეცვლის მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმა და პარლამენტის მიერ მოცემული თანხმობა საკანონმდებლო ინიციატივის შესატანად 30 000 ხელმოწერის შეგროვების თაობაზე”.

მის: ლვოვის ქ. #82

 

23 ივლისს, 14:30 საათზე, ქალაქ ლაგოდეხში, სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ს.ს. `არქიმედეს გლობალ ჯორჯიასა~ და საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში, 15-კაციანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყრება.

 

23 ივლისს, 15.00 საათზე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: “საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია საქვეყნოდ გამოაცხადებს წინასწარ დასკვნას, ახალი კონსტიტუციის მიღებულ პროექტთან დაკავშირებით”.

მის: გალაკტიონის ქ. #20(“კავკასიური სახლი”)

 

23 ივლისს, 15:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ~კონსერვატიული პარტიისა~ და დევნილების აქცია გაიმართება.

 

23 ივლისს, 16:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით, საწარმოებში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, წევრი კომპანიების შესაბამისი სპეციალისტების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის: გაზაფხულის ქ. #14

საკონტაქტო პირი თამთა გერგედავა, ტელ.: 899 47 44 30; 879 47 44 30

 

23 ივლისს, 16:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ექიმთა ასოციაციის წევრებს შეხვდება.

პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

23 ივლისს, 17.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

მის: უზნაძის ქ. №52

 

23 ივლისს, 17.00 საათზე, ~ქარვასლაში~ რუსი ფოტოკორესპონდენტის ვიქტორია ივლევას ნამუშევრების გამოფენა – “ომის აპოთეოზი” გაიხსნება.

მის: სიონის ქ. #8(თბილისის ისტორიის მუზეუმი “ქარვასლა”)

 

23 ივლისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი “მშვიდობის ხიდზე” კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს გამართავს.

“მშვიდობის ხიდი” რიყეზე (შესასვლელი ერეკლე II ქუჩიდან)

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...