Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ვენის ფორუმი-უფლებები აქ და ახლა


Recommended Posts

მე-18 საერთაშორისო პრესკონფერენცია შიდსით ინფიცირებულთა პრობლემების შესახებ წელს ავსტრიაში, ვენაში მიმდინარეობს. კონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მრავალი საკითხი განიხილება, თუმცა ფორუმის, რომელიც 18-23 ივლისის ჩათვლით იმართება, მთავარი თემა მაინც ადამიანის უფლებებია. “უფლებები აქ და ახლა” (Rights here, right now) - წელს სწორედ ეს სიტყვები ისმის ფორუმზე, რომელმაც ქუჩაშიც გადაინაცვა.

 

ვენის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, პლაკატებით და ტრანსფარანტებით. მათ შორის იყვნენ ფორუმში მონაწილე დელეგატებიც. აქციაში მონაწილეებს სპეციალური მაისურები ეცვათ, წარწერით “HIV POSITIVE”. გუშინ აქციას მომღერალი ენი ლენოქსი შეურთდა, რომელმაც სპეციალურად ამ დღისთვის კონცერტი გამართა.

 

28 წლის მანძილზე, რაც მეცნიერებმა ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი, შიდსი პირველად აღმოაჩინეს, დაავადებას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ეპიდემიად იქცა. შიდსით 28 მილიონი ადამიანი უკვე დაიღუპა. დღეს კი ინფიცირებულთა რიცხვი 33-ზე მეტი მილიონზე მეტია. მსოფლიოში ყოველდღიურად 7500 ადამიანი ინფიცირდება ამ ვირუსით.

 

მთავარი მოვლენა

 

კაპრისა004 ეს სწორედ ის მალამოა (გელი), რომლის შექმნისთვის ფინანსები არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიღო. ვაგინალური გელის ტესტირების შედეგები საერთაშორისო ფორუმზე წარადგინეს. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შეიქმნა ვაგინალური გელი, რომელიც დაიცავს ქალს შიდსის ვირუსით დაინფიცირებისაგან სექსუალური კონტაქტის დროს. კვლევების შედეგად (900-მდე ქალმა მიიღო მასში მონაწილეობა) დადგინდა, რომ სექსუალური კონტაქტიდან 12 საათის მანძილზე ან კონტაქტამდე 12 საათით ადრე გელის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ქალებში დაინფიცირების რისკს.

 

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, მარგარეტ ჩანი: “ჩვენ მივესალმებით კაპრისას შედეგებს. მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ეს მეთოდი უსაფრთხო და ეფექტურია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტიორები დააჩქარებს პროდუქტის მიღებას”.

 

შიდსი და ბავშვები

 

შიდსის ვირუსით ინფიცირებული ბავშვები და ოჯახის როლი მათ ცხოვრებაში, ფორუმის ერთ-ერთი თემა იყო. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფერენციაზე დააყენა საკითხი სექსუალურ საკითხებზე ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავების აუცილებლობაზე აფრიკულ ქვეყნებში . UNAIDS დირექტორმა კი სხვებსაც მოუწოდა ჩართულიყვნენ პროგრამაში “გზა ნულისკენ”, რომლის მიზანია ბავშვებში დაავადების შემცირება და ნულამდე დაყვანა 2015 წლამდე, მსოფლიოს იმ ათ ქვეყანში, სადაც ყველაზე ხშირია შიდსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა.

 

სტიგმა და დისკრიმინაცია

 

80 ქვეყნიდან დაახლოებით 500 დელეგატი იღებდა მონაწილეობას ფორუმში, სადაც სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბრობდნენ. მთავარი მესიჯი საზოგადოებისთვის კი იყო ჰომოფობიის დაგმობა და სექსუალური უმცირესობების (მათ შორის შიდსით ინფიცირებულთა) უფლებების დაცვა და პატივისცემა.

 

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევაში, რომლის მიზანი იყო დაედგინათ სექსუალურ უმცირესობებში ( MSM მამაკაცებში) შიდსით ინფიცირების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით, ნათქვამია, რომ ტაილანდი ამ მხრივ ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. 2010 წლის კვლევების საფუძველზე აქ შიდსის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ჰომოსექსუალ მამაკაცთა შორის 23. %, მეორე ადგილზე არის მელავის რესპუბლიკა (აფრიკა), პერუ 13-ზე მეტი პროცენტით სამეულს ასრულებს. ამ და სხვა ქვეყნებში სტიგმა და დისკრიმინაცია შიდსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელეს.

 

საქართველო

 

ვენის პრესკონფერენციას საქართველოს წარმომადგენლებიც ესწრებიან. შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ასევე ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი ახლა ვენაში იმყოფებიან. როგორც შიდსის ცენტრში ამბობენ, ქართული წარმომადგენლობა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვა. თუმცა თემები და დეტალები დელეგაციის ჩამოსვლის შემდეგ იქნება ცნობილი.

 

შიდსის გავრცელების მხრივ საქართველო განსაკუთრებით საშიში ზონაში არ იმყოფება, თუმცა სტატისტიკა მზარდია და ყოველწლიურად მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი. ივლისის მონაცემებით 2010 წელს გამოვლინდა 209 ახალი შემთხვევა (მაშინ როცა მაისის თვეში 128 ადამიანი იყო).სულ შიდსის ვირუსით ინფიცირების 2445 შემთხვევაა. მათგან გარდაიცვალა 522 ადამიანი, შიდსის ვირუსი კი განუვითარდა 1348 პაციენტს.

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...