planetanews Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 http://b.pix.ge/j/aza97.jpg ლივერპულის ახლმა ინგლისელმა ნახევარმცველმა, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი იმედია ლივერპულის გულშემატკივრებში ოფიციალურ საიტს ძალიან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა… პირველ რიგში ჯო, ლივერპულის ყველა გულშემატკვიარი მთელ მსოფლიოს გარეშმო სიხარული მიესალმება შენს გადმოსვლას… უღრმესი მადლობა. მეც მოხარული ვარ აქ ყოფნით. რა მოხდა შენს ცხოვრებაში ბოლო 48 საათში? ეს ორი გიჟური დღე იყო. მე ჩემი თავისთვის დათქმული მქონდა კონკრეტული ვადა, როცა საბოლოოდ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება თუ სად გავაგრძელებდი კარიერას. როცა ეს საბოლოო ვადაც ამომეწურა, მივიღე გადაწყვეტილება და მაშინვე მივწერე პასუხი კრისტიან პურსლოუს და სტივენ ჯერარდს. შემდეგ კი მობილური გამოვრთე. ვიცი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და ახლა მოუთმენლად ველი ამ რთული გამოცდის დაწყებას. ეს მართლაც დიდი გამოცდაა ჩემთვის, რადგან მთელი ცხოვრება ლონდონში გავატარე და მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ლონდონის გარდა არსად მითამაშია. რათქმაუნდა შემეძლო დავრჩენილიყავი იქ, რადგან ჩელსის ფანებს ვუყვარდი და თბილად მექცეოდნენ, მაგრამ მსურდა ჩემი თავი გამომეცადა და სხვა გუნდში შემემოწმებინა ჩემი შესაძლებლობები. მაშინ კი როცა ენფილდიდან მივიღე შემოთავაზება, დიდი ფიქრი აღარც დამჭირვებია, რადგან ლივერპული ინგლისის საუკეთესო კლუბია… ვეცადე ყველანაირი ფინანსური საკითხები, საცხოვრებელი ადგილის პრობლემები და სხვა პირადული თემები დამევიწყებინა და მხოლოდ საფეხბურთო თვალით შემეხედა ჩემი გადაწყვეტილებისთვის. მე არასოდეს დამავიწყდება 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, როცა ენფილდის მოედანზე გავედი თუ არა მთელი ყალყზე დამიდგა და მაშინვე ოცნებად მექცა ყოველკვირას სწორედ ისეთ საოცარი ატმოსფეროში მეთამაშა, როგორიც ენფილდზეა… რა გრძნობაა, როცა ის გულშემატკიარი, რომელმაც ასეთი ატმოსფერო შექმნა 2005 წლის ლიგის ნახევარფინალში, ახლა პირიქით თქვენს მხარესაა? სწორედ ამის მოლოდინი მაქვს. ხშირად საუბრობენ ლივერპულის ფეხბურთელებზე და ევროპულ ღამეებზე, მე ამის გადატანა როგორც ოპონენტს მომიწია და მაშინაც კი არაჩვეულებრივი იყო. ახლა კი ასეთ გარემოში თამაშის შანსი მაქვს და ეს საოცარი გრძნობაა… http://fc09.deviantart.net/fs28/f/2008/105/1/6/Joe_Cole_by_reddevilmartin.jpg რას ფიქრობთ როი ჰოჯსონზე? მე მას ვესაუბრე ფეხბურთზე და აღტავებული დავრჩი მისი პიროვნებით. ბოლო ათწლეულში კლუბს ესპანელი და ფრანგი მენეჯერები ჰყავდა და ვფიქრობ ინგლისელი მწვრნთელის დანიშვნა ლივერპულისთვის სუფთა ჰაერიით საჭირო იყო. გუნდმა გასულ წელს მეშვიდე ადგილზე დაასრულა სეზონი, რაც ნამდვილად ცუდი შედეგი იყო და როი მესაუბრა თუ რა მიზნები აქვს სამომავლოდ. ვფიქრობ იმ ფეხბურთელების დახმარებით ვინც გუნდშია და ამავდროულად იმ ახალი ფეხბურთელებითაც, რომლის შეძენასაც ლივერპული გეგმავს, ეს მიზნები საკმაოდ რეალურია როგორ ფიქრობთ, ისეთი გამოცდილი მწვრნთელი, როგორიც ჰოჯსონია, დაგეხმარებათ როგორც ფეხბურთელს განვითარებაში? იგი მესაუბრა მის შეხედულებებზე, თუ რა ტაქტიკით და რა ფორმაციით ითამაშებს გუნდი მომავალ სეზონში, მე კი მინდა უბრალოდ ამ გუნდის წევრი ვიყო. მინდა უბრალოდ გავიდე მოედანზე და ვიბრძოლო ჩემი თანაგუნდელების და გულშემატკივრისთვის. მე ასეთი ადამიანი ვარ და როის კი ნამდვილად შეუძლია ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება. მთავარი სწორედ გუნდური სული ქონაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს მწვერვალამდე. თუ ამ სულისკვეთებას და გუნდურობას, ფეხბურთელების დონესაც დავუმატებთ, ნამდვლად შევძლებთ შორს გავიკვლიოთ გზა… რას იტყვით ლივერპულის შემადგენლობაზე? ლივერპულში მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობენ. საოცარი იქნება ფერნანდო ტორესის გვერდით თამაში. სტივს, კარას და ჯონოს ინგლისის ნაკრებიდანაც ვიცნობ. პეპე რეინა, აკვილანი და სხვა მრავალი მაღალი კლასის მოთამაშეა გუნდში. რათქმაუნდა ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდება, მაგრამ გულშემატკივარს ვპირდები რომ ყოველთვის მაქსიმალურად, 100%ით დავიხარჯები მოედანზე. მე ვამაყობ ლივერპულში თამაშით და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო როგორც ვარჯიშებზე, ისე მოედანზე მატჩის დროს, რათა მერსესაიდულ გუნდს წარმატებაში და ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო. თქვენი ტრანსფერი შემდეგ სტივენ ჯერარდმაც დაადსტურა ლივერპულში დარჩენა. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის? ეს ალბათ საუკეთესო ახალი ამბავი იყო რისი გაგებაც შემეძლო. მე კარგად ვიცნობ სტივს. მითამაშია მის წინააღმდეგაც და მის გვერდითაც 10 წლის განმავლობაში და ვიიცი თუ რგორი ფეხბურთელია ჯერარდი. ის კარგად ვიცი თუ რამდენს ნიშნავს მისთვის ლივერპული. არსებობენ კლუბები, სადაც შეგიძლია ითამაშო და შემდეგ გადახვიდე სხვაგან. მაგრამ ლივერპულით უნდა ცხოვრობდე და სუნთქვდე. მე ახლა მთელი ოჯახით გადმოვედი მერსესაიდში და და ჩემი დიდი გამოცდისთვის ვემზადები… http://fc08.deviantart.net/fs51/f/2009/293/a/a/Joe_Cole_Signature_by_ugur_duran.jpg რამდენად რთული იყო თქვენთვის ინგლისის ჩრდილიოეთით გადაცხოვრება? საკმაოდ ძნელი იყო ამის გაკეთება, რადგან პატარა გოგონა მყავს. თუმცა ჩემს გარშემო არაჩვეულებრივი ოჯახია და ლივერპულშიც ძალიან თბილად მიგვიღეს, ჩემი პასუხიც ასეთივე გულთბილი იქნება. როცა ახალ კლუბში გადადიხარ, უნდა ეცადო რომ მთლიანად მოერგო სიტუაციას და მეც სწორედ ამას ვაპირებ, რათა ბოლომდე ვიბრძოლო და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. თქვენ რამოდენიმე დღეა შვეიცარიაში ხართ. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენ როი ჰოჯსონმა? მართალია მე ამხანაგურ თამაშში განაცხადში არ ვიყავი, მაგრამ თამაშის დაყებამდე გუნდის შეკრებას დავესწარი. რიომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოედანზე გასვლის წინ უთხრა, რომ ყველაფერი მათ მიზანდასახულობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთ გუნდად უნდა ვიყოთ შეკრულები და ასეთი სულისკვეთება ტიტულების მოსაგებად უნდა გამოვიყენოთ. როი გუნდს აუცილებლად შეკრავს. მართალია ძალიან გრძელია სეზონი და მრავალი იმედგაცრუებაც შესაძლოა იყოს, მაგრამ მთავარია რამდენად სრაფად მოვაგვარებთ სიტუაციას. თუ მხოლოდ სტივს და ფერნანდოს დავეყრდნობით, ძალიან გაგვიჭირდება, აუცილებელია თითოეულმა ფეხბურთელმა ერთად იბრძოლოს წარმატებისთვის… თქვენ ლივერპულში 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებთ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის? რათქმაუნდა ვამაყობ, რომ ამ ნომრიანი მაისური მეცმევა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ნებისმიერი ნომრის ლივერპულის მაისურით ვიამაყებდი. როცა მე დავიბადე და ვიზრდებოდი, იმ წლებში ლივერპული იგებდა ყველაფერს და მე ეს კარგად მახსოვს. ამიტომ ამ კლუბის მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივი და სიამაყეა. როგორი იქნება შენი როლი გუნდში, რას შემატებ შენ ლივერპულს? ალბათ ბევრ შანსებს შევუქმნი ტორესს და სხვა შემტევ ფეხბურთელებს, თუმცა ახლა არ მსურს იმაზე საუბარი თუ რას და როგორ გავაკეთებ მოედანზე, მაგრამ გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ მე მთელს ჩემ ენერგიას ჩავდებ თამაშში… http://fc01.deviantart.net/fs70/f/2010/002/8/e/Joe_Cole_Signature_by_flatmate.png ფიქრობთ, რომ თქვენი კარიერის პიკზე ხართ? დიახ, რათქმაუნდა. ბოლო ორი სეზონი საკმაოდ რთული მქონდა ტრამვების გამო. თუმცა ახლა ვფიქრობ რომ შემიძლია ყოველ კვირას 90 წუთი ვითამაშო და კლუბის შეცვლის და ლივერპულში გამოდვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მე ენფილდზე როგორც გამოცდილი და ძალიან მოტივირებული ფეხბურთელი მოვედი. უსახავთ თუ არა საკუთარ თავს რაიმე კონკრეტულ მიზანს? კი, მაგრამ მირჩევნია ისინი ჩემთვის დავიტოვო. ლივერპულის ერთ-ერთი პლიუსი პოზიციებზე კონკურენციაა. მე კი მსურს გუნდის ნაწილი ვიყო, იმ გუნდისა, რომელიც სეზონის ბოლოს რაიმე დიდებულს მოიგებს… ჯეიმი კარაგერმა თქვენზე თქვა რომ კარგად ეწყობით სკაუზერებს… დიახ, ცოტა რთული იქნება აქაურ აქცენტთან შეგუება, თუმცა თუ ესპანელებმა მოახერხეს ეს, მეც შევძლებ. როცა ჩელსის ფეხბურთელი ვიყავი, მატჩის დაწყებამდე ტრიბუნებთან ახლოს ვხურდებოდი და სკაუზერების საუბარიც ხშირად მესმოდა. იმედი მაქვს ამის შემდეგ ჩემზე მხოლოდ კარგს იალაპაკებენ… http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif რას გრძნობთ ლივერპულში ახალი სეზონის დაწყების წინ? ჩემთვის ეს ახდენილი ოცნებაა. ჯერ სულ რამოდენიმე დღეა აქ ვარ და ჯერ კიდევ ღრუბლებში დავფრინავ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ლივერპული დიდი კლუბი იყო, მაგრამ ვიდრე მისი ფეხბურთელი არ გახდები, ამას ბოლომდე ვერასოდეს მიხვდები. ჩემს ნაცნობებს შორის ბევრი აღმოჩნდა ლივერპულის ფანი, ისე რომ აქამდე არც კი ვიცოდი. ლივერპულის სიდიადეზე ისიც მეყველებს, რომ ქუჩაში ვისაც კი შემთხვევით გადაეყრები, ყველა ლივერპულს გულშემატკივრობს… რა იქნება თქვენი მესიჯი ლივერპულის ფანების მიმართ? მე კარგად ვიცი რა სურთ მათ. მათი ოცნებაა ისეთი ლივერპული, რომლთიაც ყოველთვის იამაყებენ. მე ლივერპულით ვიცხოვრებ და მისი წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts