planetanews Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/pamela-300x293.jpgპამელა ანდერსონმა შესაძლოა ქართულ ფილმში ითამაშოს, – ამის შესახებ დღეს გაზეთი “ყველა სიახლე” იუწყება .გაზეთის ინფორმაციით, ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს ქართულ ფილმში გადასაღებად რეჟისორი დათო იმედაშვილი იწვევს. მათივე ცნობით, იმედაშვილი ბათუმში ახალი ფილმის გადაღებას აგვისტოში იწყებს და პამელა ანდერსონიც აჭარაში ამ დროისთვის ჩავა. დათო იმედაშვილი ადასტურებს, რომ ახალ ფილმს იღებს, თუმცა, შეკითხვას იმის შესახებ, ჩამოდის თუ არა პამელა ანდერსონი და არის თუ არა ამ ფილმის გადაღება პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, უპასუხოდ ტოვებს. “როგორ ფიქრობთ, შეიძლება მხატვრული ფილმის დაკვეთით გადაღება? ეს მხოლოდ კომერციული ფილმია. მაქვს მოლაპარაკებები ამერიკელებთან, მაგრამ ვისთან, ჯერ დაკონკრეტება არ მინდა~, – აცხადებს იმედაშვილი ~ყველა სიახლესთან~ საუბრისას. დათო იმედაშვილს გადაღებული აქვს ფილმი – ~ოცნების ქალაქი~. იგი ასევე ქართულ-ამერიკული ფილმის “ჯორჯიას” პროდიუსერია. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts