Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჰალუცინაცია (ლათ. hallucinatio - ბოდვა, მოჩვენებები), აღქმა, რომელიც ჩნდება რეალური ობიექტის გარეშე ფსიქიკური ან ზოგიერთი ინფექციური დაავადების, ინტოქსიკაციის, თავის ტვინის ტრავმის, მძიმე სულიერი განცდისა და სხვათა დროს.

 

 

ავადმყოფისათვის ჰალუცინაცია აღქმის წყაროა და არა წარმოსახვა. ჰალუცინაცია შეიძლება იყოს სმენითი (ავადმყოფს ესმის ხმები, ძახილი, ხმაური), მხედველობითი (ხედავს ადამიანებს, მიცვალებულებს, მხეცებს, მწერებს, სურათებს), ყნოსვითი (ეჩვენება სხვადასხვა სუნი - ნავთის, სუნამოსი და სხვა), შეხებითი (გრძნობს კანზე მწერების ცოცვას, ქროლვას და სხვა), ე. წ. ზოგადი გრძნობისა (შეიგრძნობს თითქოს მის მუცელში ან გულმკერდში რაღაც ან ვიღაც მოძრაობს), ე. წ. ექსტრა-კამპანიური (ავადმყოფი თავის მხედველობის არის მიღმა "ხედავს" ადამიანებს, რომლებიც სდევნიან და სხვა). ზოგიერთი ჰალუცინაცია მძაფრი, ემოციური, ხატოვანი და იმდენად დამაჯერებელია, რომ არ განირჩევა რეალური აღქმისაგან. ასეთ ჰალუცინაციას ჭეშმარიტი ჰალუცინაცია ეწოდება. სხვა ჰალუცინაციას ავადმყოფი შინაგანი სმენით ან ხედვით აღიქვამს და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მისი მოჩვენებები და "ხმამაღალი" ფიქრები, რომელიღაც გარეშე ძალის ზემოქმედებით არის შექმნილი. ეს ფსევდო-ჰალუცინაციებია, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს არწერა რუსმა ფსიქიატრმა ვ. კანდისკიმ. იმპერატიული, ბრძანებითი ჰალუცინაციის ზეგავლენით ავადმყოფმა შეიძლება ჩაიდინოს სხვისი და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო ქმედება. ჰალუცინაცია მრავალი ფსიქოლოგიური დაავადების მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი ნიშანია. მისი პათოფიზიოლოგიური არსი ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის გარკვეული. მკურნალობენ ჰალუცინაციის გამომწვევ ძირითად დაავადებას.

 

 

წყარო wikipedia

 

 

 

აბა რომელიმე ფორუმელს თუ გქონიათ ჰალუცინაციები?

 

მე მქონდა სმენითი, მხედველობითი და "გემოვნებითი" ჰალუცინაციები ერთდროულად :018:

 

ოღონდ გიჟი არ გებონოთ მიზეზი მოშხამვამოწამლვა იყო :)

და საბედნიეროდ გადავრჩი გარეკვას:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

მე მქონდა სმენითი, მხედველობითი და "გემოვნებითი" ჰალუცინაციები ერთდროულად

სოკო ჭამე თუ, ლსდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

სოკო ჭამე თუ, ლსდ?

არა რა სოკო რაღაცა წამალი იყო რომელსაც რომელიღაცმცენარის შხამისაგან ამზადბდნენ ერთიორჯერ ცოტა ზედმეტის ჩაწვეთება მომივიდა თან დოზაც დიდი გამოუწერია "ჭკვიანს" და მოვიწამლე

 

ისე მაგარი კი იყო მაცივრის კარი რომ გამოვაღე და უცებ სოფელში წყასთან რომ აღმოვჩნდი :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ფორუმზეც შემიმჩნევია ჰალუცინაციის შემთხვევბი: გარკვეულ იუზერებს თავისი დაწერილი ქინძობები გენაულრ "არმოჩენებად" ელანდებათ :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ფორუმზეც შემიმჩნევია ჰალუცინაციის შემთხვევბი: გარკვეულ იუზერებს თავისი დაწერილი ქინძობები გენაულრ "არმოჩენებად" ელანდებათ :D

მაგას ჰალუცინაცია კიარა ამპარტავნება ჰქვია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
  • 2 months later...

gendolf

მაგას ჰალუცინაცია კიარა ამპარტავნება ჰქვია

ამპარტავნება ჰალუცინაციის ნიადაგზე. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ყველგანაა ეგ......ჩვენ რა დავაშავეთ შენ ის თქვი....სხვის ჰალუცინაციში მოხვედრილები ვინც ვართ( მამარდაშვილის პერიფრაზი ვიჩალიჩე ეხლა ვითომ)

 

ჯეელობისას ერტი უფროსი მეგობარი მყავდა, ანტროფოსოფიიტ დაინტერესების დროს , ლიტერატურას მაწვდიდა, პროკოფიევის ვაჟთან ურიერტობით ამაყობდა და საკმაოდ სერიოზულად , გაფაციცებიტ აღვიქვავდი მას...სანამ ერტ დილას შემხვდა და მეუბნება გუშინ მოვიდნენო...ისინიო, ვენერაზე წამიყვანესო, მერე მარსზეო....შტაინერის სული ვნახეო..( კიდევ რამდენიმე ცნობილი პიროვნება ჩამოთვალა)...ისეტი საინტერესო რამეები მითხრესო, გული დამწყდა გაფრენის წინ საწერკალამი და ბლოკნოტი რომ არ წავიღეო...აწი სულ ამ გულისჯიბეში მედება ამიტ დავიძინებო( მანახა)

მას მერე არ მინახავს::(......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინ მოვიდნენო...ისინიო, ვენერაზე წამიყვანესო, მერე მარსზეო....შტაინერის სული ვნახეო..( კიდევ რამდენიმე ცნობილი პიროვნება ჩამოთვალა)...ისეტი საინტერესო რამეები მითხრესო, გული დამწყდა გაფრენის წინ საწერკალამი და ბლოკნოტი რომ არ წავიღეო.

ჰალუცინაციაშიც რო არ გაგიმართლებს კაცს მე აბა რა სირობებს ვაკეთებდი :( :read: რასაც ხელს ვკიდებდი ყველაფერი "დნებოდა"

Edited by gendolf
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

ჰალუცინაციაშიც რო არ გაგიმართლებს კაცს მე აბა რა სირობებს ვაკეთებდი

:givi: :givi: დოზა გაგეზარდა იმ წამლის :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

დოზა გაგეზარდა იმ წამლის :user:

მერე ოფტოპიკებს ვინ მიხედავდა :018: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

მერე ოფტოპიკებს ვინ მიხედავდა

ჰალუცინაცია გექნებოდა რომ ღრმა პოლიტიკური ანალიზია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯეელობისას ერტი უფროსი მეგობარი მყავდა, ანტროფოსოფიიტ დაინტერესების დროს , ლიტერატურას მაწვდიდა, პროკოფიევის ვაჟთან ურიერტობით ამაყობდა და საკმაოდ სერიოზულად , გაფაციცებიტ აღვიქვავდი მას...სანამ ერტ დილას შემხვდა და მეუბნება გუშინ მოვიდნენო...ისინიო, ვენერაზე წამიყვანესო, მერე მარსზეო....შტაინერის სული ვნახეო..( კიდევ რამდენიმე ცნობილი პიროვნება ჩამოთვალა)...ისეტი საინტერესო რამეები მითხრესო, გული დამწყდა გაფრენის წინ საწერკალამი და ბლოკნოტი რომ არ წავიღეო...აწი სულ ამ გულისჯიბეში მედება ამიტ დავიძინებო( მანახა)

მას მერე არ მინახავს::(

:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
ჰალუცინაციებზე ბევრი მსმენია, პატარაობაში მეც მქონდა ასეთი შიშები, სიბნელეში მეჩვენებოდა რაღაცეები, უფრო სწორედ მე წარმოვიდგენდი და ისინიც მეჩვენებოდნენ. შემდეგ იგივე რამ დიდ ბებიას ჰქონდა, ბევრი ისეთი რამ ეჩვენებოდა რაც სინამდვილეში არ მომდხარა, თუნდაც ის რომ თითქოს ვიღაც შიშველი იდგა და ერთ ამბავში იყო ან ის რომ საფულე მოპარეს სადაც მცირეოდენი ფული იდო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...