ლ ი ც ი Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 (edited) რატომ წავიდა საქართველოდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის გარეთ მცხოვრები ოსების ნახევარზე მეტი... "მათ საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლიათ, რადგან გაუცხოებულები არიან აქ, მათთვის სამშობლო საქართველო აღარ არის" გოჩა ძასოხოვი, არსენ კასაბიევი, ლერი ხაბელოვი და ახლა უკვე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა - ცნობილი ეთნიკური ოსების ემიგრაციას უკვე ეს უკანასკნელიც შეუერთდა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოდან ეთნიკური ოსები აბარგება საკმაოდ მასშტაბური მოვლენა გახდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლისა და უკუღმართი პოლიტიკის შედეგია. არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერ-ირონის" თავმჯდომარეს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ოსების ინტეგრაციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთი პერიოდი დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში მინისტრის პოსტი ეკავა, ახლა თავად მოუწია ქვეყნის დატოვება. ის ამჟამად კანადას აფარებს თავს. ამის შესახებ კი ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე თავად დაპოსტა. თავად ამ თემაზე საუბარი არ სურს, რადგან ამბობს, რომ შესაძლოა ეს ოკუპანტებმა და სეპატარისტებმა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სანაკოევის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა საქართველო დატოვა."პირადად მე არ შემქმნია პრობლემები, მაგრამ რაც შეეხება ინფორმაციებს, რომლებიც ჩემამდე მოდის ეთნიკურ დევნასთან დაკავშირებით, იმით ავხსნი, რომ ოსებში გაჩნდა შინაგანი ანუ ქვეცნობიერი შიში. სწორედ ამიტომ გაუჩნდათ იმის სურვილი, რომ საქართველო დატოვონ. სულ ცოტა ხნის წინ ეუთოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანიდან მთხოვეს დახმარება, რათა საქართველო დატოვონ და წავიდნენ რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალბათ, მინიშნება იყო რუსეთზე. ჩემთვის გასაგებია ეს რატომაც ხდება: იმიტომ კი არა, რომ მათ ამას აიძულებენ, ოსებში ხდება ქვეცნობიერ დონეზე დალექვა იმ გაურკვევლობისა და შიშისა, რომელიც ბუნებრივად არის განპირობებული. ბოლო 20 წლის განმავლობაში 2008 წლის აგვისტომდე იყო დაშვებული ძალიან სერიოზული შეცდომები საქართველოს ხელისუფლების მიერ, რამაც გამოიწვია სერიოზული კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის", - აღნიშნავდა რამდენიმე თვის წინ "რეზონანსთან საუბრისას მაია ცაბოშვილი."შეიძლება ვიღაცამ მითხრას და ნამდვილად მეტყვის იმას, რომ იყო გარეფაქტორიც, კი ბატონო, ამაზე არ ვდავობ, მაგრამ ფაქტია, რომ ადეკვატურად არ შეფასდა ის გარე ფაქტორები, რომლებიც რეალურად მართლაც არსებობდა. ყოველი რიგითი ოსის მხრიდან, რომელმაც დატოვა საქართველო, ჩანს რომ ქართუულმა მხარემ დაუშვა სერიოზული შეცდომები, რაც სამჯერ (89-90 წლები 2004 წლის და 2008 წლის აგვისტოს ომი მაქვს მხედველობაში) მოხდა. შედეგად, მათ შინაგანი განცდა გაუჩნდათ: რა იქნება ხვალ და ზეგ. ეს ბევრად უფრო საშიში განცდაა, ვიდრე ვინმე სახლში შემოგივარდება და წასვლას ძალით გაიძულებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეთნიკური ოსები ტოვებენ საქართველოს. ბევრი ამიტომ წავიდა და ბევრიც მზად არის ამისთვის. ცნობილებიდან კასაბიევი წავიდა, ხაბელოვი წავიდა, ძასოხოვი წავიდა. რამდენიმე ხნის იყო ჩემთან მოსული ვოვა გუცაევი და მითხრა, დავიღალე, აღარ შემიძლიაო", - აცხადებდა მაია ცაბოშვილი."ოსებით დასახლებული ბორჯომის ხეობაშია რამდენიმე სოფელი, კახეთშია ლაშოდეხის რაიონში ოსებით დასახლებული სოფელი, ოსური სოფლებია ქარელის რაიონში. აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოსი ეროვნების ადამიანების აქედან წასვლის პროცესი მასობრივი გახდა. საქართველოდან - სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიის გარეთ ვგულისხმობ, - ოსების ნახევარზე მეტი უკვე წავიდა. ეს პროცესი ომამდე დაიწყო, მაგრამ ომის შემდეგ ეს მასშტაბური გახდა. მიდიან შიშის გამო. მათ ეშინიათ იმისა, ვინმე სახლში არ შეუვარდეს, რამე არ წაართვან, არ მოკლან. მათ საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლიათ, რადგან გაუცხოებულები არიან აქ, მათთვის სამშობლო საქართველო აღარ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი."მაია ცაბოშვილმა მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებოდა, ოსების მხრიდან საკმაოდ ბევრი აიტანა შეურაცხყოფები, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლება არ დაუფასა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აქედან ძალიან ბევრი ოსი წავიდა და ბევრიც მიდის პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნით. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ მიდიან ისეთები, რომლებსაც აქ ცხოვრება მართლა უნდოდათ. რა თქმა უნდა, ამის მიხეზი არის ის, რომ მათზე ზეწოლას ჩვენი უკუღმართი ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა. მიდიან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ განიზრახა მათი გამოყენება თავისთვის და ემუქრებოდნენ კიდეც: უშიშროება ცდილობდა თავიანთ სამსახურში ჩაყენებას. ანუ სააკაშვილის ხელისუფლებამ ოსების გამოყენება სცადა არა ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ თავის სასარგებლოდ. ეს ხალხიც იძულებული იყო, არჩევანი გაეკეთებინა და გააკეთეს კიდეც", - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/140866-22072010.html ლიცემერი: როდესაც ადამიანს არ შეუძლია პრობლემის (პრობლემების) მოგვარება ის, ძალიან ხშირად გაუაზრებელ და შეუწონელ ნაბიჯს გადადგავს, უკვე მერე იწყებს დამნაშავეების ძებნას , რათა ყველა უბედურება მას გადააბრალოს და მერე ერთგვარი სიამოვნები დაანარცხოს მიწას. ჩემი აზრით, ლილიკოს შემთხვევაშიც ასეა , საქართველოზე "დამნაშავეს " და ადვილად დასაბრიყვებელს სად იპოვიდა, ჰოდა "დაანარცხა" და ფეხითაც შედგა. Edited July 22, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 (edited) ლ ი ც ი რამე დასკვნა რომ გავაკეთო,თავად უნდა მოვხვდე მის სიტუაციაში.ისე რაღაც ნაწილი ნამდვილად იქნება სიმართლე. Edited July 22, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 რამე დასკვნა რომ გავაკეთო,თავად უნდა მოვხვდე მის სიტუაციაში.ისე რაღაც ნაწილი ნამდვილად იქნება სიმართლე. გამარჯობა მიშა შენი პოსტი "დიპლომატიური კოცნის" კარგი ნიმუშია ჰეი ვღადაოოოოობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 (edited) ამ ქვეყნიდან ქართველები გარბიან და ოსს თუ შანსი მიეცა, რატომაც არ გამოიყენებს? ის მიზეზებიც, რომლებსაც პაატა ან მაია ასახელებენ, აქვთ საფუძველი Edited July 22, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 (edited) ლ ი ც იშენ ფიქრობ, რომ საქართველო არაფერში არაა დამნაშავე და ყველა მათგანი, მაიას ჩათვლით პირადი მოუგვარებელი პრობლემების გამო წავიდნენ საქართველოდან? შენ თვლი რომ საქართველო და ქართველები უდანაშაულონი არიან? Edited July 22, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 ლიცემერი: როდესაც ადამიანს არ შეუძლია პრობლემის (პრობლემების) მოგვარება ის, ძალიან ხშირად გაუაზრებელ და შეუწონელ ნაბიჯს გადადგავს, უკვე მერე იწყებს დამნაშავეების ძებნას , რათა ყველა უბედურება მას გადააბრალოს და ერთგვარი სიამოვნებით დაანარცხოს მიწას. ჩემი აზრით, ლილიკოს შემთხვევაშიც ასეა , საქართველოზე "დამნაშავეს " და ადვილად დასაბრიყვებელს სად იპოვიდა, ჰოდა "დაანარცხა" და ფეხითაც შედგა. საქართველოს სახელით გამსახურდიასა და სააკაშვილის რეჟიმებმა დანაშუალი ჩადინეს ოსი ხალხის წინაშე და ეს ფაქტი რომ დღემდე არ არის აღიარებული და მონანიებული საქართველოს ეთნიკურად ქართველი უმრავლესობის მიერ, იმიტომაც არის ქვეყანა და საზოგადოება იქ სადაც არის.. პირადად მე კი ქართველებზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ეთნიკურად ქართველი უმრავლესობა არ არის მზად თანაბარუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძვლებზე ააგოს უერთიერთობა ეთნიკურ უმცირესობებთან, რაც ერთის მხრივ უმცირესობების ქართულ საზგადოებაში ინტეგრაციის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია და მეორეს მხრივ მომავალში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტებს გარდაუვალს ხდის.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 გუცაევიც წასულა, თუ გაქცეულა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 ლ ი ც იგამარჯობა მიშა ა სალამ ალეიქუმ რამაზ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 გუცაევიც მამენტ ჩემი საიდანღაც კი არა და საშუალო სიშორის ნათესავია აი ფუტბალისტ პოლიწიკანი :018: მი ს ტობოი ოდნოი კროვი ვოვიკჯან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 ლ ი ც იშენ ფიქრობ, რომ საქართველო არაფერში არაა დამნაშავე და ყველა მათგანი, მაიას ჩათვლით პირადი მოუგვარებელი პრობლემების გამო წავიდნენ საქართველოდან? შენ თვლი რომ საქართველო და ქართველები უდანაშაულონი არიან? ვთვლი, რომ ყველაფერში საქართველოს და ქართველების დადანაშაულება არ შეიძლება...asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 გუცაევიც წასულა, თუ გაქცეულა. ეგ დადასტურებული ინფოა?????? :( :( მაგან რომ სადმე პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს და დევნაზე ილაპარაკოს უდიდესი სირცხვილი იქნება ჩვენი ქვეყნის...გავგიჟდები რა, დღე არ გავა რომ ამ ხელისუფლების გამოისობით 2-3 ისეთი რაღაც არ გავიგო, რომელზეც ალბათ ყველა სხვა ქვეყანაში წლობით ილაპარაკებდნენ და რომლის გამოც ნორმალური საზოგადოება დაუყოვნებლივ პასუხს აგებინებდა ხელისუფლებას, მარა ფული უნდათ მიშისტებს ბაბა, ბევრი ფული ბაბა, თან ეშინიათ და როგორ გინდა ეს საქმე ქნა?... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 (edited) ლ ი ც ილიცემერი: როდესაც ადამიანს არ შეუძლია პრობლემის (პრობლემების) მოგვარება ის, ძალიან ხშირად გაუაზრებელ და შეუწონელ ნაბიჯს გადადგავს, უკვე მერე იწყებს დამნაშავეების ძებნას , რათა ყველა უბედურება მას გადააბრალოს და მერე ერთგვარი სიამოვნები დაანარცხოს მიწას. ჩემი აზრით, მაიას შემთხვევაშიც ასეა , საქართველოზე "დამნაშავეს " და ადვილად დასაბრიყვებელს სად იპოვიდა, ჰოდა "დაანარცხა" და ფეხითაც შედგა. შენნაირი ქართველები რომ მაიასნაირი ოსებით შევცვალოთ ნეტავ შესაძლებელი იყოს ვორნი +20% მიზეზი: თანაფორუმელის შეურაცხყოფა Edited July 22, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 (edited) შენნაირი ქართველები რომ მაიასნაირი ოსებით შევცვალოთ ნეტავ შესაძლებელი იყოს Siknadmoჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი,ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება,რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი,მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად. Edited July 22, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 მამენტ ნამდვილად ვიცი კი არა და ჩემი თვალით ვნახე ცხინვალში რუსეთის ე.წ. საელჩოში ოსური ოჯახი თავშესაფარს რომ თხოვდა რუსეთს, ქართლიდან იყვნენ გადმოსულები თუ სწორედ მახსოვს, ასე რომ ოსები დღესაც გარბიან საქართველოდან და ეს ფაქტია. მეორე მომენტია რომ დღეს ოსების მასიურ დევნას ადგილი არ აქვს (სადღა დარჩნენ ოსები საქართველოში ან რამდენი დარჩა?) და უფრო ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი ხდება საქართველოს ოსი ეროვნების მოქალაქე.. ბოლო ბოლო ჩემმა მტერმა უსმინოს ყოველ დღე საკუთარი ჯიშ ჯილაგის ყველა ბრუნვაში ტრიალს ტო.. ხოდა ყველა ქსენოფობი ქართველის დედას მე ################## ასი წელი! ქსენოფობი ოსებისაც ზა კამპანიუ! მერეა და კიდევ საქართველოში ვიყავი როცა ვიცოდი რომ ბაკურიანელ ოსებს უქმნიდნენ პრობლემებს, და სახლ კარის გაყიდვას აიძულებდნენ, ფულს სთავაზობდნენ და შესაძლოა კარგ ფულსაც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობაა როცა ადაიანს მამაპაპისეული მიწიდან წასვლას აიძულებ, თუნდაც ფულით.. ერთადერთი კახელებმა იჯიგრეს რა ჩემი თავი შემოევლოთ და თავიანთ ოსებს შეძლებისდაგვარად მოუფრთხილდნენ, რამდენადაც ვიცი შემთხვევებიც კი იყო როცა გამსახურდიას დროს არაფორმალებს თითონ კახელები არ უშვებდნენ ოსურ სოფლებამდე.. დასანანია თუ დღეს სიტუაცია შეიცვალა და ოსებზე ზეწოლას ქვს ადგილი, თუმცა მაინც ვფიქრობ რომ 90-იანი წლებისგან განსხვავებით ამჯერად ფსიქოლოგიურ ზეწოლას უფრო გაურბის (რაც რათქმაუნდა დანაშაუია ოსების წინაშე) ხალხი ვიდრე ფიზიკური განადგურების საფრთხეს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 (edited) ლ ი ც ი რამაზ, ჩემი აზრით ყველაზე ნიშანდობლივი აი ეს განცხადებაა: ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ მიდიან ისეთები, რომლებსაც აქ ცხოვრება მართლა უნდოდათ. რა თქმა უნდა, ამის მიხეზი არის ის, რომ მათზე ზეწოლას ჩვენი უკუღმართი ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა. მიდიან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ განიზრახა მათი გამოყენება თავისთვის და ემუქრებოდნენ კიდეც: უშიშროება ცდილობდა თავიანთ სამსახურში ჩაყენებას. ანუ სააკაშვილის ხელისუფლებამ ოსების გამოყენება სცადა არა ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ თავის სასარგებლოდ. ეს ხალხიც იძულებული იყო, არჩევანი გაეკეთებინა და გააკეთეს კიდეც ... როცა ამბობ საქართველოს და ქართველების დადანაშაულება არ შეიძლებაო, ჯერ ერთი ისინი საქართველოში და ქართველებში ხელისუფლებას გულისხმობენ, რომელიც გაუსაძლის პირობებში აგდებს ამგვარი დამოკიდებულებით, მხოლოდ უშიშროების "ნასედკებად" ან სხვისთვის საჩვენებელ უუფლებო თოჯინებად სჭირდებათ (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რო ყავთ ურუზმაგა, მაგის მსგავსად). ძალიან დამამცირებელია და ყველაზე უტვინო პოლიტიკის მაჩვენებელი, როცა ეთნიკური ოსების იმ ნაწილსაც კი, რომელსაც თავად აქვს ინიციატივა შენთან თანაცხოვრების, ამგვარად ექცევი. ძაღლად არ აგდებ და მუქარითა და შანტაჟებით აიძულებ ბინძური საქმეები აკეთებინო, იმის ნაცვლად რომ საკუტარ თანამოძმეებთან შერიგებაზე, ჩახუტებაზე, ნორმალური ურთიერთობის აღდგენაზე იმუშაონ (საკუტარი სურვილით და ინიციატივით) აიძულო, რომ დამალული კამერებით და მიკროფონებით იაროს, თავისი დების და ძმების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ორგანიზებაში დაგეხმაროს, იმათ პირში უცინოს და შენთან ძირი გამოუთხაროს. მე მესმის მათი. ძალიან ძნელია ცალკე ხელისუფლება გექცეოდეს ასე და ცალკე რიგითი მოქალაქეები შენს ჯიშს, სისხლს და ა.შ. აგინებდნენ (ბევრი არაა ასეთი, მაგრამ არც ცოტაა, დამეთანხმეთ) ანდა გრძნობდე, რომ ვიღაც ზრდილობის გამო არ აგინებდეს შენს წარმოშობას შენი თანდასწრებით, მაგრამ თავის წრეში მიწაში ჩაგდებს და საქმე საქმეზე თუ მიდგა ქვეყნიდან შენნაირების გაძევება სიამოვნებასაც მოჰგვრის. 1% ვერ გავამტყუნებ მათ და მიმაჩნია, რომ საკუთარ სინდისთან აბსოლუტურად მართლები არიან. Edited July 22, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.