Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge აღმოსავლეთ ევროპის დიდი თამაში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg

 

კატინკა ბარიში 

 

აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთელ რიგ სახელმწიფოებზე გავლენის მოპოვებისთვის ევროკავშირი–რუსეთის ბრძოლა სახეს იცვლის.

 

შეერთებული შტატები პოსტ–საბჭოთა სივრცეს ტოვებს; ევროკავშირი უშედეგოდ იბრძვის იმისთვის, რომ ამ სივრცეში მას სერიოზულად აღიქვამდნენ. ანუ, რუსეთს შეუძლია მშვიდად განამტკიცოს საკუთარი გავლენა მოსაზღვრე სახელმწიფოებში? ასეც არ არის, რადგან ამ რეგიონში ბევრად უფრო რთული სიტუაციაა.

 

2010 წლის 4–5 ივლისს სამხრეთ კავკასიას ჰილარი კლინტონი სტუმრობდა. ის შეეცადა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დაერწმუნებინა, რომ ვაშინგტონს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში ისინი არ მიუტოვებია. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებში არსებობს განცდა, რომ დღეს შეერთებული შტატები ნაკლებადაა დაინტერესებული მათთან თანამშრომლობით, ვიდრე პრეზიდენტების ჯორჯ ბუშის და ბილ კლინტონის დროს. ანალოგიურად, ბევრი შუააზიური ქვეყანა გრძნობს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მათ ნაკლებ ყურადღებას უთმობს და მხოლოდ მაშინ იმჩნევს, როდესაც ისინი ავღანეთისკენ მიმავალი თვითმფრინავებისთვის შუალედურ აეროდრომებად სჭირდება. გარდა ამისა, დღის წესრიგიდან მოიხსნა ნატოში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების საკითხი.

 

ამერიკის ძირითადი ყურადღება ახლა სხვა ადგილებისკენაა მიმართული. ხოლო ევროკავშირს ამ რეგიონში ზოგადად ძალიან მყიფე პოზიციები აქვს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, 2009 წელს ამოქმედებული „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ახალი პროექტია, ამიტომ ჯერ სხვაობა არ ჩანს. უკრაინა, რომელიც ძალიან  განიცდის იმას, რომ ევროკავშირს მისთვის დღემდე არ შეუთავაზია საკუთარ რიგებში გაწევრიანების პერსპექტივა,  2010 წელს პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ რუსეთისკენ ბრუნდება. მოლდოვა პირიქით. კიშინოვი ასე არასდროს მიილტვოდა ევროკავშირთან დაახლოებისკენ, თუმცა ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში ამას ბევრი ვერ ამჩნევს.

 

ევროკავშირის შუააზრიური სტრატეგია

არათანმიმდვრულობისგან ზარალდება და პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს. იქაც და კავკასიაშიც ევროკავშირი ახალი მოთამაშეა. და ორმხრივი ურთიერთობების საფუძვლად ნორმებისა და ღირებულებების ექსპორტთან დაკავშირებული მისი ტრადიციული მიდგომა იქ არცთუ პოზიტიურად აღქიმება. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური მექანიზმი ამ ეტაპზე ბიუროკრატიული დამბლის მდგომარეობაშია.

 

არაერთგვაროვანი შედეგები       

 

თეორიულად ამერიკის უყურადღებობა და ევროპის სისუსტე ხელფეხს უნდა უხსნიდეს რუსეთს საკუთარი პოზიციის კონსოლოდაციისთვის ადგილებზე, რომლებსაც მედვედევი „პრივილეგირებული ინტერესების სფეროს“ უწოდებს. და რა თქმა უნდა, რუსეთი ასეც იქცევა. მაგრამ შედეგები საუკეთესო შემთხვევაში არაერთგვაროვანია.  

 

რუსეთი თავადაა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ყველაზე აყვავებული ქვეყანა ამ რეგიონში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას „ახლო საზღვარგარეთში“ ძალის დაპროექტების საშულება აქვს. მისი გავლენის ბერკეტები შთამბეჭდავად იმ დრომდე გამოიყურება, ვიდრე მის გამოყენებას იწყებენ. და სწორედ ამ დროს აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათი ნაწილი ცუდად მუშაობს.

 

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ძალა გამოყენა და ამას უკუშედეგი მოჰყვა, რადგან მოსკოვის ყველაზე მტკიცე მოკავშირეებიც კი შეეცადნენ შეესუსტებინათ მათი დამოკიდებულება სულ უფრო სახიფათო მეზობელზე. ბელორუსი ევროკავშირისკენ მიბრუნდა; სომხეთმა მოლაპარაკებები დაიწყო თურქეთთან; და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან დღემდე არცერთს არ მიუბაძავს მოსკოვისთვის და არ უღიარებია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

 

რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია სავაჭრო ემბარგო და ზეწოლის სხვა ფორმები მასზე მცირე ზომის მეზობლების (მაგალითად, საქართველო და ლატვია) მიმართ, მაშინ როდესაც მისი კომერციული ინტერესები ამ ქვეყნებში შეზღუდული იყო. მაგრამ ეკონომიკური სანქციების გამოყენებამ რუსეთს არცერთხელ არ მისცა ის, რისი მიღწევაც მას სურდა. დაზარალებული ქვეყნების კომპანიებმა და საწარმოებმა გააქტიურეს საკუთარი ძალისხმევა ალტერნატიული ბაზრების და ინვესტიციების წყაროების მოზიების თვალსაზრისით, რასაც საბოლოო ჯამში მათი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მოჰყვა. მოსკოვის სტრატეგია გააძლიეროს საკუთარი გავლენა ადგილობრივ ბიზნესზე პირდაპირი კონტროლის გზით, უფრო წარმატებული აღმოჩნდა: მაგალითად, სომხეთში მთელ რიგ სფეროებში (საბანკო, ტრანსპორტის) რუსული კომპანიები დომინირებენ. ჯერ–ჯერობით უცნობია, როგორ შეიძლება ამის პოლიტიკურ გავლენად გარდაქმნა.     

 

საბოლოო ჯამში, მეზობელ ქვეყნებში რუსული პოლიტიკის ყველაზე პერსპექტიულ ინსტრუმენტად ენერგორესურსები რჩება. მეზობლებისგან სასურველის მიღების მიზნით, რუსეთი იყენებს მილსადენების მშენებლობის გეგმებს, ჰესების მშენებლობის პროექტებს, ფასებს გაზის და ნავთობის მიწოდებაზე. მაგრამ მისი ძალისხმევის შედეგები აქაც არაერთგვაროვანია. ბელორუსსა და უკრაინაში რუსეთი ამ მხრივ წარმატებებს აღწევს და შეიძლება კონტროლი მოიპოვოს სატრანზიტო მილსადენებზე. გაზის ფასსა და ტრანზიტის გადასახადზე ბელორუსსა და რუსეთს შორის არსებულმა ბოლოდროინდელმა უთანხმოებამ აჩვენა მხოლოდ ის, რომ მინსკს სხვა გზა არ აქვს. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ის გაზს ვენესუელასგან იყიდის, უფრო სიმბოლურ ჟესტს გავს. უკრაინაში რუსეთმა გაზზე ფასების შემცირებით სევასტოპოლში საკუთარი შავი ზღვის ფლოტისთვის იჯარის გახანგრძლივება შეძლო. მას ასევე წარმატებულად მიჰყავს კიევი იქითკენ, რომ ამ უკანასკნელმა იფიქროს მაინც ორი ქვეყნის გაზის მონოპოლიების („გაზპრომი“ და „ნაფტოგაზი“) გაერთიანებაზე. სინამდვილეში, ეს რუსეთს  უკრაინის სატრანზიტო მილსადენებზე გავლენის ბერკეტებს შესძენს.

 

ყურადღების დეფიციტი

 

კავკასიასა და შუა აზიაში სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია. იქ ენერგორესურსების მომპოვებელ ქვეყნებს მანევრების სივრცე რჩებათ, აძლიერებენ რა კავშირებს ჩინეთთან, ირანთან და თურქეთთან. 2009 წლის დეკემბერში თურქმენეთმა მსხვილი გაზსადენი აამუშავა, რომელსაც საწვავი ჩინეთში გადააქვს, ხოლო ივნისში ხელი მოაწერა მორიგ ხელშეკრულებას გაზის ირანისთვის მიწოდებაზე. მან მსხვილი ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიები შიდა მილსადენის გასაყვანად მიიპატიჟა. ამ მილსადენის საშუალებით გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი გახდება თურქმენეთის გაზის მიწოდება უზარმაზარი იოლატანური საბადოდან კასპიის სანაპირომდე, იქიდან კი ევროპაში. მანამდე თურქმენეთმა განაცხადა, რომ მილსადენს რუსეთი ააშენებდა და თავად რუსეთი იყიდდა გაზის დიდ ნაწილს. აზერბაიჯანმა უარყო რუსეთის წინადადება მისი ახალი საბადოს „შაჰ–დენიზი 2“–ის  გაზის მთლიან შესყიდვაზე და სანაცვლოდ პირობა დადო, რომ მას თურქეთს და ევროპელ მომხმარებლებს მიაწვდიდა. რუსეთის მცდელობა კასპიის გაზი ჩაეკეტა ისეთი მილსადენური პროექტის ჩაშლით, როგორიც „ნაბუქოა“, სულ უფრო წარუმატებელი ჩანს.

 

შეერთებული შტატების მიერ რეგიონის მოჩვენებითი მიტოვება და იქ ევროკავშირის პოლიტიკის არაეფექტურობა  ჯერ–ჯერობით მოსკოვს ხელს არ აძლევს. რუსეთმა (ისევე როგორც ევროკავშირმა და ამ რეგიონის სხვა მოთამაშეებმა) უნდა გაიგონ, რომ ყოფილი საბჭოთა სივრცე ერთგვაროვანი და ერთიანი არ არის. იქ თვითდაჯერებული და ენერგორესურსების მიმწოდებელი მდიდარი სახელმწიფოებია, ისეთები, როგორებიც არიან აზერბაიჯანი და ყაზახეთი; და არიან ღარიბი და დანაწევრებული ქვეყნები, მაგალითად მოლდავეთი და სომხეთი. სადღაც რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს იძულების და დათანხმების მეთოდები, მაგრამ მეორეგან მას თხოვნა და ამ ქვეყნების გულის მოგება უწევს. ამ რეგიონის ყველა ქვეყანა მოიგებს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებით – როგორც ვაჭრობაში და ენერგეტიკაში, ასევე პოლიტიკაში. შესაძლოა, ვაშინგტონი ამ რეგიონის ქვეყნებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს; მაგრამ ევროკავშირმა უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, ყველა ცალკე აღებულ ქვეყანაში სიტუაციის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...