planetanews Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 http://cache4.asset-cache.net/xc/103020416.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6935BDDB84255D1EBD970382795989B634EED9C9723D11816როი ჰოჯსონის დებიუტი და უგოლო ფრე… შეხვედრის პირველმა ნახევარმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა. ტაიმის დასაწყისში უპირატესობას ფლობდნენ “ლივერპულის” ფეხბურთელები. აქტიურობდნენ ახალბედები, განსაკუთრებით ამოო გამოირჩეოდა. ასევე აქტიური იყო დავიდ ნ’გოგიც. მოედნის ცენტრში აკვილანი პასებს კარგად არიგებდა, თუმცა ტაიმის ბოლოსკენ უკვე “გრასჰოპერსის” მოთამაშეებმაც “გამოიღვიძეს” და გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა და ვერც მეორე გუნდმა საწყის 45 წუთში მეტოქის დაცვის სრულფასოვნად გარღვევა ვერ შეძლო და ტაიმიც უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისშივე როი ჰოჯსონმა დიეგო კავალიერი გულასკით შეცვალა. 61-ე წუთზე კი როიმ ერთბაშად 3 ცვლილება განახორციელა: დავიდ ნ’გოგის ნაცვლად ლაური დალა ვალე გამოვიდა მინდორზე, ალბერტო აკვილანი ჯონჯო შელვიმ (მისი დებიუტი “ლივერპულის” შემადგენლობაში) , ხოლო ლუკას ლეივა ტომას ინკემ შეცვალა. 9 წუთში კიდევ 2 ცვლილება მოხდა მერსისაიდელთა რიგებში: მარტინ კელის ნაცვლად მოედანზე გამოვიდა ვიქტორ პოულსონი. ხოლო ფილიპ დეგენის ნაცვლად ირვინი. 82 წუთზე ამოო ჯეკ რობინსონმა შეცვალა. “ლივერპული” მეორე ტაიმში თავს კარგად იცავდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ გოლი არ გაუშვია, თუმცა ვერც თავად გაიტანა და წინასასეზონო პირველი მატჩი ფრედ დაასრულა. http://cache4.asset-cache.net/xc/103020397.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6F4740AAAA81675CAD970382795989B635C7976A322437772http://cache4.asset-cache.net/xc/103020404.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6B0028B70C91261E3D970382795989B63C6D6CD009BF606A9http://cache2.asset-cache.net/xc/103020434.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E61F92A91F30118A61D970382795989B63527327455180CF7B View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts