Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - „კავკაზუს ონლაინის“ აბონენტებსა და სომხეთს ინტერნეტის მიწოდება დაახლოებით, 4 საათში აღუდგება


Recommended Posts

როგორც „რკინიგზის ტელეკომის“ქსელის მართვის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით ცერცვაძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, სამუშაო ჯგუფს აღდგენითი სამუშაოები დღეს, დილის 5 საათზე, უნდა დაეწყო, თუმცა, გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, დრომ გადაიწია და „კავკაზუს ონლაინის“ აბონენტებსა და სომხეთს ინტერნეტის მიწოდება დაახლოებით 4 საათში აღუდგება.

 

„ვვარადუობთ, რომ დაახლოებით 3–4 საათში აღდგება ინტერნეტი, თუკი სამუშაო პროცესის დროს კიდევ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ წარმოიშვა“, –ამბობს ცერცვაძე.

 

მიის თქმით, დაახლოებით დღენახევრის წინ ქუთაისთან ახლოს, მაგისტრალზე, ასფალტის სიღრმეში წარმოქმნილმა დაზიანებამ საკომუნიკაციო კაბელები მწყობრიდან გამოიყვანა.

 

 

როგორც დავით ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველოს მოსახლეობის გარდა, „კავკაზუს ონლინი“ ინტერნეტს სომხეთსაც აწვდის. „ამ ავარიის გამო, ახლა სომხეთის 80 %–ს ინტერნეტი არ აქვს“.

 

 

NEWS.am, სომხური ონლაინ გამოცემის მიხედვით, ინტერნეტის მიწოდების მხრივ, სომხეთს საქართველოს გამო პრობლემა მხოლოდ ივლისში ექვსჯერ შეექმნა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...