newstudio Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 უკვე 2005 წლის გაზაფხულისთვის ძალიან ცხადლივ დავინახე, რომ ადამიანების დაჩმორება–დაშინება არის მმართველი გუნდის მიზანმიმართული პოლიტიკა და არა რევოლუციური გადაცდომა. დავინახე, რომ მმართველი გუნდი ამით ამკვიდრებდა იმას, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი და რაც ჩემთვის საბჭოთა კავშირის, როგორც ბოროტების კვინტესენციის მთავარი სიმბოლო იყო – ხელისუფლებისადმი ლოიალობის გამოხატვის სავალდებულობა. ისინი ამის გამართლებას საზოგადოების სიბნელით და რეტროგრადულობით ცდილობდნენ, მაგრამ მე, რომელმაც ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი საბჭოთა კავშირში გავატარე, ის მაინც ვიცოდი აქსიომის დონეზე, რომ დაშინებული, დაბეჩავებული, შიშით მოკანკალე ადამიანი ღირსეული მოქალაქე ვერასდროს გახდება და ვერც მომავალი თაობის გამზრდელად ივარგებს. და როცა ყველა, ვინც ბედავს დააფიქსიროს, რომ არ არის ამ ხელისუფლების მომხრე, იმთავითვე აღიქმება მტრად, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს დეკლარირებული ოპოზიციონერების მარგინალიზებაზე – მათ არ იღებენ სახელმწიფო სამსახურში, არ აძლევენ გასაქანს ბიზნესში, ცდილობენ არ მიაკარონ უნივერსიტეტებს, რიგ შემთხვევებში აპატიმრებენ კიდეც – ეს სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირის სულის რესტავრაცია მისი ყველაზე ამაზრზენი შინაარსით. მესმის, რომ ეს ყველაფერი არ არის ისე ყოვლისმომცველი, როგორც საბჭოთა დროს იყო. არის რაღაც ნიშები, სადაც შეიძლება თავის შეფარება, ქართული ხალხური მეგობრობა–ძმაკაცობა–ნათესაობის ინსტიტუტებიც მოქმედებს, პროსახელისუფლო რესურსიც არასაკმარისია ყველა სფერო რომ დაფაროს, მაგრამ აქ პრობლემა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკაა. მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლებისადმი ლოიალობა იყოს წარმატების პირობა, ხოლო ოპოზიციური განწყობა ლუზერობასთან ასოცირდებოდეს. ასეთი დამოკიდებულების შედეგი კი არის ის კინო, რომელიც ერთხელ უკვე ნანახი მაქვს: მასობრივ დონეზე მლიქვნელობის, უპრინციპობის, ორპირობის, შეუწყნარებლობის და სხვა მანკიერი თვისებების კულტივირება, უღირსებო ხალხის აღზევება. და როცა ხელისუფლების მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა, სრულიად ამაოა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება შიგნიდან მოახდინო რაღაც გადახრების კორექტირება, ისეთივე ამაო, როგორც საბჭოთა სისტემის გაკეთილშობილების მცდელობა კარგი რაიკომის მდივნებით. ამიტომ ჩემთვის ოპოზიციონერობა პოლიტიკური არჩევანი არ არის. ეს არის წმინდა მორალური პოზიცია ამიტომ წამოვედი ხელისუფლებიდან და ამიტომ ვარ ოპოზიციაში. დავით ზურაბიშვილი http://www.facebook.com/notes/david-zurabishvili/ratom-var-opozitsiashi/452437551146 სრული სტატია ლინკზე ნახეთ, ვეთანხმები ორივე ხელით.... ქვეყანა მორალური არჩევანის წინაშეა პირველ რიგში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 newstudioვეთანხმები ორივე ხელით.... მეც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 ვეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 დავით ზურაბიშვილი მორალზე მაშინ თუ ფიქრობდა სააკაშვილს რომ უჭერდა მხარს? არ იცოდა და ვერ ხვებოდა რა მორალისა და ღირებულებების მატარებელიც იყო მომავალი ყოფილი ბელადი? ვითომ? მე, ადამიანმა/ჟურნალისტმა, რომელსაც მხოლოდ პროფესიის ფარგლებში მქონდა სააკაშვილის გაცნობისა და მის მოქმედებებზე დაკვირვებით მასზე, როგორც ადამიანზე და როგორც პილიტიკოსზე დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა, ვიცოდი, რომ პოპულისტი, არაპროფესიონალი და უბრალოდ არასტაბილური ფსიქიკის მქონე სააკაშვილი გაბელადების შემთხვევაში დაღუპავდა ქვეყანას და ზურაბიშვილმა, სხვა რესპუბლიკელებმა და საერთოდ დანარჩებნმა "პოლიტ-ფენომენებმა", რომელთაც ახლო ურთიერთობა ქონდათ სააკაშვილთან არ იცოდნენ რა საფრთხის მატარებელიც იყო ეს უკნასკელი საქართველოსთვის? რა სისულელეა.. ყველაფერი კარგად იცოდით ამხანაგო ზურაბიშვილო, კარგად იცოდით, მაგრამ თქვენი პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერი რომ არ გადარდებდათ და გადარდებთ იმიტომ იყავით მაშინ სააკაშვილის გვერდით და იმიტომ გიწევთ დღეს ამ დემაგოგიით თავის გამართლება.. ერთი თქვენ ხართ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მეორე მე ჩინეთის იმპერატორი.. ფარჩაკისტან ბლიად.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 (edited) ასეთი დამოკიდებულების შედეგი კი არის ის კინო, რომელიც ერთხელ უკვე ნანახი მაქვს: მასობრივ დონეზე მლიქვნელობის, უპრინციპობის, ორპირობის, შეუწყნარებლობის და სხვა მანკიერი თვისებების კულტივირება, უღირსებო ხალხის აღზევება. ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს ეგააა ძმაო, კლასიკაი რაა, უკვდავია, ასე მგონია ამ სიტყვების ავტორი, ჩემი თანამემამულეა და ფორუმ ჯიზე პოსტავს პოეზიის განყოფილებაში,რას იფიქრებდა შექსპირი, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მისთვის უცნობ სახელმწიფოში ეს სიტყვები ისეთივე აქტუალური იქნებოდა როგორც მაშინდელ სამეფოში http://www.youtube.com/watch?v=kvKos6pqrQ4 Edited July 21, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 asdsყველაფერი კარგად იცოდით ამხანაგო ზურაბიშვილო, კარგად იცოდით, მაგრამ თქვენი პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერი რომ არ გადარდებდათ და გადარდებთ იმიტომ იყავით მაშინ სააკაშვილის გვერდით პირადი კეთილდღეობა რომ სდომოდა,მაშინ იქ დარჩებოდა.სხვათა შორის არავის გამოუგდია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 (edited) დავით ზურაბიშვილი არ ვიცი რატომ,მაგრამ მესიმპატიურება ეს კაცი.სხვებივით ისტერიჩკა არ არის. Edited July 21, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 დავით ზურაბიშვილიეს ის არაა ფორუმ.გე-ზე იუზერ სექსი ბიცოლასთან სანაძლეო რომ წააგო სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 ძუკუპირადი კეთილდღეობა რომ სდომოდა,მაშინ იქ დარჩებოდა.სხვათა შორის არავის გამოუგდია. იქ არ დარჩა რო? ან სად წავიდა? ხალხის დასაბოლებლად შექმნილი და არსებული ფსევდო ოპოზიცია კრიმინალური რეჟიმის და გაგრძელება არ არის? რეჟიმის პოზიციების გამყარებისა და ინტერესების მსახურის გარდა სხვა რამე გააკეთა მაგ ე.წ. ოპოზიციამ სხვაგვარად რომ ვიფიქროთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 asdsხალხის დასაბოლებლად შექმნილი და არსებული ფსევდო ოპოზიცია კრიმინალური რეჟიმის და გაგრძელება არ არის?კარგით რა სუფთა პოპულისტური განცხადებაა.მეც რესპუბლიკელი ვარ და ვერანაირად ვერ მივიღებ თქვენგან ასეთ რამეს.მასე მეც შემიძლია იგივე სტილში გიპასუხოთ და მაგალითად კოკოითის აგენტი გიწოდოთ,მაგრამ არ მივცემ თავს ამის უფლებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 ძუკუკარგით რა სუფთა პოპულისტური განცხადებაა.მეც რესპუბლიკელი ვარ და ვერანაირად ვერ მივიღებ თქვენგან ასეთ რამეს.მასე მეც შემიძლია იგივე სტილში გიპასუხოთ და მაგალითად კოკოითის აგენტი გიწოდოთ,მაგრამ არ მივცემ თავს ამის უფლებას. კაცო მიწოდე კოკოითის აგენტი, მარა რომ მიწოდებ მერე ერთადერთ არგუმენტად იმის დადება რომ ტიპი სამხრეთ ოსეთში გადავედი და ამიტომ ვარ თურმე აგენტი დიდი ვერაფრი ხეირი იქნება.. ნუ ეხლა კონფედერაციის მომხრეც ვარ, მარა კონფედერაციის იდეას რესპუბლიკელებიც ამუშავებთ ვგონებ და არც მაი ჰამბავი გამოდგება არგუმენტად, თქვენც კოკოითის აგენრტები ხომ არ ხართ? : ))) თუ ხართ? სერიოზულად კი პოპულისტური ჩემ სიტყვებში არაფერია, პოპულიზმი ზუსტად ის არის რასაც ზურაბიშვილი ღაღადებს იმ რაცხა წერილში თორე ასდს და პოპულიზმი? გჯერათ ეხლა თქვე მაი ჰამბავი? ბოლო ბოლო მიშა მაგარიას ვიყვირებდი მაშვინ და ეხლაც საკაიფოდ ვიქნებოდი საკაიფო საინფორმაციო სააგენტოს შეფად მაქანე ბატონო.. პირადად თქვენ არ ვფიქრობ რომ განსაზღვრავთ პარტიის პოლიტიკას და ამდენად თქვენზე რათქმაუნდა არ ვსაუბრობ, რესპუბლიკური პარტიაში კი ხართ მარა თქვენ ამ რეჟიმის როგორი უკომპრომისო ოპოზიციოინერიც არ უნდა იყოთ ეგ იმის არგუმენტად ვერ გამოდგენა რომ თქვენი პარტიული ლიდერები რეალურად უპირისპირდებიან კრიმინალურ რეჟიმს ან მასთან ფარულ გარიგებებში არ შედიოდნენ და არ შედიან.. ისე კი თქვენ რომ გახდებით პარტიის დიდი ბოსი თქვენივე ნაბიჯები განსაზღვრავს თქვენდამი, როგორც პოლიტიკოსისადმი დამოკიდებულებას.. მართლა არ იცოდით ხალხო სააკაშვილი რომ პარანოიკი იყო? არ იცოდით? შანსი არ არი არ გცდნოდათ, რადგან მაგ შიზიკთან ერთი გასაუბრებაც კი საკმარისი იყო მისი არაადეკვატურობის დასადგენად.. რა გიჟიც ეხლაა ორი ასეთი გიჟი ნაშინ იყო ტო, ეხლა კიდე აკონტროლებენ მაგ საცოდავს, ცდილობენ მაინც.. რა არ იცოდით? ზურაბიშვილი თავისუფების ინსტიტუტში არ იყო? რმდენჯერ შეხვედრია პირადად სააკაშვილს? ვერ მოხვდა რომ ნიჭიერ, შესაძლოა გავლენიანი "ზურგის" მქონე, მაგრამ ფსიქიურად არამდგრად ადამიანთან ქონდა საქმე? ბოლო ბოლო სამ ფრაზას იტყვის ეგ თქვენი მიშმაკა და სამივეს ერთმანეთის გამომრიცხავს და ეგეთ ადამიანს არაადეკვატირობას რომ ვერ შეამჩნევ მაშინ უნდა ინამუსო, ქუდი დაიხურო და როგორც მინიმუმ პოლიტიკას დაემშვიდობო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 იქ კომენტარს ვერ ვაკეთებ და დადეთ თუ შეიძლება? თუ დამამატა „ფრენდებში“ მე დავდებ. ახალი არაფერი უთქვამს,ეგ ყველაფერი ვიცით,მაგრამ ოპოზიციონერად როცა თვლი თავს და მითუმეტეს ესეთი რანგის(ნაცნობი სახეა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში)ესე მდინარის დინებას არ უნდა მიჰყვე.შეიძლება ნაპირისაკენაც გაცურო და შემდეგ მდინარის საწინააღმდეგოთაც. აღსარების პონტში გამოუვიდა ეს ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 (edited) დავით ზურაბიშვილიკარგი რა დავით ნუ გვაბოლებ..და რომ წამოვიდა მერე რა გააკეთა,სხვა ოპოზიციონერებთან(ყველა ვგულისხმობ,ასე რომ იკაკოისტებმა არ ინერვიულოთ) ერთად მიშას გაუმტკიცა პოზიციები და ბოლოს უალტერნატიოდ გამოაცხადა იკაკო და მათი ალიანსი..გარძელება ყველამ იცით.. :givi: ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია გაიგეთ.. Edited July 21, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 asdsნუ ეხლა კონფედერაციის მომხრეც ვარ, მარა კონფედერაციის იდეას რესპუბლიკელებიც ამუშავებთ ვგონებ და არც მაი ჰამბავი გამოდგება არგუმენტად, თქვენც კოკოითის აგენრტები ხომ არ ხართ? : ))) თუ ხართ? არავითარ კონფედერაციაზე რესპებს არასოდეს არ უმუშავიათ.მე მგონი თქვენ ეს უნდა იცოდეთ.თქვენი პარტიული ლიდერები რეალურად უპირისპირდებიან კრიმინალურ რეჟიმს ან მასთან ფარულ გარიგებებში არ შედიოდნენ და არ შედიან..სწორედ ამაზე ვთქვი რომ პოპულისტური განცხადებაა,ალბათ ძალიან რბილად გამომივიდა.უბრალოდ ტყუილია.თუმცა ეს თქვენი აზრია და შეგიძლიათ გააგრძელოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 ძუკუარავითარ კონფედერაციაზე რესპებს არასოდეს არ უმუშავიათ.მე მგონი თქვენ ეს უნდა იცოდეთ.ვახ თქვენი წევრი არ არის ის ტიპი, გვარი დამავიწყდა, უცნაური ხმა რომ აქვს? : ))) კონფლიქტოლოგი და მძევლების გაცვლის ექსპერტი თუ რაცხა ამდაგვარი? ხოდა თქვენი წევრი როა კონფედერაციის მოდელზე რამდეჯერმე ისაუბრა, როგორც ვარიანტზე და ამისთვის მოღალატედაც შერაცხეს ვინცხებმა და ეგ ვიგულისხმე.. თუ არასწორედ მახსოვს და კონფედერაციის თემა რესპებს სამუშაო და ერთადერთ რეალურ მოდელად არ გაქვთ პარტიაში მაშინ რესპების ინტელექტუალურ პოტენციალს დაუნგრეიდს გაუკეთებ : )) არადა ყველაზე ინტელექტუაურებად ვთვლიდი ფსევდო პოლიტიკურ ორგანიზაციებში : ))) ხო პაატა ზაქარეიშვილზე ვუბნობ კაცო, გამახსენდა.. სწორედ ამაზე ვთქვი რომ პოპულისტური განცხადებაა,ალბათ ძალიან რბილად გამომივიდა.უბრალოდ ტყუილია.თუმცა ეს თქვენი აზრია და შეგიძლიათ გააგრძელოთ. ვახ თქვენ მე გადამრევთ : ))) სააკაშვილის გვერდით არ იდექით კაცო? ამაზე მეტი ფაქტი რა უნდა დავდო ადამიანმა იმის დასამტკიცებლად რომ რესპების ამოცანა კრიმინალური რეჟიმისა და კრიმინალური პოლოტიკური სისტემის გამტკიცებაა და არა რეალური პოლიტიკა და მოსახლეობის ინტერესების დაცვა? რა გააკეთეთ ბოლო ბოლო რესპებმა საქართველოს მოსახლეობისთვის? სააკაშვილისთვის რომ გააკეთეთ და ანგლოსაქსი იმპერიალისტებისთვის ფაქტია, მაგრამ მოსახლეობისთვის რა გააკეთეთ? მხარდაჭერის 3 პროცენტი საზოგადოების მადლიერებისა და ნდობის ნიშანია თუ პირიქით? პოპულისტი სწორედ რომ რესპუბლიკური პარტიაა დანარჩენ ფსევდო ოპოზიციონერებთან ერთად.. ასე გავაგრძელებ ზუსტად! არ გენდობით ბატონო რესპუბლიკელებო. არ გენდობით და არ მჯერა თქვენი "პარტიის" დამოუკიდებლობისა და არაკორუმპირებულობის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.