planetanews Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 http://goonertalk.com/wp-content/uploads/2010/03/loic-remy.jpg რემის აგენტის განცხადებით, მის კლიენტს უიმედოდ სურს ”ლივერპულში” გადასვლა, აგენტი თვლის, რომ თუ ”მერსისაიდელები” უარს იტყვიან რემის შეძენაზე, ეს იქნება მათი მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომა…”ნიცა” მზად არის გაყიდოს თავის თავმდამსხმელი დაახლოებით £12,5 მილიონად და ელოდება ”ლივერპულისგან” ოფიციალურს შემოთავაზებას. ”ვესტ ჰემმა” უკვე გაუკეთა £15 მილიონიანი შეთავაზება ფრანგებს. თუმცა ”ნიცას” პრეზიდენტმა ჟილბერტო სტელადო უარყო ეს წინადადება, რადგან ”ჩაქუჩებს” არ შეუძლიათ ამ თანხის დაუყოვნებლივ გადახდა და ახლა ფრანგები ჰოჯსონის შემოთავაზებას ელიან. ”ლივერპული დაუშვებს ძალიან დიდი შეცდომას თუ რემის ყიდვას არ გადაწყვეტს.” განაცხადა ფრედრიკ გუერამ. ”ეს ფეხბურთელი არის სუფთა ოქროსი. ამას მე გეუნებით მისი აგენტი. მას შეუძლია ”ლივერპულის” თავდასხმის გაძლიერება.” გუერა დარწმუნებულია, რომ რემის აქვს ყველა მონაცემი ინგლისში სათამაშოდ და იგი სარგებლობს დიდი წარმატებით, როგორც მისი თანამემამულეები ტიერი ანრი და ნიკოლა ანელკა. ”რემი ინგლისში არ დაიკარგება, პოტენციურად ის უკეთესია ვიდრე ანრი და ანელკა.” ”ინგლისში მას მხოლოდ ”ლივერპულში” თამაში სურს.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts