planetanews Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სამინისტროებში ნაცნობ-მეგობრობის ნიშნით კადრების შერჩევას შეეხო. გაზიარება[02:32 21.07.2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TEYj8WdAnLI/AAAAAAAAD7w/dYBRUzDKprQ/s200/misha+trusikit.gifმიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და სამშობლოს სიყვარული უნდა იყოს და ნაცნობ-მეგობრობა არ უნდა ჭრიდეს.პრეზიდენტის თქმით, სამინისტროების შენობები უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა მთავრობის წევრების მუშაობის პროცესის ნახვა შესაძლებელი იყოს. "მინდა გადავხედო, რამდენი ნათესავი და ახლობელი მუშაობს თქვენი კავშირებით სამინისტროებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩემთვის. ყველა სამინისტრო, შიგნიდანაც და გარედანაც უნდა იყოს გამჭვირვალე, შუშის, ეს მარტო პოზა არ არის, კაბინეტები არ არის მხოლოდ ყავის სასმელად და სიგარეტის მოსაწევად. კაბინეტები არის საქმის გასაკეთებლად და ყველანი უნდა ვიყოთ ბრძოლის წინა ხაზზე. შერჩევის კრიტერიუმი არის ერთი: პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული. ნაცნობობა, მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა არ უნდა ჭრიდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts