Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge „ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს კაციჭამია გადადგეს“


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png

 

იოზეფ კირჰენგასტი

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნათელაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სერიოზულ ბრალდებებს უყენებს

 

ვენა – ვენას ის მეორე სახლს უწოდებს. „2008 წლის 30 იანვარს მეორედ გავჩნდი, როდესაც ავსტრიელმა ექიმებმა გადამარჩინეს“. მაშინ შალვა ნათელაშვილს (52), იურისტს და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელს ვენაში ოპერაცია გაუკეთეს. გულის შეტევა „საქართველოს სპეცსამსახურების ქმედებას“ მოჰყვა, ამბობს Standard–თან ინტერვიუში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

 

დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 2005 წლის 12 თებერვალს, ლონდონში ქართველი მილიარდერი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბადრი პატარკაციშვილი (52) გარდაიცვალა. ის საქართველოს მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ყველაზე დიდი ტელეკომპანიის „იმედის“ თანადამფუძნებელი იყო. „მასაც იგივე სიმპტომები ჰქონდა რაც მე“, ამბობს ნათელაშვილი. თუმცა საბოლოოდ კვლევამ მკვლელობის ფაქტი არ დაადასტურა. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ პატარკაციშვილი გულით მძიმედ იყო დაავადებული.

 

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, პატარკაციშვილის დაკავებაზე ბრძანება იყო გაცემული. 2007 წლის ბოლოს საქართველოს პროკურატურამ რუსეთის აგენტობის ბრალდებით საქმე ნათელაშვილის წინააღმდეგაც აღძრა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინიტროს მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული და კომუნისტური პარტიის ყოფილი ფუნქციონერი ნათელაშვილი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინააღმდეგ გამოდიდოდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.

 

მისი ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ მზარდი პროტესტისა და ქვეყანაში დროებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სააკაშვილმა 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა. მაშინ ნათელაშვილმა ხმების 13% მოაგროვა, პატარკაციშვილმა – 7%. სააკაშვილის მმართველობის დროს ჩატარებულ ყველა არჩევნებს ნათელაშვილი ფალსიფიცირებულს უწოდებს.

 

სააკაშვილის მხარდაჭერას ნათელაშვილი პირველ რიგში გავლენიან ამერიკელ ლობისტებს და ამ კონტექსტში ყოფილ საპრეზიდენო კანდიდატ ჯონ მაკკეინს მიაწერს. მისი აზრით, მაკკეინისა და ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გუნდი  პასუხისმგებელია ასევე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში განხორციელებული ფერადი რევოლუციების კონცეფციაზე. ის დამნაშავეა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთში დატრიალებულ სისხლიან მოვლენებზეც.

 

2008 წლის აგვისტოს კავკასიური ომი სააკაშვილმა გამოიწვია, რადგან მან რუსების პროვოცირება მოახდინა. „რომლებიც, რა თქმა უნდა, ამას სულმოუთქმელად ელოდნენ“. სააკაშვილი „არა დასავლური დემოკრატიის იმედი, არამედ აღმოსავლელი დიქტატორია, ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“. და ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო? „ის დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მისი მიმდევარი არასდროს ყოფილა. სააკაშვილი კი ხელისუფლებაში დასავლეთის და აშშ–ს სახელით შენიღბული მოვიდა“.          

   

ნათელაშვილი უფრო შორს მიდის და სააკაშვილს სიტყვა სიტყვით „კაციჭამიას“ უწოდებს: „უკვე შვიდი წელია ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს კაციჭამია ხელისუფლებიდან წავიდეს“.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2005 წლის 3 თებერვალს, ნათელაშვილი პერსონალურად სააკაშვილს ყველაზე მძიმე ბრალდებებს უყენებს, რასაც იურიდიული ძალა არ აქვს, რადგან ნათელაშვილი ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს.

 

ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს მისი მეგობრის სახლში თბილისში. ხელისუფლებამ  სიკვდილის მიზეზად გაზით მოწამვლა დაასახელა. მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს ჟვანიას თანამშრომელი, რომელმაც პოლიციის თქმით, მეზობლისთვის გამორთმეული იარაღით თავი მოიკლა.

 

ნათელაშვილი ორივე ფაქტთან დაკავშირებულ ოფიციალურ ვერსიას აპროტესტებს. ჟვანია სააკაშვილის ყველაზე გავლენიან მრჩევლად ითვლებოდა, თუმცა მათ შორის კონკურენციაც არსებობდა. ნათელაშვილი ჟვანიას სიკვდილს უშუალოდ ამ კონტექსტში განიხილავს. ჟვანია შუამავლის როლს ასრულებდა ასევე სააკაშვილის კონფლიქტში რუსეთთან და სეპარატისტებთან ქვეყნის შიგნით.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...