planetanews Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 http://images.icnetwork.co.uk/upl/ldp2/mar2009/2/9/Javier_Mascherano_460_511807849.jpg იტალიის “ინტერის” არგენტინელი ფორვარდი დიეგო მილიტო დარწმუნებულია, რომ თანამემამულე ხავიერ მასკერანო მალე “ლივერპულს” დატოვებს და მისი თანაკლუბელი გახდება. იტალიური გრანდის ხელმძღვანელებმა “ალბისელესტეს” კაპიტნის შეძენის სურვილი 2 თვის წინათ გამოთქვეს, ხოლო მას შემდეგ, რაც გუნდის თავკაცი “ლივერპულის” ყოფილი დამრიგებელი რაფაელ ბენიტესი გახდა, აპენინელებისთვის მასკერანოს გადაბირება პრიორიტეტულ ამოცანად იქცა. თვითონ ფეხბურთელსაც ბენიტესთან შეერთება და კარიერის “ნერაძურის” შემადგენლობაში გაგრძელება სურს. ევროპული პრესის ინფორმაციით, “ლივერპულის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა არაერთხელ სცადა შვებულებაში მყოფი მასკერანოსთან დაკავშირება, თუმცა, ფეხბურთელი ბრიტანელი სპეციალისტის ზარებს ჯიუტად არ პასუხობს. ეს კი მილიტოს იმედს აძლევს, რომ “მერსისაიდელები” 26 წლის არგენტინელი ნახევარმცველის ტრანსფერს ბოლოს და ბოლოს დათანხმდებიან.“მასკერანოს შესაძლო გადმოსვლას ყველა მოუთმენლად ველით. “ლივერპულის” მესვეურებს მან ცალსახად განუცხადა, რომ კარიერის “ინტერში” გაგრძელება სურს. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია. არგენტინის თავკაცი დიეგო მარადონა კი, ხავიერს, მესისა და ტევესთან ერთად, გუნდის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს”, – აღნიშნა მილიტომ The Daily Star-თან საუბრისას. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts