planetanews Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 http://s001.radikal.ru/i196/1007/5f/3cda8b5bb6f5.jpg ალბათ შეამჩნევდით რომ ადმინისტრაციამ საიტზე ახალი, განსხვავებული დიზაინი დავაყენეთ – რამოდენიმე სიახლით… დარწმუნებული ვარ ზოგს მოეწონება, ზოგს არა, ზოგიც ძველის დაბრუნებას მოითხოვს. მაგრამ ყოველთვის, როცა დიზაინი იცვლება ასე ხდება და ეს ბუნებრივიცაა. მომხმარებელს ის მოსწონს და ის ურჩევნია რომელსაც შეჩვეულია და დამიჯერეთ, რომ ვისაც ეს ახალი დიზაინი თვალში კარგად არ გხვდებათ, მალე თქვენც მოგეწონებათ… პირველი მიზეზი ამ ცვლილებისა იყო თქვენივე უკმაყოფილება, რადგან წინა დიზაინი ყველა მონიტორზე და ყველა გაფართოებაზე ერთნაირად არ ჩანდა. ზოგის ეკრანზე გაწელილი იყო სურათები, ზოგან ჩატის ნახევარი ჩანდა მხოლოდ. ასევე ზედა საიტის ლოგოს მხოლოდ მარცხენა ნაწილი და ა.შ… მართალია ზოგიერთს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და დიზაინი სრულიად ყველაფერს აჩვენებდა (მათ შორის ჩემთანაც), მაგრამ აუცილებელია ნებისმიერი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და თავისუფლად შეძლოს საიტით სარგებლობა… ამ დიზაინზე კი თითოეული თქვენგანი სრული კომფორტით ისარგებლებთ… ასევე გვაქვს ერთი სიახლეც – სატრანსფერო სიახლეების სლაიდი… ამ სლაიდში გამოქვეყნდება მხოლოდ სატრანსფერო ამბები და საიტის მთლიანად დათვალიერების გარეშეც შეგიძლიათ აქვე გაიგოთ ბოლო სატრანსფერო ნიუსები… აქვე მინდა ჟურნალისტების, მოდერატორების და სტატიების სხვა ავტორებს მივმართო. ამიერიდან მკაცრად განისაზღვრება რამოდენიმე წესი საიტზე სიახლის დამატებისას! 1) ყველა სტატიისთვის, რომელშიც იქნება გრამატიკული შეცდომები, როგორიცაა ასოების გამოტოვება, სიტყვების არასწორი წყობა წინადადებაში, პუნქტუაციის არასწორი გამოყენება, ტავტოლოგიები და ა.შ. შენიშვნას მიიღებს სტატიის ავტორიც და ის მოდერატორიც რომელმაც სტატია გამოაქვეყნა. 5 შენიშვნაზე კი ასეთ მომხმარებელს სტატუსი ჩამოერთმევა… 2) ასევე კატეგორიის არასწორად მითითებისთვის, მაგალითად სტატიის, რომელშიც ვარჯიშის ფოტოებია, ერთდროულად “ფოტოგალერეასა” და “ახალ ამბებში” ჩასმისთვისაც ავტორი მიიღებს შენიშვნას… ასევე სატრანსფერო სიახლისთვის არ არის აუცილებელი “ახალი ამბები”-ს მონიშვნა კატეგორიებში! 3) სტატიაში ნებისმიერი ფოტოს, მათ შორის მთავარი სურათის, რომელიც მოკლე აღწერაში ჯდება, მაქსიმალური ზომა იქნება – 480 (სიგანეში) 4) ასევე ვიდეოს მაქსიმალური ზომაც სიგანეში იქნება 480-500. 5) იმ სტატიებზე, რომლებიც დაიწერება ტრანსფერების კატეგორიაში აუცილებელია დაყენდეს – Post Thumbnail. თუ რომელიმე ავტორმა და ჟურნალისტმა არ იცის მისი დაყენება დაწერეთ კომენტარებში და დაგეხმარებით… პ.ს. რაც შეეხება დიზაინს. ჩატში რამოდენიმე მომხმარებელმა დაწერა რომ უბრალოა და წინა ჯობდა. ადმინისტრაცია კი ვფიქრობთ რომ ჯობია საიტი უბრალო იყოს და ყველა მომხმარებელი თავისუფლად კითხულობდეს სტატიებს და იყენებდეს ვებგვერდის ყველა ფუნქციას, ვიდრე დიზაინი იყოს მოდური, მაგრამ მოუხერხებელი… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts