Jump to content
Planeta.Ge

ქართული უმცირესობა საქართველოში.


Recommended Posts

mtidan

სსრკ-ს დაშლაზე მიზანმიმართულად მუშაობდნენ გორბაჩოვი

ზღაპრებია, არ დაიჯერო. გორბაჩოვმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაინახა რომ ქვეყანა სწრაფი სვლით მიემართებოდა გაბანკროტებისაკენ. სწორედ მისგან გადარჩენისათვის სცადა იმ რეფორმების გატარება, რომლებიც კერძო მეწარმეობის შეზღუდული ფორმით დაშვებას ითვალისწინებდა და იგივე მიზეზით დადო ხელშეკრულებები განიარაღებაზე. მაგრამ უკვე გვიან იყო. მახინჯ რეჟიმს თავისი შესაძლებლობები ამოწურული ჰქონდა.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 157
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

ისე ძალიან გახშირდა ასეთი თემები, სადაც საქართველოში ეთნიკური უმცირესობები იჩაგრება, ხო და იყოს ასეთი თემაც, სადაც საართველოში ქართული უმრავლესობა იჩაგრება ეთნიკური უმცირესობების მიერ.   ეს დასავლე

Siknadmo

და მაგის გამო ოსები უნდა დაგეხოცათ ხო? ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი ვიყავით ქართველები, ჩვენ დავუპირისპირდით რუსეთს და შესაბამისად ზვიადს და ზვიადისტებს ტვნი უნდა გქონოდათ რომ ეთნიკური უმცირესობები ქარ

mtidan

asds ვინც გინდა ყოფილიყო გამსახურდიას ადგილას ყველაფერი ზუსტად ისევე მოხდებოდა როგორც მოხდა. კგბ-ზე ძალიან კარგი წარმოდგენა გქონია.

მახინჯ რეჟიმს თავისი შესაძლებლობები ამოწურული ჰქონდა.

110%

 

ანალოგიურად ამოწურა შესაძლებლობები შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, პუტინმაც ამოწურა და იშლება აგერ რუსეთი.

 

მიშას სახლი უყიდია ბადენ-ბადენში. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, პუტინმაც ამოწურა და იშლება აგერ რუსეთი.

მართალია პუტინმაც ამოწურა შესაძლებლობები და რუსეთი შეიძლება არ იშლება, ან ჯერ არ იშლება, მაგრამ ჭორები პუტინის მეორედ მოსვლაზე ჭორებად დარჩება და მაგ შიზოიდს ნაბიჯ ნაბიჯ ჩამოაშორებენ ძალაუფლების სადავეებს..

 

დღეს კვაზი დემოკრატიული იმიჯის მქონე რუსეთი ჭირდება დასავლეთს გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად და არა ნეოიმპერიალისტური მასხარა, ორთავიანი პუტინით გერბზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

პუტინმაც ამოწურა და იშლება აგერ რუსეთი

რუსეთს ახლო მომავალში დაშლა არ ემუქრება, რადგან ნავთობზე და გაზზე მაღალი ფასი აკომპენსირებს მის ჩასვრილ ეკონომიკას. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა ალტერნატიულ ენერგო მატარებლებზე დაიწყება გადასვლა, ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთს ახლო მომავალში დაშლა არ ემუქრება, რადგან ნავთობზე და გაზზე მაღალი ფასი აკომპენსირებს მის ჩასვრილ ეკონომიკას. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა ალტერნატიულ ენერგო მატარებლებზე დაიწყება გადასვლა, ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს.

http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

საკითხავი მხლოდ ის არის აშშ-ს შტატები იქნება ურალს იქით თუ მაოძედუნების ინკუბატორი.. :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რა, ყველაფერი ქართველების ბრალია,

საინგილო აზერბაიჯანში რომაა და ავტონომიაც რომ არ აღირსეს, ალიევის ძეგლებს კი აქ ხსნიან,

ტაო კლარჯეთი თურქეთში და ეროვნების ჩაწერის უფლებაც რომ არ აქვთ იქაურ ქართველებს, ხმა კრინტი მაგათ პრობლემებზე ვინმეს გაუგია?

ფერეიდანშიც თვითონ გადახვეწილან იქაური კლიმატი ძაან მოეწონათ თურმე და უკან აღარ დაბრუნდნენ...

ავტონომიამ დამოუკიდებლობა გამოუცხადა და სამსახურში უნდა დაეწინაურებინათ იმ ავტონომიის წარმომადგენლები, აბა რა...

მეორე ავტონომიამ დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე ეთნოწმენდა მოუწყო და მაინც ჩვენი ძმები ყოფილან,

ძმები ვართ ყველასი, ძმები, მაგრამ ყველასგან თავზე ნაქნარი ძმები, გაწყობთ?

მარაზმ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კაგებე კი არა ეკონომიკა უნდა ყოფილიყო ძლიერი ქვეყანა რომ არ დაშლილიყო. კგბ სწორედაც რომ სხვა სტრუქტურებზე გაცილებით უფრო გამართულად მუშაობდა მაშინაც და ახლაც, მაგრამ მხოლოდ სპეც სამსახურები არაა საკმარისი ნორმალური ქვეყნის შესაქმნელად.

 

სსრკ დაიშალა იმიტომ, რომ დაიმსხვრა კომუნისტური მითი, მისი უკვე აღარავის სჯეროდა არც ცენტრში და არც პერიფერიებზე და არც პოლიტბიუროში, სხვათა შორის. აი, ჩინეთის მსგავსი რეფორმები რომ გაეტარებინათ, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

აბა რა, ყველაფერი ქართველების ბრალია,

საინგილო აზერბაიჯანში რომაა და ავტონომიაც რომ არ აღირსეს, ალიევის ძეგლებს კი აქ ხსნიან,

ტაო კლარჯეთი თურქეთში და ეროვნების ჩაწერის უფლებაც რომ არ აქვთ იქაურ ქართველებს, ხმა კრინტი მაგათ პრობლემებზე ვინმეს გაუგია?

ფერეიდანშიც თვითონ გადახვეწილან იქაური კლიმატი ძაან მოეწონათ თურმე და უკან აღარ დაბრუნდნენ...

ავტონომიამ დამოუკიდებლობა გამოუცხადა და სამსახურში უნდა დაეწინაურებინათ იმ ავტონომიის წარმომადგენლები, აბა რა...

მეორე ავტონომიამ დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე ეთნოწმენდა მოუწყო და მაინც ჩვენი ძმები ყოფილან,

ძმები ვართ ყველასი, ძმები, მაგრამ ყველასგან თავზე ნაქნარი ძმები, გაწყობთ?

მარაზმ....

ვახ თემას დაუბრუნდით : ))

 

ერთ მარტივ კითხვაზე გამეცით რა პასუხი.. ცხინვალში რომ ვიღაც ოსმა მოქალაქემ არაადეკვატური საქციელი ჩაიდინა ეს იმის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო ან და იმის გამართლება რაც ქართლის მთელ ტერიტორიაზე მოუწყეს ოსებს? ეთნოწმენდა ეგ იყო თუ იყო, იმ ტერიტორიებიდან რომ ყრიდნენ ოსებს სადაც საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა..

 

არავის გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ ყველაფერში, ყველგან და ყოველთვის ეთნიკური ქართველები როგორ არიან მართლები და ყველა სხვა მტყუანი? ლოგიკა არ გეუბნევათ რომ არ შეიძლება ასე რომ იყოს, რადგან არ შეიძლება და იმიტომ? მერე რა რომ წილხვედრია ტო მამაზეციერების ქვეყანა ხომ არ არის?

 

 

ბოლო ბოლო ვერ გავიგე აფხაზი და ოსი სეპარატისტები შემოიჭრენ ტანკებით თბილისი თუ თბილისი შეიჭრა ტანკებით ავტონომიების ტერიტორიაზე?

 

21 საუკუნის მიჯნაზე არ უნდა ცოდნოდა ეთნიკურად ქართველ უმრავლესობას რომ ტანკებით ეთნიკურ ჯგუფებს შორის გართულებული ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში დარეგულერიბა არ/ვერ ხერხდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

აი, ჩინეთის მსგავსი რეფორმები რომ გაეტარებინათ, ვინ იცის, რა მოხდებოდა

მაგას აპირებდა გორბაჩოვი ზუსტად, მაგრამ დაგვიანებული იყო. რუსებს თუ დაეჯერებათ ფრო ადრე ბერია აპირებდა თურმე იგივეს გაკეთებას. "ნაუკა ი ჟიზნ"-ში წავიკითხე ეგ სტატია, არ ვიცი რეალურია თუ არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

ვიღაცამ სახლი რომ დამიბომბოს, და მერე იარაღის სროლით შემოვარდეს, გაეროს რეზოლუციის დედაც და 'ისტორიული სამართლიანობაც' მკიდია. ვოტ ტაკ.

 

 

ვოტ ტაკზე გამასხსენდა - კისა სად არის, ვინმემ ხომ არ აწყენინა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რუსებს თუ დაეჯერებათ ფრო ადრე ბერია აპირებდა თურმე იგივეს გაკეთებას. "ნაუკა ი ჟიზნ"-ში წავიკითხე ეგ სტატია, არ ვიცი რეალურია თუ არა.

 

მე როგორც ვიცი, რეალურია. ჭკვიანი ჩათლახი იყო.

 

გორბაჩოვი კი მაგას მართალია, აპირებდა, მაგრამ სხვა გზით წავიდა. მიდი და არ გჯეროდეს პიროვნების როლი ისტორიაში. აი, შენ რასაც წერ, მართალია თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამას მარქსისტული მიდგომა ჰქვიან. მაინც დაიშლებოდაო, რომ უბნობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

სსრკ დაიშალა იმიტომ, რომ დაიმსხვრა კომუნისტური მითი, მისი უკვე აღარავის სჯეროდა არც ცენტრში და არც პერიფერიებზე და არც პოლიტბიუროში, სხვათა შორის. აი, ჩინეთის მსგავსი რეფორმები რომ გაეტარებინათ, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

არა მგონია დასავლეთს საბჭოთა კავშირისთვს რეფორმები ეცლია.. ბოლო ბოლო ნავთობის ფასი შემთხვევით ხომ არ დაეცა ბარელზე 8-15 დოლარამდე..

 

მერეა და გორბაჩოვს დენ სიაოპინამდე ბევრი აკლდა და არც ვინმე სხვა ყავდათ საბჭოეთში ჩინელი რეფორმატორის მასშტაბის..

 

პლუს ჩინეთის ეკონომიკური გაქაჩვა და ამ ქვეყანაში დასავლეთიდან მრავალმილიარდიანი კაპიტალის შედინება, კისინჯერის ვარაუდით მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობების კოლაფსისა და დასავლეთ აღმოსავლეთ ფრონტზე ე.წ. "გონკა ვაარუჟენიათი" (ქართლად როგორ ითქმის ეს ჰამბავი? :givi: ) გადახურებული საბჭოეთის ეკონომიკისა და საერთოდ საბჭოეთისა და კომუნისტური იდეოლოგიის შიგნიდან განადგურების მიზეზი უნდა გამხდარიყო, რაც მოხდა კიდეც ფაქტიურად. საბჭოეთი განწირული იყო..

 

ისე კისინჯერმა ის ვერ გათვალა რომ ჩინეთი იყო რეალურად დასავლეთის ძირითადი საფრთხე და არა საბჭოეთი, მაგრამ ეს უკვე სხვა ოპერას ეხება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

asds

 

ვიღაცამ სახლი რომ დამიბომბოს, და მერე იარაღის სროლით შემოვარდეს, გაეროს რეზოლუციის დედაც და 'ისტორიული სამართლიანობაც' მკიდია. ვოტ ტაკ.

ქართლელ ოსებთან დაკავშირებით ეგ ამბავი რა შუაშია? რას აშავებდნენ რუსთაველი, თბილისელი, მცხეთელი, კასპელი, გორელი, ქარელელი, აგარელი, ხაშურელი, სურამელი, ბორჯომელი, ბაკურიანელი ოსები? ვის სახლებს ბომბავდნენ კაცო?

 

ცხინვალი რომ ცხინვალია იქაც ქართველებს რომ სროლა არ დაეწყოთ და ბეზრაზბორა ოსების ტერორი არა მგონია იგივე დაუშვათ კგბ-ს მიერ ჩანერგილ სეპარატისტ იდეოლოგებს დიდი გასაქანი და ოსური საზოგადოების მხარდაჭერა მიეღოთ.. შიშმა და დაუცველობამ აიძულა ცხინვალელი ოსების ძირითადი ნაწილი იარაღი აეღოთ ხელში თორე 80-იანი წლების მიწურილს თავი ბოლო რამდენიმე ათეული ან მაქსიმუმ ასეული ოსი ეროვნების მოქალაქე ყოფილიყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საქართველოდან გამოყოფის მომხრე..

 

ან ავტონომიას რომ აუქმებდა გამსახურდია რას ფიქრობდა? ან მილიცია რომ შეყავდა ცხინვალში და შეიარაღებული ე.წ. არაფორმალები მაშინ რას ფიქრობდა, ან საერთოდ რას ფიქრობდა ტო თუ ფიქრობდა რამეს საერთოდ?..

 

არ ვიცი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რას აშავებდნენ მოსკოვში ის ქართველები ღორების გადასაყვანი ტვითმფრინავით რომ გამოყარეს რუსეტიდან,

რამდენიმე გზაში რომ დაიღუპა? სიტუაცია რომ დაიძაბება, ყველა თავის მკვდარს ტირის, ასეა ეს,

და ვინ დაძაბა სიტუაცია ავტონომიებში დამოუკიდებლობები რომ გამოაცხადეს არ გაგიგია?

ტუ იქაც ქართველები ისხდენენ ხელისუფლებაში?

რატომ არ დაიძაბა ურტიერთობა აქ აზერებთან და სომხებთან თუ ასეთი ქსენოფობები ვართ? ან ებრაელებთან საფლავები

გაუძარცვეს აქაურმა კრიმინალებმა ბოლო ბოლო....კარგი რა, მიზეზს როცა ეძებ ყოველთვის იპოვი გასაქცევად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...