mtidan Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 asds. გამსახურდია იყო პირველიც და ბოლო შეცდომაც, რომელიც იმ საზოგადოებამ და იმ საქართველომ დაუშვა და რომელიც დღემდე ვერ მოინელა სახემწიფომ.. შედეგები ამას მოწმობს.. 80-90-იან წლებში რომ არა ულტრანაციონალიზმის გაღვივება არაფერი ცხინვალში და სოხუმში არ მოხდებოდა, ყოველ შემთხვევაში ეთნოკიმფლიქტებამდე არ მივიდოდა საქმე.. ვინც გინდა ყოფილიყო გამსახურდიას ადგილას ყველაფერი ზუსტად ისევე მოხდებოდა როგორც მოხდა.კგბ-ზე ძალიან კარგი წარმოდგენა გქონია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 mtidanვინც გინდა ყოფილიყო გამსახურდიას ადგილას ყველაფერი ზუსტად ისევე მოხდებოდა როგორც მოხდა.კგბ-ზე ძალიან კარგი წარმოდგენა გქონია. კგბ რა ნაგავიც იყო კარგად ვიცი, მაგრამ არასდროს დავიჯერებ იმას რომ გაწონასწორებული და ადეკვატური საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა რომ ყოლოდა საქართველოს ის მოხდებოდა რაც მოხდა და სამოქალაქო ომისა და ქაოსის მორევში ჩაეშვებოდა ქვეყანა.. ძირითადი პასუხისმგებელი კი რათქმანდა თავად საზოგადოებაა, რომელმაც ან აიტაცა გამსახურდიას დროინდელი ულტრანაციონალისტური ლოზუნგები, ან არაფერი გააკეთა იმ სიგიჟის შესაჩერებლად და არც დღემდე აკეთებს რამეს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 asdsჩემი სოფელი ერედვის ზევითაა, მაგრამ დანდობის და შეცოდების არაფერი ეტყობა ისე...რომელი სოფელია თქვენი? როდის იყავით და რა ნახეთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 mtidanვინც გინდა ყოფილიყო გამსახურდიას ადგილას ყველაფერი ზუსტად ისევე მოხდებოდა როგორც მოხდა.კგბ-ზე ძალიან კარგი წარმოდგენა გქონია. არ მოხდებოდა. მაგრამ, გამსახურდია შედეგია თუ მიზეზი, აი ამ კითხვაზე ვერ გამიცია პასუხი. მე მგონი, უფრო შედეგი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 asdsკგბ რა ნაგავიც იყო კარგად ვიცი, მაგრამ არასდროს დავიჯერებ იმას რომ გაწონასწორებული და ადეკვატური საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა რომ ყოლოდა საქართველოს ის მოხდებოდა რაც მოხდა და სამოქალაქო ომისა და ქაოსის მორევში ჩაეშვებოდა ქვეყანა.. როგორც კი დაიწყო 90-იანი წლების ამბები კგბ-გულხელდაკრეფილი არ იყო და დაიწყო სხვადასხვა ვარიანტების მოსინჯვა. ყველაზე კარგად ცხინვალში და სოხუმში გამოუვიდათ. მარნეულშიც იყო სროლები, მაგრამ აზერებმა მოტვინეს და გაჩერდნენ. ოსები და აფხაზები ადვილად აიყოლიეს და ტყვია რომ გავარდა პროცესებიც თავის სასურველი მიმართულებით წაიყვანეს რუსებმა. ეს არის სიმართლე. Grigარ მოხდებოდა. მაგრამ, გამსახურდია შედეგია თუ მიზეზი, აი ამ კითხვაზე ვერ გამიცია პასუხი. მე მგონი, უფრო შედეგი. გამსახურდიას ტიპის ადამიანი მაშინდელი საქართველოს დროის მოთხოვნა იყო. ალბათ უფრო შედეგი იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 GeoStreamრომელი სოფელია თქვენი? როდის იყავით და რა ნახეთ? საცხენეთია ჩემი სოფელი. ბოლო ომის შემდეგ აღარ (ვერ) ვყოფილვარ, მაგრამ იქიდან წამოსულების და შემდეგ ნამყოფების მონაყოლიდან ვიცი. აწრისხევი, ბელოთი, საცხენეთი, ვანათი, ერედვი, ქსუისი, დისევი... ფაქტიურად მთელი პატარა ლიახვის ხეობა, ყოველთვის ჩვენს კონტროლის ქვეშ მყოფი და ძალიან ბევრი ცხინვალიდან დევნილის მეორე სახლი, აღარ არსებობს ფაქტიურად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 mtidanროგორც კი დაიწყო 90-იანი წლების ამბები კგბ-გულხელდაკრეფილი არ იყო და დაიწყო სხვადასხვა ვარიანტების მოსინჯვა. ყველაზე კარგად ცხინვალში და სოხუმში გამოუვიდათ. მარნეულშიც იყო სროლები, მაგრამ აზერებმა მოტვინეს და გაჩერდნენ. ოსები და აფხაზები ადვილად აიყოლიეს და ტყვია რომ გავარდა პროცესებიც თავის სასურველი მიმართულებით წაიყვანეს რუსებმა. ეს არის სიმართლე. ეგ არის რა საქართველოს პრობლემა რომ გადასაბრალებელი და პასუხისმგებლობის გადასადები ობიექტი თუ სუბიექტი არ დაგველია გურჯისტანში.. კგბ-მ აიძულა გამსახურდია ავტონომიური ოლქი გაეუქმებიბა სამხრეთ ოსეთის? კგბ-მ აიძულა გამსახურდია ავტონომიური ოლქის დაუკითხავად მიეღო გინდა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება და გინდაც დამოყკიდებლობის აღიარება? კგბ-მ აიძულა გამსახურდიას ულტანაციონალისტური იდეოლოგიისთვის ფართო ასპარეზი მიეცა? კგბ-მ აიძულა გამსახურდიას ქართლის ტერიტორიაზე სრულიად არაპოლიტიზირებული, მიწაზე მომუშავე ეთნიკური ოსების დევნა განეხორციელებინა? (არ მაინტერესებს მოსაზრებები რომ გამსახურდიამ არ იცოდა ოსებს თუ დევნიდნენ და აწუხებდნენ) კგბ-მ აიძულა გამსახურდია ფართომაშტაბიან ეთნოდაპირისპირებაში გადაეყვანა ქართულ ოსური ურთიერთობები? კგბ-მ აიძულა ბოლო ბოლო გამსახურდიას ბელადობა? კგბ-მ ბევრი პროვოკაცია მოაწყო ალბათ და დღესაც ბევრ პროვოკაცოას აწყობს ფსბ ვგონებ, მაგრამ ხელისუფლება რომ გქვია და პრეზიდენტი იმის ტვინი მაინც უნდა გქონდეს რომ ამ პროვოკაციებს 100%-ით მაინც არ წამოეგო.. ბოლო ბოლო კგბ-მ რამდენი ოსი ან აფზაზი სეპარატისტი შეამზადა? 10? 20? 100? რამდენი და განა საჭრო იყო ამ რამდენიმე ათეული ადამიანის იდეოლოგიის კანონის ფარგლებში ნეიტრალიზებისთვის ეთნოკონფლიქტის გაჩაღება და სეპარატიზმის ცეცხლზე ბენზინის დასხმა? არა ხო? კგბ-მ აიძულა მრავალეთნიკური საქართველოს ეთნიკრად ქართველი უმრავლესობა ფაქტიურად 100%-იანი მხარდაჭერით აერჩიათ ბელადად ულტრანაციონალისტი გამსახურდია? Grigარ მოხდებოდა. მაგრამ, გამსახურდია შედეგია თუ მიზეზი, აი ამ კითხვაზე ვერ გამიცია პასუხი. მე მგონი, უფრო შედეგი. 110% გეთანხმები. საზოგადოების უდიდესი ნაწილის არაადეკვატურობის შედეგი იყო "ბელადი გამსახურდია" და ამ შედეგის შედეგებს არის ქვეყანა რომ გადაყვა .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 (edited) საცხენეთია ჩემი სოფელი. ბოლო ომის შემდეგ აღარ (ვერ) ვყოფილვარ, მაგრამ იქიდან წამოსულების და შემდეგ ნამყოფების მონაყოლიდან ვიცი. აწრისხევი, ბელოთი, საცხენეთი, ვანათი, ერედვი, ქსუისი, დისევი... ფაქტიურად მთელი პატარა ლიახვის ხეობა, ყოველთვის ჩვენს კონტროლის ქვეშ მყოფი და ძალიან ბევრი ცხინვალიდან დევნილის მეორე სახლი, აღარ არსებობს ფაქტიურად. ძალიან ძნელი ამ ყველაფრის გადატანა,მაგრამ ამაზე ძნელი გადასატანია მიტოვებული საფლავები. Edited July 20, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 asdsბოლო ბოლო კგბ-მ რამდენი ოსი ან აფზაზი სეპარატისტი შეამზადა? 10? 20? 100? რამდენი და განა საჭრო იყო ამ რამდენიმე ათეული ადამიანის იდეოლოგიის კანონის ფარგლებში ნეიტრალიზებისთვის ეთნოკონფლიქტის გაჩაღება და სეპარატიზმის ცეცხლზე ბენზინის დასხმა? არა ხო? აკაკი ბაქრაძეს აქვს ნათქვამი: ბრბოს გონება არა აქვსო და ვეთანხმები. კგბ-მ მოამზადა რამოდენიმე ადამიანი და მათგან იმართებოდა პროცესები, ცხინვალშიც ,სოხუმშიც და თბილისშიც. დანარჩენი მოგეხსენება ჯაჭვური რეაქციაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 GeoStream საცხენეთია ჩემი სოფელი. ბოლო ომის შემდეგ აღარ (ვერ) ვყოფილვარ, მაგრამ იქიდან წამოსულების და შემდეგ ნამყოფების მონაყოლიდან ვიცი. აწრისხევი, ბელოთი, საცხენეთი, ვანათი, ერედვი, ქსუისი, დისევი... ფაქტიურად მთელი პატარა ლიახვის ხეობა, ყოველთვის ჩვენს კონტროლის ქვეშ მყოფი და ძალიან ბევრი ცხინვალიდან დევნილის მეორე სახლი, აღარ არსებობს ფაქტიურად.მადლობ პასუხზე. მძიმეა რამის თქმა. ერთ სოფლელებს მაინც უნდა გქონდეთ ერთმანეთთან კავშირი.რუქაზე ვნახე. იმედია მაგ ადგილებში თავიდან უნდა გაშენდნენ გადაწული სოფლები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 asds აკაკი ბაქრაძეს აქვს ნათქვამი: ბრბოს გონება არა აქვსო და ვეთანხმები. კგბ-მ მოამზადა რამოდენიმე ადამიანი და მათგან იმართებოდა პროცესები, ცხინვალშიც ,სოხუმშიც და თბილისშიც. დანარჩენი მოგეხსენება ჯაჭვური რეაქციაა.ძალიან სამწუხაროა როდესაც ჩვენ, ქართველები ისე აღვიქვავთ საკუთარ თავს როგორც ობიექტები, რომელის მანიპულირებაც ძალიან იოლია, თითქოს ჩვენ ჩვენი ნება და გონება არ გვქონდეს, ინფანტილიზმია ეს, რა თქმა უნდა, კეგებეს ჰქონდა თავისი ინტერესები და მოქმედებდა, აი ჩვენ, მათ გეგმებს რა დავუპირისპირებთ ეს მაინტერესებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 Siknadmoრა თქმა უნდა, კეგებეს ჰქონდა თავისი ინტერესები და მოქმედებდა, აი ჩვენ, მათ გეგმებს რა დავუპირისპირებთ ეს მაინტერესებს კგბ იმით იყო ძლიერი, რომ ხალხი ვერ ხვდებოდა მათ ფარულ ზრახვებს. ყველა რომ მოსკოვში გაიქცა და თავს შესანიშნავად გრძნობენ არაფერს გეუბნებათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 Siknadmo კგბ იმით იყო ძლიერი, რომ ხალხი ვერ ხვდებოდა მათ ფარულ ზრახვებს. ყველა რომ მოსკოვში გაიქცა და თავს შესანიშნავად გრძნობენ არაფერს გეუბნებათ?კაგებე, იმ პერიოდში ძლიერი რომ ყოფილიყო სსრკ არ დაიშლებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 Siknadmoკაგებე, იმ პერიოდში ძლიერი რომ ყოფილიყო სსრკ არ დაიშლებოდა კაგებე კი არა ეკონომიკა უნდა ყოფილიყო ძლიერი ქვეყანა რომ არ დაშლილიყო. კგბ სწორედაც რომ სხვა სტრუქტურებზე გაცილებით უფრო გამართულად მუშაობდა მაშინაც და ახლაც, მაგრამ მხოლოდ სპეც სამსახურები არაა საკმარისი ნორმალური ქვეყნის შესაქმნელად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2010 Siknadmoკაგებე, იმ პერიოდში ძლიერი რომ ყოფილიყო სსრკ არ დაიშლებოდა სსრკ-ს დაშლაზე მიზანმიმართულად მუშაობდნენ გორბაჩოვი და სხვა ძალები. კითხვა არ გებადებათ რატოა გორბაჩოვი ამერიკაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.