planetanews Posted July 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2010 http://football-talk.co.uk/wp-content/uploads/2010/06/joecoleengland.jpg დარწმუნებული ვარ ნებისმიერ თქვენგანს ხშირად წაუკითხავს, რომ ფეხბურთელი ახალ კლუბში ოფიციალურად ჩარიცხვამდე სამედიცინო შემოწმებას გადის, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცით თუ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს ყველაფერი… პირველ რიგში ექიმები ამოწმებენ ფეხბურთელის ზოგად ჯანმრთელობას: გულს, ფილტვებს, შინაგან ორგანოებს და ა.შ. რათა მოთამაშეს რაიმე აქამდე შეუმჩნეველი დაავადება არ ჰქონდეს. შემდეგ ელექტრო-იმპულსებით ამოწმებენ გულის მდგომარეობას და იკვლევენ ასევე მთლიანად ორგანიზმს რათა ყველანაირი ანომალია გამოირიცხოს… ამ ზედაპირული შემოწმების შემდეგ მედიკოსები იკვლევენ ფეხბურთელის საფეხბურთო ისტორიას და ამოწმებენ მის მიერ მიღებულ ყველა ტრამვას. შემდეგ დეტალურად სინჯავენ მის ზურგს, მყესებს, კუნთებს და ძვლოვან სისტემას, რათა დარწმუნდნენ რომ ყველაფერი წესრიგშია… თუ ფეხბურთელს რაიმე დაზიანება აღმოუჩინეს მას შემდეგ სპეციალურ სკანირებას უტარებენ და დეტალურ ინფორმაციას იგებენ ამ ტრამვის შესახებ. ასევე შესაძლოა გაუკეთონ სისხლის ანალიზიც. ზოგადა ეს სამედიცინო ტესტირება დაახლოებით საათნახევარს გრძელდება, თუმცა გართულებების შემთხვევაში შეასძლოა მთელი დღეც კი გაგრძელდეს და თუ სისხლის ანალიზი ჩატარდა, მაშინ 48 საათი, ვიდრე ანალიზის საბოლოო პასუხებს არ მიიღებენ. კლუბები ფეხბურთელების შესაძენად მილიონებს ხარჯავენ და აუცილებლად უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი ახალი შენაძენი სრულიად ჯანმრთელია და ფიზიკურად მზადაა ითამაშოს ფეხბურთი სრული დატვირთვით… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts