Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ


Recommended Posts

კოსტავას 14 ნომერში მდებარე გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან, დევნილებს ასახლებენ. დევნილების თქმით, შენობაში მცხოვრები 380-მდე ოჯახი, აგვისტოს ომის შემდეგ შესახლდა.

 

გაგრიდან დევნილი მერი მალანიაა ამბობს, რომ დღეს, 19 ივლისს, ძალოვნები მივიდნენ და შენობის დატოვება მოსთხოვეს:

 

"ერთი კვირის წინ მოვიდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან და გვითხრეს შენობა გაყიდულია და უნდა დატოვოთო . დღეს კიდევ უშიშროების წარმომადგენლები მოვიდნენ და დაგვემუქრნენ, თუ ექვსი სამუშაო დღის ვადაში არ დაცლით შენობას გამოგასახლებთო."

 

დევნილებმა ძალოვნების მისვლის შემდეგ აქცია გამართეს. სამასამდე ადამიანი კოსტავას ქუჩაზე, ტროტუარზე გამომცემლობის წინ, იყო შეკრებილი. აქციაზე კონსერვატიული და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებიც მივიდნენ.პოლიტიკოსები დევნილებს დახმარებას დაჰპირდნენ.

 

ერთ-ერთი დევნილი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა დახმარება აღუთქვეს:

 

"სამინისტროში გვითხრეს, რომ არავის დაგვტოვებენ თავშესაფრის გარეშე. ან ფულად კომპენსაციას მოგცემთ, ან ალტერნატიულ ფართსო . სახლში დაბრუნებულებს კი ასეთი არეულობა დაგვხვდა."

 

აფხაზეთიდან დევნილი თამარ შურღაია გვიამბობს, რომ დევნილებისთვის განკუთვნილ შეღავათს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე თხუთმეტი წელია არ ღებულობს. დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან უყურადღებობას უჩივიან. ისინი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობენ, რომ მათ მიერ დაწერილ არაერთ განცხადებას სამინისტრო უყურადღებოდ ეკიდება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...