planetanews Posted July 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2010 საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია საზოგადოებრივი დარბაზის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ კონსტიტუციის წევრებმა პარტიის ,,ჩვენი საქართველო- თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრისას განაცხადეს. საზოგადოებრივი დარბაზი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ ალტერნატიულ პროექტებს განიხილავს. პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისა და ექსპერტებისაგან შემდგარი საზოდადოებრივი დარბაზი პირველი კრებას სავარაუდოდ ამ ზაფხულს გამართავს. ,,აუცილებელია კონსტიტუციური პროცესი გაგრძელდეს, ის არ შეიძლება იყოს ასეთი ხანმოკლე, საჭიროა გაფართოვდეს განხილვის ფორმატი”, - ამბობს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახტანგ ხმალაძე. ირაკლი ალასანიას თქმით, შეხვედრაზე კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის დეტალები განიხილეს. ალასანია ამბობს, რომ საბოლოო პოზიციებს პოლიტიკური პარტია ,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" სწორედ საზოგადოებრივი დარბაზის შეკრებისას გაამჟრავნებს. ,,ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ვთვლის, რომ კონსტიტუციით ბევრად უფრო ძლიერად უნდა იყოს წარმოდგენილი საპრეზიდენტო ინსტიტუტი ძლიერი საპარლამენტო კონტროლით. სწორედ ეს იქნება ის საკითხი, რაზეც ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს საზოგადოებრივ დარბაზსს გავაცნობთ. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობაში”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ალასანიას თქმით, საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიას საინტერესო მოსაზრებები აქვს ადგილობრივ თვითმართველობებთან, ასევე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ,,საინტერესო შემოთავაზებაა, მაგალითად, პრეფერენცირებული საარჩევნო სისტემა, როდესაც ამომრჩეველს შეუძლია რამდენიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარი”, - აცხადებს ალასანია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts