Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) შელვის პირველი ინტერვიუ


Recommended Posts

http://www.rantaboutfootball.com/blog/wp-content/uploads/2009/08/Jonjo-Shelvey.jpg

 

დღეს ჯონჯო შელვიმ განაცხადა, რომ მას დაუყოვნებლივ სურს ”ენფილდზე” მოქმედება, შელვი ემზადება თავისი პირველი სეზონისთვის პრემიერ – ლიგაში…

სეზონის დასასრულს 18 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ”ლივერპულთან ” მოაწერა კონტრაქტს ხელი, ამ დროისთვის კი გუნდთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.

 

 

შელვი ინგლისში ერთ-ერთ გამოკვეთილ ტალანტად  განიხილება,  რაფა ბენიტესმა მას ახალი ჯერარდი უწოდა. შელვი ამტკიცებს: რომ იგი ტყუილუბრალოდ დროის დახარჯვას არ აპირებს და შეეცდება დაუყოვნებლივ დაამტკიცოს თავისი ღირებულება ”ენფილდზე”.

 

 

მისი პირველი ინტერვიუ როგორც  ”ლივერპულის” მოთამაშე, შელვიმ განაცხადა:  ”ლივერპულში” თამაში ეს არის ყველა ბავშვის ოცნება, როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი ჩემს თავს წარმოვიდგენდი, როგორც სტივენ ჯერარდი, რას წარმოვიდგენდი თუ მასთან ერთად თამაში მომიწევდა.”

 

 

”როცა მე ვთამაშობდი ”ჩარლტონში”  ვარჯიში ადრე გვიმთავრდებოდა, ახლა ეს ასე არ არის და მე ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი ხალხის გარემოცვაში ვარ.”

 

 

” მე მართლაც ვღელავ. მე მსურს მინიმუმ 20 მატჩის ჩატარება. თუ თქვენ ხართ 18 წლის და თქვენ ”ენფილდზე” გადიხართ ”ლივერპულის” მაისურით, თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ, თქვენ უბრალოდ უნდა გააკეთოთ ის, რაც შეგეძლებათ.”

 

 

ითამაშა ინგლისის U16 და U17 ნაკრებში, ჯონჯო გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ”ჩარლტონში” , რომელმაც 49 თამაშში 8 გოლის გატანა მოახერხა.

 

 

ჩნდება შთაბეჭდილება, რომ შელვი დარწმუნებულია თავის თავში ”ლივერპულში”, მაგრამ როგორ გაუმკლავდება შელვი ჩრდილოეთ ინგლისში ცხოვრებას?

 

 

”ცხადია, რომ ჩრდილოეთ ინგლისში ცხოვრების სხვა წესია, ვიდრე სამხრეთით. ”ჩარლტონში” ყველაფერი განსხვავებულადაა. აქ ვარჯიში უფრო ძნელია, აქ თამაშობენ ნამდვილი პროფესიონალები. მე ეს მსიამოვნებს და გავუმკლავდები ამ ყველაფერს.”

 

 

” მე ვფიქრობდი, რომ აქ ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ კლუბი დახმარებას მიწევს.”

 

 

”ამ კვირაში ძალიან ბევრი, რამ მოხდა, მალე ჩემი დებიუტი პრემიერ ლიგაში შედგება, მე ამას ეხლაც ვერ ვიჯერებ.”!

 

 

ახლა მისი ოცნება ახდება, 4 წლის უკან ის ”ვესტ ჰემის” ფანი იყო, მან უყურა ინგლისის თასის ფინალს, სადაც ჯერარდმა მოუტანა ”ლივერპულს” გამარჯვება ბოლო წუთებზე.

 

 

” მე იტალიაში ვიყავი ”ჩარლტონთან” ერთად და ამ თამაშს ბარში ვუყურებდი, იქვე იყვნენ ”ლივერპულის” გულშემატკივრებიც.”

 

 

”შეიძლება მე ვიყავი ”ვესტ ჰემის” გულშემატკივარი, მაგრამ როდესაც უყურებ ”ლივერპულის” თამაშს, იმას თუ როგორ მღერიან ფანები, ეს ბრწყინვალე მომენტია.”

 

 

”რას უნდა ელოდნენ ფანები შელვისგან ?”

 

 

”მე შემიძლია, ნებისმიერი სამუშაო შევასრულო, უფრო მეტად გატანა მიყვარს, ”ჩარლტონში” მე თავდასხმაში ვთამაშობდი, მაგრამ უფრო მეტად ცენტრში მიყვარს თამაში”

 

 

” მე იმედი მაქ, რომ ფანებს, ვაჩვენებ ჩემს ძალას და დავანახებ, რომ საჭირო ვარ.”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...