planetanews Posted July 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2010 ,,საქართველოს რკინიგზამ” ლიდ-მენეჯერი საინვესტიციო ბანკების Bank of America-Merrill Lynch-და JPMorgan- ის მეშვეობით საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე განათავსა 250 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ობლიგაციები. ეს ბანკები ინვესტორებისათვის ასახელებდნენ წლიურ 10 პროცენტს, თუმცა ამ ობლიგაციებზე მოთხოვნის გათავლისწინებით საპროცენტო განაკვეთმა ნაკლები – 9.875 პროცენტი შეადგინა, ხოლო კუპონის გადახდა ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება. ,,საქართველოს რკინიგზის” ობლიგაციების ნომინალი 1000 და 100,000 დოლარს შეადგენს. ,,საქართველოს რკინიგზა” მოზიდულ თანხებს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის და მოდერნიზაციის პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენებს. ,,საქართველოს რკინიგზის” 100 პროცენტი სახელმწიფოს მფლობელობაშია და მას მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი შტანდარდ, Standard, Poors და Fitch სარეიტინგო სააგენტოების მიერ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts