planetanews Posted July 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/moscowtimes.jpg მეთიუ კოლინი ევროკავშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას უყვარს ისინი ისე, როგორც საქართველოს. ევროკავშირის დროშები ყველა სამთავრობო შენობაზე და ყველა სამინისტროს თავზე ფრიალებს და მისი საყოველთაო ყოფნით ხაზს უსვამს საქართველოს ეევროპულ ამბიციებს, თუმცა ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის კვლავ შორეულ ოცნებად რჩება.ამიტომ, როდესაც გასულ კვირაში საქართველოს, სამი მაღალი რანგის ევროპელი ეწვია – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, მისი პოლონელი კოლეგა რადოსლავ სიკორსკი და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონი – მათ თბილი დახვედრა ელოდათ, ზეიმი, რომელსაც ქართული ტელევიზია აშუქებდა. თბილისის საპრეზიდენტო სასახლეში კუშნერს შესანიშნავი ფეიერვერკით დახვდნენ, ეშტონისთვის ბათუმში ორკესტრმა დაუკრა. აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მსგავსად, რომელიც საქართველოს ერთი კვირით ადრე ეწვია, ევროპელები საქართველოს იმას ეუბნებოდნენ, რისი მოსმენაც მას სურდა – რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევა და გაიყვანოს მისი არმია ორი სადაო რესპუბლიკიდან – აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ის, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გამამხნევებელი სიტყვები პრაქტიკაში – სულ სხვა საკითხია. პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა უმალ გააპროტესტა კლინტონის განცხადება იმის თაობაზე, რომ ორი რეგიონი რუსეთის არმიის მიერ „ოკუპირებულია“ და ირონიით აღნიშნა, რომ უფრო სწორი შეფასება იქნებოდა „გათავისუფლებულები“. რაც არ უნდა თქვან დასავლელმა დიპლომატებმა, მოსკოვი ჯარის გაყვანის შესაძლებლობას, როგორც ჩანს არც განიხილავს. იმავდროულად, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ისინი ტოვებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს მხარდაჭრით იმართება, და უარი განაცხადეს ახალ ქართულ სტრატეგიაზე „დაახლოება თანამშრომლობის გზით“. ამ ეტაპზე, ნაყოფიერი დიალოგის პერსპექტივები არ მოსჩანს. საქართველოს უცხოელი სტუმრების უმრავლესობა ასევე შეხვდა ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დემოკრატიის მდგომარეობა ქვეყანაში გაცილებით მძიმეა, ვიდრე ამას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს. თუმცა უდაოა, რომ მეგობრული ვიზიტების ჯაჭვი საერთო ჯამში სააკაშვილის მთავრობის პოზიციებს განამტკიცებს, რომელსაც რუსეთთან უწყვეტი დავის ფონზე საერთაშორისო მხარდაჭერა ძველებურად სჭირდება. სააკაშვილს პირდაპირი გაგებით სახე გაუნათდა, როდესაც ეშტონმა ნაციონალური არხის ეთერში დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები. მისი თქმით, საქართველო „ევროპული რწმენა, ევროპული ორიენტაცია და ევროპული გრძნობებია“. ზოგიერთ ექსპერტს საქართველოს ევროპაში შესვლა სულელურ ფანტაზიად მიაჩნია, თუმცა ბევრისთვის აქ, ეს არის ის, რისიც სურთ რომ სჯეროდეთ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts