Jump to content
Planeta.Ge

კონსტიტუციის საფრთხე


Recommended Posts

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მის დაჩქარებული ტემპით მიღებას აპროტესტებენ.

 

ხელისუფლება დაჩქარებული ტემპით აპირებს ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას: ივლისის ბოლოს - კანონპროექტის ინიცირება, აგვისტოში - ერთთვიანი, ფორმალური საერთო -სახალხო განხილვის ორგანიზება, ხოლო სექტემბერში - ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება; დემოკრატიულ სახელმწიფოებში კი კონსტიტუცია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალური თანხმობით შემუშავებულ დოკუმენტს, რომელსაც ამტკიცებს დემოკრატიული გზით არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი პროცედურით განხილული და მიღებული ქვეყნის მთავარი კანონი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას ემსახურება, რაც, ბუნებრივია, ვერ გახდება ქართული სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის გარანტი.

 

ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებამ რეალურად უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნა და საქართველოს სტაბილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ამ ამოცანის მიღწევას კი კონსტიტუციის ძირითად პრინციპებზე ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმებაში ხედავენ, საერთო-სახალხო განხილვის შედეგად.

 

კონსტიტუციის არსებითი შეცვლა ახალ, სამართლიან საარჩევნო გარემოში არჩეულმა და ამომრჩეველთა მაღალი ნდობით აღჭურვილმა პარლამენტმა უნდა განახორციელოს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მზადყოფნას გამოვთქვამთ აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის წარმართვას ქვეყანაში, - ნათქვამია განცხადებში, რომელსაც ხელს აწერენ: ახალი მემარჯვენეები; ეროვნული ფორუმი; დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო; კონსერვატიული პარტია; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; რესპუბლიკური პარტია; საქართველოს გზა; ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა; ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები; ხალხის პარტია.

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტს, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=12177

 

პ.ს. ვატყობ სექტემბერში მასობრივ საპროტესტო ტალღას უნდა ველოდოთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სისულელეა.

არც აქვს არანაირი მნიშვნელობა რა კონსტიტუცია იქნება.

ან ესენი უნდა წაილეკონ.

ან ასე თუ ისე მაინც დარჩებიან ეს გაღორებული - კორუმპირეული კრიმინალები. დარჩებიან და გააგრძელებენ ქვეყნის სისხლის წოვას.

უბრალოდ მიეტმასნებიან თარგამაძე და ალასანია და ცოტას მათაც უწილადებენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მის დაჩქარებული ტემპით მიღებას აპროტესტებენ.

უკაცრავად და არავის არ წააჭამონ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან ესენი უნდა წაილეკონ.

კი წაილეკებიან, თავისით, ქარი დაუბერავს და წაილეკებიან. ააა, თუმცა ხო, "კონსტიტუციური" და "მშვიდობიანი" მეთოდებით წაილეკებიან, აბა თოფი როგორ შეიძლება. ვერ გავიგე რა ამ ხალხის, თან წალეკვა უნდათ, და თან აუ ვინმეს თითი არ ეტკინოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

კი წაილეკებიან, თავისით, ქარი დაუბერავს და წაილეკებიან. ააა, თუმცა ხო, "კონსტიტუციური" და "მშვიდობიანი" მეთოდებით წაილეკებიან, აბა თოფი როგორ შეიძლება. ვერ გავიგე რა ამ ხალხის, თან წალეკვა უნდათ, და თან აუ ვინმეს თითი არ ეტკინოს

ესროლე მერე. დაგიჭირა ვინმემ? :O

ააა თუმცა ხოოო :D :D :D სხვისი ხელით უნდა იყოს ხო? :D აბა შენ ხომ არ შეწუხდები? :D :D :D

პ.ს.

და ისე კი... შენი ავატარის მოსვლის პერსპექტივა არანაირად არ გასხვავდება ამათ მმართVელობის პერსპექტივას.

ასე რომ.

თქვენ ნუ შეწუხდებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესროლე მერე. დაგიჭირა ვინმემ? :O

კი, დამიჭირა, შენნაირები გამამტყუნებენ, კარდუსნაირებთან ერთად. რომ მეცოდინება, ყველა კარდუსნაირად არ ფიქრობს, მაშინ ვესვრი, მაგრამ ეხლა რა აზრი აქვს, წალეკვა გინდათ, მაგრამ ვინმე თუ ესვრის, იმის წალეკვაც მოგინდებათ. ხოდა, ელოდეთ მეთქი ქარს, იქნებ ქარმა წალეკოს.

შენი ავატარის მოსვლის პერსპექტივა არანაირად არ გასხვავდება ამათ მმართVელობის პერსპექტივას.

ასე რომ.

თქვენ ნუ შეწუხდებით..

:) ხო სულ ვოცნებობ რომ ეგენი მოვიდნენ. შენ რა, სირაქლემა გინდა რომ მოვიდეს? ავატარზე ვისაც ვინ უყენია, ის უნდა რომ მოვიდეს ხო? რა ვიცი ადრე უფრო ლოგიკურად აზროვნებდი, ეტყობა დაცხა ძაან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

კი, დამიჭირა, შენნაირები გამამტყუნებენ, კარდუსნაირებთან ერთად. რომ მეცოდინება, ყველა კარდუსნაირად არ ფიქრობს, მაშინ ვესვრი, მაგრამ ეხლა რა აზრი აქვს, წალეკვა გინდათ, მაგრამ ვინმე თუ ესვრის, იმის წალეკვაც მოგინდებათ. ხოდა, ელოდეთ მეთქი ქარს, იქნებ ქარმა წალეკოს.

და რაში გადარდებს ჩემნაირები რას იფიქრებენ? თუკი დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში აკეთე ის რაც სწორად მიგაჩნია.

მე მაგალითად მაგრად მხატია ვინ რას იფიქრებს ჩემს საქციელებზე.

ხო სულ ვოცნებობ რომ ეგენი მოვიდნენ. შენ რა, სირაქლემა გინდა რომ მოვიდეს? ავატარზე ვისაც ვინ უყენია, ის უნდა რომ მოვიდეს ხო? რა ვიცი ადრე უფრო ლოგიკურად აზროვნებდი, ეტყობა დაცხა ძაან

:O შენ თუ სირაქლემასა და მაგ ორ პენისს შორის სხვაობას ვერ ხედავ არ ვიცი :D :D :D

ზოგადად კი როდესაც პოლიტიკოსის სურათია ავატარზე, და ეს ყვეალფერი არა სარკასტულ სტილში, ეს ნიშნავს ხოლმე რომ ავატარის მფლობელი მათი მხარდამჭერია.

ისე კი სირაქლემას რას ერჩი ?

ოქროს არ ჯობია, ნოღას თუ მიშას? :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვაპირებ სექტემბრისთვის საქართველოს განმათავისუფლებელი არმიის ფორმირებას და სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის წინააღმედგ ფართმასშტაბიანი ბრძოლის დაწყებას..

 

დადგებით ჩვენი დროშის ქვეშ?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შუტკა იყო :018:

 

ნუ დაიძაბებით :))

 

 

 

 

:TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი მემარჯვენეები; ეროვნული ფორუმი; დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო; კონსერვატიული პარტია; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; რესპუბლიკური პარტია; საქართველოს გზა; ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა; ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები; ხალხის პარტია.

 

ალასანიას პარტიას რა ქვია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ალასანიას პარტიას რა ქვია?

 

ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სროლა მავნებელი ჯანმრთელობისთვის. მას დაუყოვნებლივ მოყვება უკეთეს შემთხვევაში მსროლელის ვირის აბანოში გადანაცვლება, უარესში კი - წინაპრებთან.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანიას პარტიას რა ქვია?

და რა აზრი აქვს,ვის რა ჰქვია..არავინ არაფრის მაქნისი არ არის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. ვატყობ სექტემბერში მასობრივ საპროტესტო ტალღას უნდა ველოდოთ...

კარგი რა არჩილ,ისევ ღრუბლებში დაცურავ.რა მნიშვნელობა აქვს რომელ კონსტიტუციურ მოდელს აირჩევენ.მაინც ყველა შტო ნაცების ხელშია.მიშა გინდა პრემიერ მინისტრს დაირქმევს,გინდა ქვეყნის მამასახლის ან დიდ მოურავს.კიდევ დიდხანს იქნება სანამ ან ამერიკელები,ან რუსები,ან კიდევ ორივენი ერთად არ გამოცვლიან.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...