Jump to content
Planeta.Ge

ქართული არმიის პრობლემები


Recommended Posts

ჩვენ სპეცრაზმს მაგნუმიც აქვს რომელიც ბევრად ჯობია ვინტორეზს და ბევრი კარგი სხვა იარაღიც ამ თემაში ვიღაცას ეწერა(სამწუხაროდ ვეღარ ვნახე) რომ მათ შეიარაღებაში შედის ყველაფერი რაც ისვრისო და მგონი მართლაც ასეა ყველა იარაღი გვაქვს სხვადასხვა დოზით :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამდვილად არის პრობლემები.

როგორც სარდლობის ასევე შიდა კონტიგენტის მხრივ.

ჩემი აზრით ყველაფდერი გამოსწორებას ექვემდებარება, იმედია უახლოეს მომავალში სწორი რეფორმები გატარდება და ჩვენი არმიის ქმედითუნარიანობაც გაიზრდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 9 months later...

თავდაცვის მინისტრი რომ იკითხავს ყაზარმებს ,,რეშოტკები" რატო არ აქვსო...

გასცა ოფიცერმა პასუხი, ბატონო მისიტრო ეს ჯარია და არა ციხეო და გააგდეს ის ოფიცერი სამსახურიდან :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამდვილად არის პრობლემები.

როგორც სარდლობის ასევე შიდა კონტიგენტის მხრივ.

ჩემი აზრით ყველაფდერი გამოსწორებას ექვემდებარება, იმედია უახლოეს მომავალში სწორი რეფორმები გატარდება და ჩვენი არმიის ქმედითუნარიანობაც გაიზრდება.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უზარმაზარი პრობლემებია ჯარისკაცის მორალური მზადყოფნის, უფრო სწორად არანაირი მორალური მზადყოფნა არაა იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის.

დაბალი დონე განათლების. ბევრმა ელემენტარული წერა კითხვაც არ იცის.

არანაირი შერჩევა მიღების დროს სამსახურებში მენტალობის გამოვლენის მხრივ. (ბევრს პირიქით ურჩევნია ჯარისკაცი არ ფიქრობდეს) არანაირი ფსიქოლოგიური შემოწმება მისი ვარგისიანობისთვის სამხედრო სამსახურში.

არანაირი იდეოლოგიური აღზრდა ჯარებში არ მიდის ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად.

სამხედრო საქმის მცოდნე ოფიცერთა დეფიციტი.

ხდება წოდებების დაკნინება თანამდებობეზე დანიშვნების დროს და იგნორირება, რის გამოც ხშირად გამოცდილი ოფიცრები, სერჟანტები იმყოფებიან მათზე დაბალი წოდების და გამოუცდელი ჯარისკაცების დაქვემდებარებაში და ამიტომ დაბალია მათი მოტივაცია თავის გამოჩენის სამხედრო სამსახურში.

ხშირია ასევე ჯარისკაცთა უფლებების დარღვევა საკონტრაქტო პირობების დარღვევით და შეუსაბამისოა მათი სამსახურის პირობები საკონტრაქტო სამსახურთან.

საკონტრაქტო პირობებში არის ჯარისკაცების პასუხისმგებლობის მუხლები თუ კი ისინი შეუსაბამო აღმოჩნდებიან სამხედრო სამსახურისთვის და მოუწევთ კონტრაქტების დარღვევა სამსახურზე თავის განებების მიზნით.

მუხლები ძალიან მძიმეა და ამიტომ ჯარისკაცები რომლებსაც კონტრაქტზე ხელი აქვთ მოწერილი ცდილობენ როგორმე გაიტანონ ძალით სამხედრო სამსახურის დარჩენილი ვადები და როცა საქმე საქმეზე მიდგება, ეს ჯარისკაცები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ვერც მიდიან თავისი სურვილით.

ზემდგომებიც ადამიანური მოსაზრებებით ერიდებიან ასეთი ჯარისკაცების გაგდებას კონტრაქტის პირობების შეწყვეტით, რადგან მათ ასე ფაქტიურად საციხოდ სწირავენ.

ამისათვის საჭიროა კონტრაქტის პირობების სეცვლა და ჯარისკაცების დაინტერესება სამსახურით ეკონომიკური პირობებით, მაგრამ ამავე დროს თუ ისინი უვარგისები აღმოჩნდებიან სამხედრო სამსახურისთვის, მათი განთავისუფლება დამსჯელი სანქციების გარეშე.

მაშინ არც ზემდგომი ოფიცრები მოერიდებიან უვარგისების სამსახურიდან გაშვებას და მათ ადგილზე სხვების მიღებას, ვინც ვარგისი იქნება სამსახურისთვის.

არსებული კანონი კი ამ გადაწყვეტილების მიღებისგან ბევრს როგორც ვთქვი ამუხრუჭებს, რაც თავის მხრივ სამსახურის გარეთ ტოვებს იმათ, ვისაც სურვილიც და სესაძლებლობაც აქვს სამსახურის, მაგრამ შტატების სიმცირის გამო არ შეუძლიათ მათი მიღება.

თუ ვინმეს ჯარის რეფორმა უნდა, კონტრაქტის პირობების რეფორმით უნდა დაიწყოს და ამერიკას რომ ბაძავენ ყველაფერში, აქ მიბაძონ მათ და მათი მსგავსი კონტრაქტები შესთავაზონ.

მხედველობაში მაქვს პასუხისმგებლობის მუხლების ამოღებით არასაომარ მდგომარეობაში ჯარისკაცის მიერ ჯარიდან წასვლის სურვილის გამოთქმის დროს.

ეს რომ მოგვარდება შემდეგ კადრების სევსებით ისე, რომ გათვალისწინებული იყოს წოდებები და გამოცდილება თანამდებობების დაკავების დროს და არა მხოლოდ თავისუფალი ადგილის შევსების მიზნით, როგორც დღეს ხდება.

მიხვალ ნაწილში ნახავ ლეიტინანტს ბატალიონის მეთაურად, კაპიტანს ასეულის ან ოცეულის და მაიორს სამსახურის უფროსად, ზოგჯერ ვიცეპოლკოვნიკს ან პოლკოვნიკს რომელიც ლეიტენანტის ბრძანებს ასრულებს და გაჭიმულია მის წინ პლატსზე.

წოდებების იგნორირება, დაკნინება თავის დროზე და მათი უმნიშვნელოდ მიჩნევა ბოლშევიკებმაც სცადეს, მაგრამ ცუდად გამოსცადეს გერმანისთან ომში პირველსავე დღეებში და შემდეგ უკვე ომის მიმდინარეობისას აღადგინეს ის დამოკიდებულება, როგორც ადრე იყო მეფის რუსეთის დროს.

რატომ საკუთარ სეცდომებზე უყვართ ამ ჩვენ ცხვირმოუხოცავ მთავრობას სწავლა ყველაფრის, როდესაც სხვისი შეცდომების მაგალითები უხვადაა მსოფლიო ისტორიაში?

ეგ იმიტომ რომ ალბათ პირველი გეი პარადი როდის ჩატარდა და ის რომ ბერძნების ჯარში თებელების გვარდია ჰომოსექსუალებისგან შედგებოდა ზეპირად იციან და სუვოროვი რომ რუსი იყო, ამის გამო ალპები სად და როდის რა ვითარებაში გადალახა არ იციან...

მოკლედ მთავარი პრობლემა უტვინოების მთავრობაშია და ეგ რომ გამოსწორდება მერე სხვას ყველაფერს ეშველება და მათ შორის ჯარსაც...

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კადრები კადრები კადრები....

 

რატომღაც კადრების განყოფილების მოვალეობა ბევრს ჟურნალში აღრიცხვა და ხელფასების გაწერა ჰგონია ბევრს...

 

ადამიანური რესურსების მართვა არა მხოლოდ ჯარის, არამედ ყველა დღევანდელი სფეროს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

ეხლა საკონტრაქტოზე აღარ იღებენ პირებს, ძალიან ბევრს უარს ეუბნებიან.

ბარდაგი რო იყო ესე აღარ იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

ეხლა საკონტრაქტოზე აღარ იღებენ პირებს, ძალიან ბევრს უარს ეუბნებიან.

ბარდაგი რო იყო ესე აღარ იქნება.

წარმოდგენილი მაქვს ახალაიას მინისტრობაში რა კონტიგენტით არჩევენ და ავსებენ ჯარს... )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინისტრი ბაჩო ახალაია არანაირად არ არის პრობლემა

 

ხოლო ქართული არმია დასავლელი პარტნიორების დახმარებით სტაბილურად დაგეგმილ ვადებშ ვითარდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

სამწუხაროდ ეგ მეც წარმოდგენილი მაქვს, მაგრამ ამჯერად სწორად იქცევიან.

შეამცირეს საკონტრაქტო კონტიგენტი.

ეყოლებათ მცირე, სამაგიეროდ საქმის მაკეთებელი ხალხი.

 

რაოდენობა თუ დასჭირდებათ სავალდებულო 2 წლიანი გახადეს და წვევამდელები დოხუია ეყოლებათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

სამწუხაროდ ეგ მეც წარმოდგენილი მაქვს, მაგრამ ამჯერად სწორად იქცევიან.

შეამცირეს საკონტრაქტო კონტიგენტი.

ეყოლებათ მცირე, სამაგიეროდ საქმის მაკეთებელი ხალხი.

 

რაოდენობა თუ დასჭირდებათ სავალდებულო 2 წლიანი გახადეს და წვევამდელები დოხუია ეყოლებათ.

საკონტრაქტოს შემცირება კი არ მოახდინეს, კონტრაქტის გაგრძელების მსურველი აღარ იყო ბევრი.

ძალიან ბევრი ასე თუ ისე გაწვრთნილი ჯარისკაცი, რომლებსაც 4 და მეტი წელი ქონდათ ნასახურები წავიდნენ ჯარიდან.

მეორე ბრიგადა ფაქტიურად დაიშალა 2009 წელს, ბატალიონებს რიგრიგობით დაუმთავრდა კონტრაქტი ერთდროულად იანვარ, თებერვალ, მარტში. გაგრძელების სურვილი კი მხოლოდ 10დან 20% ქონდა. ისიც მხოლოდ უკიდურესად გაცჰირვებულებს, ვისაც ჯარის გარდა წასასვლელი არსად არ ქონდათ.

კონტრაქტნიკების რაოდენობაზე კი არ არის საქმე, ის იყოს უნდა პირიქით მეტი და არ იყო საკმარისი ის 4 ბრიგადა როგორც საქმემ აჩვენა. არამედ კონტრაქტის პირობები, მერე კი ამ პირობების შესრულება და არა ჯარისკაცების მოტყუება კონტრაქტზე ხელის მოწერით, მათი შეტყუებით და კონტრაქტის პირობებით მძევლებად დატოვება ჯარში. აი ასე ხდებოდა და ხდება ჯერჯერობით.

ზემოთ დავწერე რომ კონტრაქტის დარღვევის მოთხოვნისთვის ჯარისკაცებს სასამართლოთი ან უზარმაზარ თანხებს ახდევინებდენ, ან ციხეში უშვებდენ. ეგ სხვაგან სადმე თუ ხდება, არ ვიცი.

ყოველ შემთხვევაში ამერიკულ ჯარში, რომელიც თითქოს მისაბაძი მაგალითია ამ მთავრობისთვის, ეგრე არ ხდება.

იქ თავისუფლად შეუძლია კონტრაქტის დარღვევა ნებისმიერს და ამისთვის არავინ არავის არ სჟის. უბრალოდ კარგავენ კონტრაქტში ჩადობილ რაღაც მოგებას, რომელსაც მიიღებდენ მხოლოდ კონტრაქტის დამთავრების შემდეგ(გარკვეულ საკონტრაქტო თანხას)

ნუ იქ ეს ძალიან დიდი თანხები იყო და თუ ჯარისკაცს 4 წლიანი ქონდა მოწერილი ხელი და 3 ქონდა ნამსახურები, კარიდან წასვლაზე რომ ფიქრობდა, იმით საზღვრავდა რომ დიდ თანხას დაკარგავდა, ან მიიგებდა ერთი წელი კიდო რომ გაეზლო.

მაგრამ ციხეში ამისთვის არავინ უშვებდა და ფულს იქეთ არ ახდევინებდა როგორც ჩვენთანაა.

რაც ვიმეორებ კიდო ბევრ ოფიცერს ამუხრუჭებდა მიეღო გადაწყვეტილება ჯარისკაცის გაშვების, თუ ის ვარგისი არ იყო სამსახურისთვის. ეცოდებოდათ უბრალოდ, ადამიანური ფაქტორი იყო უბრალო, რადგან ღუპავდენ ფაქტიურად გაშვებით და სწირავდენ ან გაბანკროტებით, ან საციხოდ.

სავალდებულო სამსახური კი 2 წელი საქართველოში საკმარისი არ არის. ვფიქრობ რომ ის 3 წელი უნდა იყოს. აქედან 3 - 4 თვე მინიმუმ სწავლებისთვის და ჯარის სამსახურთან აკლიმატიზაციისთვის.

კონტრაქტზე კი მკაცრი თუ არა, მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით აყვანა. ფიზიკური ჯამრთელობის გარდა გონებრივი შესაძლებლობების და ჯარისკაცის მორალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამის შემდეგ კი კონტრაქტზე ყოფნა გაუსაძლისი არ უნდა იყოს. სამსახურის პირობები უნდა იყოს ისეთი, რომ სამსახურში ჯარისკაცი კი არ დაიტვირთოს ფსიქო ემოციური ფაქტორებით და მუდმივი დარღვევებით მისი განრიგის(შვებულებები არ მიცემა, დასვენების დღეების იგნორირება) არამედ მისთვის კარგი პირობების სექმნით სამსახურისთვის და დასვენებისთვის.

რაც მაგალითი იქნებოდა წვევამდელებისათვის, სურვილის შემთხვევაში და სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ კონტრაქტზე წასვლის.

გარდა ამისა სავალდებულოში სამსახურზე კანონი უნდა იყოს ცალკე, რომელიც სავალდებულო სამსახურის სტატუსს აწევდა მოქალაქის შემდეგ ცხოვრებაზე საზოგადოებაში.

აკრძალული უნდა იყოს ნებისმიერ სახელმწიფო საბიუჯეტო სამსახურში წვევამდელების და იმათი მიღება, ვისაც სამსახური არა აქვს მოხდილი ჯარში.

ხოლო კერძო ფირმებში ასეთი კონტიგენტის მიღებისთვის გარკვეული გადასახადის დაწესება.

ამით სავალდებულო სამსახურს ფასი ექნება. მაგრამ არის ერთი პრობლემა კიდო.

ქალები ჯარში არ მსახურობენ და არცაა საჭირო ისრაელივით მათი სავალდებულო სამსახურში აყვანა, ოღონდ რაღაც საზოგადოებრივი დატვირთვისთვის მათთვისაც 2 წლიანი სვალდებულო სამსახურის სემოღება, ოღონდ არა კაზარმული ცხოვრებით, არამედ სახლიდან სიარულით.

სანიტრებად, მეეზოვეებად, რავი ათასი რამეთი დატვირთვა შეიძლება და მერიების სამსახურში უნდა იყოს მათი დატვირთვის პუნქტები და ეგ აუცილებელიცაა. რადგან მამაკაცები დაჩაგრული დარჩებიან ისეთ საკითხში როგორიცაა დასაქმება, უმაღლესებში სწავლის გაგრძელება, რადგან გარკვეული პერიოდი ჯარს უნდა დაუთმონ და ამ დროს ქალები კონკურენციის გარეშე იქნებიან, რაც შემდგომ ჯარიდან დაბრუნებულებს ხელს შეუშლის სამსახურის პოვნაში.

მოკლედ სავალდებულო უნდა იყოს ყველასათვის და გარკვეულიმომზადება უნდა იყოს სავალდებულო სამსახურისთვის სკოლებში. ბოლო კლასში მაინც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები

ეხ მთავრობაში ქონდეთ ტვინი თვარა...

რაც ფული დაიხარჯა ამ ჯარზე 2004 წლიდან...

გარდა იმისა რაც ძემოთ ეწერა, რეზერვის სამსახური უნდა იყოს აუცილებლად კარგ დონეზე.

შვეიცარიის მაგალითი სეიძლება გამოვიყენოთ ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოა, ეგ უბრალოდ სასიცოცხლოდ საჭიროა.

ყველა ჯარმოხდილ მამაკაცს სახლში უნდა ქონდეს მისი ზომა ფორმა და საჭირო ამუნიცია, რომელსაც ჯარიდან წამოსვლისას გამოატანენ. მისი დაკარგვის ან არ ქონის შემთხვევაში საჭირო დროს, პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს. კარგი იქნებოდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის აუცილებელი შენახვა. ვისაც არ ექნება ნასამართლეობა და ვისთვისაც არ სეიძლება ფსიქიკური და გონებრივი შეზღუდვების გამო მისი შენახვის უფლება, მათ გარდა.

ყოველმა რეზერვისტმა უნდა იცოდეს განგაშის დროს თავისი გამოსაცხადებელი პუნქტი და გამოცხადდეს იქ საჭიროების შემთხვევაში თავისი აღჭურვილობით.

თავისთავად 2-3 წელიდადში ერთხელ მათთვის 2 კვირიანი შეკრებების მოწყობა, რომ არ დაავიწყდეთ ჯარში მოღებული გამოცდილება და ყოველთვის მზად იყვნენ საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

კარგი იქნებოდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის აუცილებელი შენახვა. ვისაც არ ექნება ნასამართლეობა და ვისთვისაც არ სეიძლება ფსიქიკური და გონებრივი შეზღუდვების გამო მისი შენახვის უფლებ

არა, არავითარ შემთხვევაში.

 

ამუნიციაზე გეთანხმები, მაგრამ იარაღზე ვერა.

 

ძალინ რთული იქნება კონტროლი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

კარგი იქნებოდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის აუცილებელი შენახვა. ვისაც არ ექნება ნასამართლეობა და ვისთვისაც არ სეიძლება ფსიქიკური და გონებრივი შეზღუდვების გამო მისი შენახვის უფლება, მათ გარდა.

რას ამბობ კაცო, ნორმალურ ფსიქიკურ ტესტს 5% ვერ გაივლის საქართველოში იარაღის ტარებაზე... ბარდაგი კი არა, ჰოლივუდის ფილმები მოგონება იქნება ისეთი ამბები დატრიალდება ქორწილებში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

 

რას ამბობ კაცო, ნორმალურ ფსიქიკურ ტესტს 5% ვერ გაივლის საქართველოში იარაღის ტარებაზე... ბარდაგი კი არა, ჰოლივუდის ფილმები მოგონება იქნება ისეთი ამბები დატრიალდება ქორწილებში :)

არ დატრიალდება, როდესაც კანონი იქნება მკაცრიც და მომტხოვნიც იარაღის სენახვის და გამოყენების წესებზე.

თავიდან ვიღაცეები ცოტას ისვრიან, მოხვდებიან ციხეებში და მერე სხვები წყნარად იქნებიან.

ისე კი სხვა გამოსავალიც არის.

ამუნიცია ქონდეთ და მათი იარაღი ინახებოდეს სამობილიზაციო პუნქტებში.

5% მეტი თუ კომისიას ვერ გაივლის კიდო, მათი არც ჯარში წაყვანა შეიძლება და იარაღის ნდობა იქაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...