Jump to content
Planeta.Ge

უცხოეთში მცხოვრებო მეგობრებო :)


Recommended Posts

კომუნისტების დროს შეძლებულად მცხოვრებთათვის.

 

საშუალო ხელფასი იშვიათად აღემატებოდა 500 მანეთს (ესეც სასწაული ხელფასი იყო) და გამაგებინეთ პატიოსანი შრომით როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავი ან შეძლებული, ანაც კარგად მაცხოვრებელი?

 

რა თვისებებიც დღეს ითვლება კაცობად, ის თვისებები იყო კაიკაცობა მაშინაც.... ეშმაკობა, გაქნილობა, ჩალიჩი, ცეხავიკობა, ლოკვა, კუდის ქიცინი, ფულის შოვნა ნებისმიერი საშუალებით, მოდღნული მორალი, ღიპი, დუდუკი და ღვინო...

 

 

პაპაჩემი წლების მანძილზე გაზეთის რედაქტორი იყო, უსაზღვრო პერსპექტივებისა და შესაძლებლობების თანამდებობაზე, მაგრამ მთელი ცხოვრება ერთ სახლს აშენებდა რომ როგორმე ბოლომდე მიეყვანა და არასდროს მანქანა არ ჰყოლია, თუმცა მთელი სულითა და გულით კომუნისტი იყო...

 

"კომუნისტების დროს ფული იშოვებოდა" მორალი და შეგნება დღნავს ეხლაც ჩვენს ქვეყანას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ეხლა რომ აკლიათ, ეგა სჯობია?

გიორგი68

ეხლა ეს საჭმელ-სასმელიც რომ ენატრებათ ესეც ხომ ფაქტია

კი ახლა საჭმელ-სასმელიც ბევრისთვის პრობლემაა, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით რომ ქვეყანა მახინჯი გზით ვითარდებოდა მინიმუმ 1921 წლის შემდეგ. სიმახინჯე შეიძლება გარკვეული დროით დაიმალოს, მაგრამ ბოლოს მაინც იჩენს თავს. და იჩინა კიდეც. რატომ აშშ ან ევროპის ქვეყნები არ დაინგრა სსრკ-ს მსგავსად? იმიტომ რომ სწორი გზით ვითარდებოდნენ. ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. ეს გზა, სიმახინჯიდან ნორმალური განვითარებისკენ გადასვლა არის გასავლელი. ყველა პოსტ კომუნისტურმა ქვეყანამ გაიარა ეს გზა. ზოგმა სწრაფად, ზოგი კი დიდხანს უნდება. გზის გავლის სისწრაფე უკვე ხალხზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ჩვენ ამაშიც ვერ აღმოვჩნდით მოწოდების სიმაღლეზე.

ხოლო საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ტოტალიტარიზსა და ამჟამინდელ სიტუაციას შორის ვინც განსხვავებას ვერ ხედავს ან ბრმაა ან იდიოტი. შედარებაც კი არ შეიძლება დემოკრატიის ხარისხისა მაშინ და ახლა.

 

asesino_141

საშუალო ხელფასი იშვიათად აღემატებოდა 500 მანეთს (ესეც სასწაული ხელფასი იყო)

რა 500 მანეთი, მამაჩემი მუშაობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საწარმოში, ელმავალმშენებელში, კონსტრუქტორად. 350 მანეთი ჰქონდა ხელფასი. აღვნიშნე ზემოთ რომ საჭმელი ნამდვილად არ გვაკლდა. მანქანა ბუნებრივია არ ჰყავდა, რადგან დანჯღრეული "მასკვიჩი" 7-8 ათასი მანეთი ღირდა. როგორ უნდა შეეგროვებინა 350 მანეთით ეს ფული? თან ხო ოჯახიც უნდა ერჩინა?

და ყველაზე მურტალი კი ის იყო, რომ მუშას რომელიც მამაჩემის და სხვა კონსტრუქტორების დაპროექტებულ ელმავლებს აწყობდნენ, ხელფასი უფრო მეტი ჰქონდა :018: ესეც თქვენ სიმახინჯის ნათელი ნიმუში.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მაგ 500 მანეთით თავი დავიზღვიე უბრალოდ. მეშახტეებს ჰქონდათ თუ არ ვცდები :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელი ურთიერთობა მოგწონს მაგალითად დიტო შენ, ის რომ საკუთარ შვილს რომ ხელი გადახვიო ამის გამო პედოფილიაზე სასამართლოში მოგიწევს სირბილი? სხვათაშორის კანადაში ეს ამბე უაზრობამდეა მისული.

ან ქართველ კაცს ის მოგწონს, რომ სტუმრად მისვლის სურვილი 2 წელიწად ნახევრით ადრე უნდა შეატყობინო მეზობელს და პასუხს წერილობით ფორმაში უნდა დაელოდო.

 

 

ეგრეც არ არის კაცო როგორც შენ წერ.მენატრება აბა არ მენატრება ქვეყანაც და ახლობლებიც,მაგრამ უფულობას და გაჭირვებულ ცხოვრებას აქ ყოფნა მირჩევნია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აყვავებული ქვეყანა გვქონია და მე კიდე მაკრატლებგარჭობილ შავ-თეთრ ტელევიზორს ვუყურებდი.

თურმე რას მიმალავდნენ.

უნდა დავერიო ჩემებს :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომუნისტების დროს შეძლებულად მცხოვრებთათვის.

 

 

"კომუნისტების დროს ფული იშოვებოდა" მორალი და შეგნება დღნავს ეხლაც ჩვენს ქვეყანას...

კომუნისტების დროს ყველაფერი ცუდი იყო!

 

ფული ეხლა იშოვება, თუ იშოვება! :)

თუმცა ქართველებს რა?

 

ქართული ხილ-ბოსტნეული, ღვინო და უვარგისი სამრეწველო პროდუქცია საღდებოდა სოც. რესპუბლიკებში - ეს "მორალი და შეგნება დღნავს ეხლაც ჩვენს ქვეყანას"? თუ ისა "დღნავს ეხლაც ჩვენს ქვეყანას", რომ არაფერი ქართული არსად არა საღდება, საქართველოშიც კი?

 

უკან გზა არაა! გასაგებია რატომ.

წინ რატომ არაა გზა? აი ეს იწვევს გაოცებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამენტ კომნისტურ იმპერიას ხომ არ მისტირით? : ))) პურის ნამცეცებს გემო მაგ კომუნისტების დამსახურებით გაუგე ბავშვობაში, ეგ ნაგანდონარი კომუნისტური იმპერიაც იმიტომ "მიყვარდა" ალბათ განსაკუთრებით : ))) ვრემიაში ამინდის პრგნოზის დროს თბილისს თუ არ აჩვენებდნენ რუსეთის დედისგინებაზე გადავდიოდი პატარა ლაწირაკი : ))) სეპარატისტი ვიყავი რა იმთავითვე :018:

 

სკოლიდან რამდენჯერ მაგდებდნენ ყელსახვევის ფეხზე კგაკეთებისთვის ბლიად : ))) კიდო კარგი დირექტორი დედაჩემის დაქალი იყო თორე უმაღლესი კი არა სკოლასაც არ დამამთავრებინებდნენ, არადა სწავლის მხრივ მამენტ მძიმე შემთხვევა არ ვყოფილვარ : ))

 

აღარ მახსოვს რამდენი ქონდა დედაჩემს ხელფასი, მაგრამ პურზე გვყოფნიდა ხოლმე, ხანდახან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აყვავებული ქვეყანა გვქონია და მე კიდე მაკრატლებგარჭობილ შავ-თეთრ ტელევიზორს ვუყურებდი.

თურმე რას მიმალავდნენ.

უნდა დავერიო ჩემებს :018:

და არც ინტერნეტი გქონდათ :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

გიორგი68

 

კი ახლა საჭმელ-სასმელიც ბევრისთვის პრობლემაა, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით რომ ქვეყანა მახინჯი გზით ვითარდებოდა მინიმუმ 1921 წლის შემდეგ. სიმახინჯე შეიძლება გარკვეული დროით დაიმალოს, მაგრამ ბოლოს მაინც იჩენს თავს. და იჩინა კიდეც. რატომ აშშ ან ევროპის ქვეყნები არ დაინგრა სსრკ-ს მსგავსად? იმიტომ რომ სწორი გზით ვითარდებოდნენ. ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. ეს გზა, სიმახინჯიდან ნორმალური განვითარებისკენ გადასვლა არის გასავლელი. ყველა პოსტ კომუნისტურმა ქვეყანამ გაიარა ეს გზა. ზოგმა სწრაფად, ზოგი კი დიდხანს უნდება. გზის გავლის სისწრაფე უკვე ხალხზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ჩვენ ამაშიც ვერ აღმოვჩნდით მოწოდების სიმაღლეზე.

ხოლო საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ტოტალიტარიზსა და ამჟამინდელ სიტუაციას შორის ვინც განსხვავებას ვერ ხედავს ან ბრმაა ან იდიოტი. შედარებაც კი არ შეიძლება დემოკრატიის ხარისხისა მაშინ და ახლა.

 

 

ხომ იცი, რომ ეს დემაგოგიაა. მეგონა დემაგოგია კომუნისტებთან ერთად მოშორდა მეთქი აქაურობას.

რატომ შესტირით კომუნისტების მეთოდებს, რატომ ვერ ჩამოსცილდებით კომუნისტურს საბოლოოდ? :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

კომუნისტების დროს ყველაფერი ცუდი იყო!

 

ალბათ მასეც იყო, მაგრამ მაშინ ერთი რიგითი ქართველი 'მეორე მსოფლიოს' ნაწილი იყო, ახლა 'მესამე მსოფლიოს' ნაწილია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

 

ალბათ მასეც იყო, მაგრამ მაშინ ერთი რიგითი ქართველი 'მეორე მსოფლიოს' ნაწილი იყო, ახლა 'მესამე მსოფლიოს' ნაწილია.

 

რას ნიშნავს 'მეორე მსოფლიოს' და 'მესამე მსოფლიოს'?

Edited by GeoStream
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მდიდარ-ღარიბზე არ იყო აქ საუბარი. ჩვენ ვსაუბრობდით ხალხს როდის არ უნდოდა წასვლა საქართველოდან. კომუნისტურ პერიოდში როცა საზღვრები ჩაკეტილი იყო, წასვლაზე ლაპარაკი უაზრობაა. თუმცა მაშინაც ხდებოდა რომ ვთქვათ მოცეკვავეები ან მომღერლები მიდიოდნენ გასტროლებით საზღვარგარეთ და იქ რჩებოდნენ. ნეტა რატომ? :givi:

და რაც შეეხება პოსტ კომუნისტურ ეპოქას, როგორც კი გაიხსნა საზღვრები, მაშინვე დაიწყო მიგრაცია.

 

 

ეს პრიმიტიული პასაჟები როგორ ვერ მოიშალეთ? ასე პრიმიტიული ხალხი ხართ? არ მინდა დავიჯერო :( როცა შევარდნაძის პერიოდს ვადარებ ხოლმე სააკაშვილის პერიოდს, მაშინ ყიყინებთ ხოლმე იმ დროს დაანებე თავიო და რა გინდათ იქნებ ჩამოყალიბდეთ :ravic:

 

მოდით რა სანამ კომუნიტებს შეაგინებთ ეს ნაცისტები, მანამდე მიიყვანეთ ადამიანის საცხოვრებელი მინიმუმი იმ კომუნისტრურ მინიმუმამდე.

არ გავკარი ამ მოგზაურობის უფლებას მშიეიერი თუ ვარ.

რა ეხლა რომ მოგზაურობის უფლება გაქვს, არ იკითხავ რრამდენს აქვს ამის საშუალება.

პროცენტალურად მოგზაურობის საშუალება და უფლება მაშინ უფრო მეტ ქართველს ჰქონდა ვიდრე დღეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ხომ იცი, რომ ეს დემაგოგიაა. მეგონა დემაგოგია კომუნისტებთან ერთად მოშორდა მეთქი აქაურობას.

რატომ შესტირით კომუნისტების მეთოდებს, რატომ ვერ ჩამოსცილდებით კომუნისტურს საბოლოოდ?

დემაგოგია, ზღაპრები და კომუნისტურ წარსულზე ტირილი შენი პოსტინგია თავიდან ბოლომდე. მე ვცხოვრობდი იმ დროს და მშვენივრად ვიცი რა "აწყობილი" ქვეყანა იყო სსრკ. დაანებე ვიღაცის მონაჩმახებზე სმენას თავი და თუ ის ეპოქა გაინტერესებს, არსებობს სერიოზული კვლევებიც და მათ გაეცანი.

 

რას ნიშნავს 'მეორე მსოფლიოს' და 'მესამე მსოფლიოს'?

ცივი ომის პერიოდში ქვეყნები პირობითად იყოფოდა სამ ნაწილად. მხოლოდ სამყაროს ეძახდნენ ამ დაყოფას და არა მსოფლიოს. პირველი სამყაროს ქვეყნებში შედიოდა განვითარებული ქვეყნები, ძირითადად დასავლეთ ევროპა და აშშ. მეორე სამყაროში - საბჭოთა კავშირი და მისი ბლოკის ქვეყნები. მესამე სამყარო: ჩამორჩენილი, ე.წ. განვითარებადი დაქცეული ეკონომიკით და ცხოვრების უკიდურესად დაბალი დონით.

 

babuagiorgi

სანამ კომუნიტებს შეაგინებთ ეს ნაცისტები

ატრაკებ და გიხარია

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდით რა სანამ კომუნიტებს შეაგინებთ ეს ნაცისტები, მანამდე მიიყვანეთ ადამიანის საცხოვრებელი მინიმუმი იმ კომუნისტრურ მინიმუმამდე.

არ გავკარი ამ მოგზაურობის უფლებას მშიეიერი თუ ვარ.

რა ეხლა რომ მოგზაურობის უფლება გაქვს, არ იკითხავ რრამდენს აქვს ამის საშუალება.

პროცენტალურად მოგზაურობის საშუალება და უფლება მაშინ უფრო მეტ ქართველს ჰქონდა ვიდრე დღეს.

ეგ მაგარია - უფლებები შესაძლებლობების გარეშე! :))

 

ხალხს სახლები გადაუწვეს და ეხლა ოთხივე მხარეს გზა გქონიათო.

 

მოკლედ, მე მოვრჩია ამ თემაში დისკუსიას. პრინციპული პასუხი არა აქვთ. დემაგოგიით კიდევ მეორე წრეზე წავლენ. ეს დროის ფუჭე ხარჯვაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

პრინციპული პასუხი არა აქვთ

რა პრინციპული პასუხი? რა კითხვაზე გინდა პრინციპული პასუხი? დასვი კითხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...