Jump to content
Planeta.Ge

უცხოეთში მცხოვრებო მეგობრებო :)


Recommended Posts

babuagiorgi

 

ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: ჩეხეთი ჩეხების ქვეყანაა და კანადა უცხოელების. არ არსებობს ეთნიკური კანადელი. :)

კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიაში და ა.შ. ყველა ჩასულია და როგორც უცხოს ვერავის შეხედავენ.

 

ერთი მომენტი. ამ უცხოელების ქვეყნებში უფრო არ ევასებათ უცხოელები ვიდრე არაუცხოელთა ქვეყნებში. ჩეხეთში რომ ვარ იმას არ ნიშნავს არ ვიცი რა მდგომარეობაა სხვაგან. ვმუშაობ ამ საკითხზე და ინფო საკმაოდ მაქვს.

 

მაგალითისთვის აუტანელი პირობებია ავსტრალიაში. ერთ-ერთი საძაგელი ქვეყანაა იმათვინ ვინც თავშესაფარს ითხოვს.

ამის თაობაზე ხშირად სწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მოკლედ კონცეტრაციული ბანაკებია მანდ აზილის მთხოვნელებისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკვე 1 თვე ხდება რაც კანადაში, ტორონტოში ვარ და ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან არაერთი სიკეთე და დახმარება დამჭირდა და მივიღე კიდეც

ჩემს სამშობლოში, ვინც მიდედინაცვლა, არასოდეს დამჭირვებია დახმარება, გარდა 2 კონკრეტული შემთხვევისა. მე კი უშურველად ვეხმარებოდი ყველას და ყოველთვის რითაც და როდესაც შემეძლო. მაგრამ ამას რომ ვაკეთებდი, რა თქმა უნდა არ ვფიქრობდი, რომ ეს იმიტომ უნდა გავაკეთო, რომ ღმერთმა სამოთხეში ადგილი დამიბევოს-მეთქი :Dვაჭრობა არასოდეს და არაფერში შემიძლია, და არც სიკეთის კეთებაში მწამს ვაჭრობისა

სიმართლე რომ ვთქვა, არც იმაზე მიფიქრია სიღრმისეულად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კონკრეტული, შეიძლება ჩემთვის სრულიად მარტივი დახმარება იმათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. მაგრამ ამ 1 თვეში სრულად გავიაზრე ამ უკანასკნელის მნიშვნელობა!

აღმოვჩნდი სრულიად ახალ გარემოში, ახალ სოციუმში, ახალი კანონებით და სრულიად ახალი, ჩემთვის უცნობი ადამიანებით. ჯერ ცოცხალი ქართელი თვალითც კი არ მინახავს :D

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უცხო სოციუმში ვარ, ისე მოხდა, რომ ჩემს ირგვლივ უცხო ადამიანები ყველანაირად მეხმარებიან და ცდილობენ დამეხმარონ, რითაც შეუძლიათ. სხვა კონკრეტული მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ რაც მაგ. გუშინ საღამოს მოხდა, უბრალოდ არ შემიძლია არ ავღნიშნო.

დედამიწაზე სამოთხე არ არის, და არსად არ არის იდეალური ცხოვრება, ხოდა მეც მაქვს ერთი თითქოს პატარა, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა კანადაში - მწერები ))

საოცრად დამკბინეს კანადურმა მწერებმა და სიმართლე რომ ვთქვა, სერიოზულ დისკომფორტსაც მიქმნიან.

მაგრამ მათი შიშით სულ სახლში მაინც არ ვზივარ, ხოდა ჩემს სახლთნ ახლოს ერთი კაფეა, სადაც ძალიან კარგი სიტუაციაა და თითქმის ყოველ საღამოს იქ მივდივარ, თან ჩემს საქმეებს ვაკეთებ, ვაიფაია უფასოდ

შეიძლება ითქვას, რომ აქ უკვე მუდმივი კლიენტი ვარ და კაფეში მომუშვე გოგონებიც ყოველთვის ღიმილიანად მხვდებია - miss Georgia-ს მეძახიან :D

ოღონდ ახლა ოსმოძულე ქართველებმა არ ატეხონ კრიახი! თავს ქართველად არ ვასაღებ, იციან რომ ოსი ვარ

მოკლედ მაგარი კაი და შინაურული სიტუაციაა ამ კაფეში.

გუშინ საღამოს ჩემს მაგიდასთან ახლოს რამოდენიმე ადამიანი დაჯდა, მეგობრები იყვნენ, შაბათ საღამოს ერთად ატარებდნენ.

ოფიციანტმა გოგონამ კრისტიმ დაინახა ჩემი ნაკბენები ხელზე და ჩამეკითხა, ესო ახალი ნაკბენებიაო?

ეს საუბარი იმ მაგიდასთან მჯდომმა ერთ-ერთმა ქალბატონმა რომ გაიგო, იმან ისე შეიცხადა, თითქოს მისი პრობლემა იყო ჩემი პრობლემა, არადა მანამდე სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. და მითხრა, რა წამლები უნდა მეხმარა, რომ ვუთხარი, რომ წამლებს არ ვსვამ-მეთქი, მაშინო მე ვიცი ერთი ძალიან კარგი წამალიო მაგ ნაკბენების წინააღმდეგო. კაი-მეთქი, დამიწერეთ სახელი-მეთქი. ხო, მართლა დრო იყო სადღაც ღამის 11-ის ნახევარი იყო. არაო, შეიცხადა -ხვალამდეო რატომ უნდა ითმინოთო ეს ტკივილებიო, ახლავე გაგიყვანთო ერთ სადღეღამისო მაღაზიაშიო. გავოგნდი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - მოკლედ, ჩამსვა თავის მანქანაში, მაყიდინა წამალი და ისევ კაფეში მომიყვანა.

მადლობას რომ ვუხდიდი შეწუხებისთვის მითხრა - სამადლობელი არაფერიაო, რაც შეგვიძლია უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და ამით ცხოვრება ერთმანეთს გავულამაზოთ და გავუმარტივოთო!

 

ხალხო, გამაგებინეთ ყველა უცხოელი ასეა, თქვენს ასე უშურველად და ყოველთვის გეხმარებიან უცხოელები იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თუ მართლა უნდა ვიფიქრო, რომ თურმე ნათქვამი - "მადლი ჰქმენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო" -მართალია? :D

ბაბუა გიორგის ვეთანხმები გამოთქმულ აზრში!

ლილიკო, მინდა ვიფიქრო , რომ შენი ნაფიქრი მხოლოდ ვარდისფერი სათვალეებით გამოწვეული მდგომარეობაა და არა რაიმე ეშმაკობა.

კანადაში მცხოვრები ხალხი (ეროვნებაში არ აგერიოს) ზოგადად სულაც არ არის მაგ განწყობის, ან აზროვნების როგორც შენ ხატავ. ამერიკელებზეც იგივე ითქმის.

კანადა (ამერიკა) ერთი დიდი საერთო საცხოვრებელი, რომელშიც მსოფლიოდან ჩამოსული სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს, ადგილობრივებს, ანუ ინდიელებს შენ წლეების მანძილზე ვერ შეხვდები, ისინი ე.წ."რეზერვაციებში" ყავთ გამოკეტილი (კანონმდებლობით). ასე, რომ ცალკეულ შემთხვევებს ქვეყანას ნუ მიაწერ.

ერთ რამეს გირჩევ, ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებ, რაც სხევებისათვისაც დამღუპველია, ისინიც შეცდომაში შეგყავს.

ნუ დავაბოლებთ თანამემამულეებს!

კანადაში და ამერიკაში იმაზე გაცილებით მეტი მამაძაღლობაა, ვიდრე საქართველოში ან მთლიანად კავკასიაში. ეს მამაძაღლობებიც, ძირითადად გარედან ჩარევის შედეგია.

 

სანამ ღამურობას გადავწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, ხომ არაფერი გეჩვენებათ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინდიელებს შენ წლეების მანძილზე ვერ შეხვდები, ისინი ე.წ."რეზერვაციებში" ყავთ გამოკეტილი (კანონმდებლობით)

მტყუანს რა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მტყუანს რა?

მოიცა ეგ არ გაგიგია რომ ინდიელები ცალკე ჰყავთ გამოკეტილები ლაბორატორია ქალაქებში და მათზე ცდებს ატარებენ. ძაღლებს, გველებს და ინდიელებს აჯვარებენ ერთმანეთში და გამოჰყავთ სოროსები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიცა ეგ არ გაგიგია რომ ინდიელები ცალკე ჰყავთ გამოკეტილები ლაბორატორია ქალაქებში და მათზე ცდებს ატარებენ. ძაღლებს, გველებს და ინდიელებს აჯვარებენ ერთმანეთში და გამოჰყავთ სოროსები

:user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ძვირი მობილური გადმომივარდა ჯიბიდან, როცა სკუტერზე ვკატაობდი. ოთხმა ნაცნობმა სკუტერისტმა ჩემი მარშრუტი 2 საათი განმავლობაში რამდენჯერმე შეისწავლეს ჩემთან ერთად. სანამ დაშლილი (ასფალტზე დაცემის დროს დაიშალა და გვერდზე გადავარდა, მაგიტომ არ პასუხობდა როცა ნომერს ვკრეფავდი) არ ვიპოვეთ სვეტოფორთან ტროტუარზე ბალახში.

არაფერი გასაკუთრებული არ იყო მაგ დახმარებაში. უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ჩამოდი აქ(მე გიმასპინძლებ)და კანადაში აღარასოდეს დაბრუნდები.

ვეღარ გამოვა მაგი, თუმცა დიდი მადლობა მიწვევისთვის :)

ამერიკას და კანადას აქვთ ძალიან მკაცრი შეთანხმება, რომ ერთმანეთის მოქალაქეებს არ მისცენ თავის ტერიტორიაზე სამუდამო ცხოვრების უფლებაო.

სტურმობა - კი ბატონო, მაგრამ აწი ამერიკაში სამუდამოდ დარჩენაზე - ბოდიშიო, ასე მეტყვის კანადის სახელმწიფო :D

 

ვეფხვი

ეტყობა შენ ისეთ ადგილას მოხვდი სადაც ჯერ უცხოელს, კონკრეტულად კი ქართველს ფეხი არ დაუდგამს თორემ მერე ნახავდი რა განწყობაზეც იქნებოდნენ ეგენი...

ეგგ მასეა, ჯერ არც ცოცხალი ქართველი მინახავს თავად და არც ყოფილი სსსრ-ელი, და ამ ხალხსაც, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, ესენი, ამათი გაგებით :D ძირძველი, მე-5-7 თAობის კანდელები არიან :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

არაა ევროპა და ამერიკა კეთილშობილების ოაზისი ,მაგრამ სიკეთე და ადამიანურობა ყველგანაა , ისე როგორც ბოროტება.

რა თქმა უნდა, და მე არაფერს ვაიდეალებ, მაგრამ პროცენტულად აქ გაცილებით მეტი კეთილი ადამიანი ვნახე, ვიდრე მე თავად მოველოდი :)

გილოცავ, რომ იქაური კლიმატი მოგიხდა და კარგი ადამიანები ნუ მოგაკლოს ღმერთმა

გმადლობ :*

ტაშიი

კარგი და ცუდი ხალხი ყველგან არის რა თქმა უნდა და უცხოელის გაღმერთება და ჩვენი ძმის დემონიზება სისულელეა. მაგრამ არსებობს გარკვეული კანონზომიერება და აბსოლუტურად კანონზომიერია ის, რომ დღესდღეობით დასავლეთში უფრო მეტ ადამიანურ საქციელს ნახავ ვიდრე საქართველოში. აბა ნახე რას ასწავლიან იმათ ბავშვებს და მერე შეადარე ჩვენებს, მიშიკოზე ლექსებს რომ აზეპირებინებენ. სოციალური მდგომარეობაც დიდ გავლენას ახდენს.

აბსოლუტურად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ისე ევროპაში წასვლა არ ჯობდა? კანადა კი მაგარია, ბაასი არ არის, მაგრამ შორია ტო და ამ სიშOრის გამო მეტისმეტად "იზოლირებული" ცხოვრებით ცხოვრებას გაიძულებს კანადის გეიგრაფია..

თანამედროვე კომუნიკაციებმა მანძილის სიშორე დაძლია, ასე რომ იზოზლირებულად სულაც არ ვგრძნობ თAვს :)

Siknadmo

ნიშნის მოგებით არ გეუბნებით ამას, მაგრამ ქართველმა კაცმა რატომ თქვა უარი სიკეთეზე და რატომ აირჩია შაკლური გზა, გამეცით ამაზე პასუხი

ეს ალბად არ იყო მარტო თავად ქართველის არჩევანი, თავად საქართველოს გეო-პოლიტიკური მდებარეობა არის ქართველის პრობლემა, რადგან არ იცის როგორ გამოიყენოს ამ მდებარეობის სიკეთე თAვისთვის პოზიტიურად.

ეს იმას მახსენებს, როდესაც ასანთი გაქვს ხელში და შეგიძლია მისით ან სახლი გადაწვა, ან სასიკეთოდ გამოიყენო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შეგუებაა პრობლემა, აბა ჩემი ბიძაშვილს არ გაუჭირდება შეგუება, ვიცი ეს მე. ხო და შეგუებულ ხალხს ფერადი სათვალეები აქვთ ლილიკოსავით. ხედავენ მხოლოდ იმ კარგას რაც ირგვლივაა და იმ ცუდზე კი თვალებს იბრმავებენ.

კანადა იყოს და გინდა ის ულამაზესი კაბუტო-მაბუტო ყველგან უცხოელი ხარ, რომელიც სამათხოვროდ ხარ ჩამოსული და ამთი სოციალური სისტემა უნდა დაღრნა. ასე გიყურებენ ესენი და არ უნდა ამას დიდი ლაი-ლაი. ეხლა თუ .................

მესმის შენი, მაგრამ მე თავად არ გაგცემ პასუხს, კანადის საემიგრაციო სამინისტროს საიტზე დადებულია ერთი აბზაცი

 

მოკლე შინაარსი ასეთია - ჩვენ ვართ მრავალფეროვანი ეთნიკურად, რასობრივად და კულტურით, მაგრამ ვართ ერთიანი საზოგადოება, სადაც ყველას შეუძლია შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფადობა, მაგრამ თავი იგრძნოს ასევე ერთი სოციუმის სრულუფლებიან წევრად!

ჩვენი სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია და თქვენ ყოველთვის შეძლებთ აქ თქვენთვის ღირსეული ადგილის მოძებნასო.

 

შინაარსი დაახლოებით ასეთია, და დამიჯერე, მართლა ასეა აქ!

 

ყოველ შემთხვევაში მე ყველგან ვგრძნობ არა მარტო რიგითი კანადელების მხარდაჭერას, არამედ თავად სახელმწიფო რომ ზრუნავს ჩემზე და არავინ არაფერს არც მამადლებს და არც არავინ არ მიყურებს ზემოდან -შენ უცხო ხარო ჩვენთვისო

 

 

პ.ს. ლილიკო შენზე არ ვსაუბრობ, საერთო ამბე მოვიყვანე. შენი პოსტია და ასე გამომივიდა უბრალოდ

მოხარული ვარ რომ კარგად გრძნობ თავს და ღმერთმა კარგი ცხოვრეწბა აგაწყობინოს ამ შორეულს.

გმადლობ გიორგი :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

 

თანამედროვე კომუნიკაციებმა მანძილის სიშორე დაძლია, ასე რომ იზოზლირებულად სულაც არ ვგრძნობ თAვს :)

მასეც არის და მასეც არ არის. ევროპაში შაბათ კვირას შეგიძლია გახვიდე და სხვა ქალაქები ან ქვეყნები დაათვალიერო, ერთდღიანი ტურებიც კი არსებობს. კანადიდან წელიწადში ერთხელ თუ გააღწიე ეგეც კაი პონტია.. ფინანსებზეა რათქმანდა ბევრი დამკიდებული..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

სანამ ღამურობას გადავწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, ხომ არაფერი გეჩვენებათ!

კაი იქნება თუ კორექტულობას შეინარჩუნებთ, თქვენთვისვეა კარგი. თავის დროზე აკაკიმ კარგად განმარტა ღამურობის არსი, და მე ნამდვილად არ და ვერ ვჯდები მაგ პარამეტრებში, არც მანდ საქართველოში და მით უმეტეს არც აქ!

GeoStream

მე ძვირი მობილური გადმომივარდა ჯიბიდან,

3 დღის წინ აქ ერთმა ქალბატონმა დაკარგა მეტროში მასე მობილური და უბრალოდ მივიდა მეორე დღეს იმავე სადგურში და დაუბრუნეს მობილური.

ამაზე მარტივი ახსნაა - ეს არ ხდება იმ ქვეყნებში, სადაც სიღარიბე მასობრივია. რად მინდა სხვისი მობილური, როდესაც ნებისმიოერი ოპერატორი საკმაოდ ძვირადღირებულ ტელეფონს ნომერთან ერთAდ უფასოდ მაძლევს? :D

 

asds

მასეც არის და მასეც არ არის. ევროპაში შაბათ კვირას შეგიძლია გახვიდე და სხვა ქალაქები ან ქვეყნები დაათვალიერო, ერთდღიანი ტურებიც კი არსებობს. კანადიდან წელიწადში ერთხელ თუ გააღწიე ეგეც კაი პონტია.. ფინანსებზეა რათქმანდა ბევრი დამკიდებული..

სამაგიეროდ აქ ნიუ იორკში და სხვა ამერიკის ქალაქებში დადიან შაბათ-კვირას :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

სამაგიეროდ აქ ნიუ იორკში და სხვა ამერიკის ქალაქებში დადიან შაბათ-კვირას :D

ნიუ იორკი კი მეც მაინტერესებს მამენტ, მარაა თავი ბოლო კიდევ რამდენიმე ქალაქი აქვთ მე რომ ვნახავდი და დამთავრდა..

 

ვაშინგტონი პონტა რადი, მაინც დედაქალაქია, ლოს ანჯელესი აუცილებლად 2 pac-ის ხსოვნის ჰამბავში, ჩიკაგო განგსტერული ცხოვრების ჰამბავში და მორჩა.. მე ეგ ქვეყანა მეტი არაფრისთვის მაინტერესებს, მთები და ბუნება კავკასიაშიც საკაიფოა : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ნიუ იორკი კი მეც მაინტერესებს მამენტ, მარაა თავი ბოლო კიდევ რამდენიმე ქალაქი აქვთ მე რომ ვნახავდი და დამთავრდა..

 

ვაშინგტონი პონტა რადი, მაინც დედაქალაქია, ლოს ანჯელესი აუცილებლად 2 pac-ის ხსოვნის ჰამბავში, ჩიკაგო განგსტერული ცხოვრების ჰამბავში და მორჩა.. მე ეგ ქვეყანა მეტი არაფრისთვის მაინტერესებს, მთები და ბუნება კავკასიაშიც საკაიფოა : )))

 

.................

ეგ და კიდევ სხვა ამერიკის ქალაქებიცჩიკაგოს გარდა, უკვე ნანახი მაქვს :D

მე ეს ქვეყანა რისთვისაც მაინტერესებს, იმისთვის ვარ აქ, თორე მოგზაურობას თუ მოვინდომებ, როცა დადგება ამის დრო, ნამდვილად არ მოვიკლებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მტყუანს რა?

 

შენს ადგილას არ დავიგინებოდი.

 

რეზერვაციაბეში ჰყავდათ და ეხლაც იგივე ტიპის რეზერვაციებია (კულტურულ ფორმაში). ეს ამბე შემიძლია შევადარო ჩეხეთში ციგნების ცხოვრება. სხვებთან შედარებით უმუშევრობისას უხდიან უპრობლემოდ, ოღონდ ხმა არ ამოირონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...