planetanews Posted July 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/suddeutsche.gif ყოფილ პოლიტიკურ მეგობრებს რუსეთს და ბელორუსს შორის დაპირისპირებამ მედიამდე მიაღწია. ხუთშაბათს საღამოს მოხდა ის, რაც ბოლო დრომდე წარმოუდგენელი იყო: საქართველოს პრეზიდენტმა, კრემლის მოსისხლე მტერმა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთის მიმართ კარგად ცნობილი კრიტიკული შეხედულებები გამოხატა. მას წარმოდგენა არ აქვს „რა უნდათ მათ ჩემგან“, განაცხადა სააკაშვილმა რუსეთის ლიდერებზე: „ჩვენ მათ დღესაც მივესალმებით“, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც კი საქართველო კრემლთან დათმობებზე მიდის, მას უფრო მეტი სურს: „ვფიქრობ, ეს სიტუაცია რუსეთის ყველა მეზობლისთვის ნაცნობია“. საქართველო და რუსეთი ორი წლის წინ ერთმანეთს ხანმოკლე ომში ებრძოდენ, რასაც საქართველოსთვის ორი პროვინციის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა მოჰყვა. რუსეთმა ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა მოსკოვის სურვილის მიუხედავად ბელორუსმა ეს არ გააკეთა, რაც სააკაშვილმა ტელევიზიით აღნიშნა კიდეც. მოსკოვმა მინსკში კვლავ აღშოთების ტალღა გამოიწვია, როდესაც თავს უფლება მისცა ეთერში გაეშვა სერიალი Krjostnyj batjka, რაც დაახლოებით იგივეა, რაც „ნათლიმამა“. ბელორუსის პრეზიდენტი ფილმში პრიმიტიულ ობსკურანტად არის გამოყვანილი, რომელიც მოწინააღმდეგეებს სასტიკად უსწორდება. საბაჟო კავშირის მიუხედავად რუსეთთან, ლუკაშენკო მოსკოვს დაუპირისპირდა, რადგან რუსული გაზის მიღების განსაკუთრებულ პირობებს ითხოვს. სააკაშვილმა, რომელსაც საკუთარი თავი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის შუქურად მიაჩნია, დიქტატორ ლუკაშენკოს თანაუგრძნო: „რუსული გადაცემები „პროპაგანდისტულ ომს“ ეწევიან“, – განაცხადა სააკაშვილმა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts