planetanews Posted July 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/economist.jpg მილსადენების გარშემო მიმდინარე ცხარე დისკუსიებს ხშირად უფრო მეტი რამ ლობისტებისთვის გადახდილ ფულთან აკავშირებს, ვიდრე აირის მოპოვების, მილსადენების გაყვანისა და მომხმარებლების მომარაგების სერიოზულ ბიზნესთან. მაგრამ ის ამბავი (ლინკით გერმანიაში) , რომ გაზის გერმანული გიგანტი RWE, ნაბუქოს ევროპული პროექტის მთავარი საყრდენი, კრემლის სამხრეთ ნაკადის კონსორციუმთან მიერთებას აპირებს, ხსენებად ნამდვილად ღირს. ყველაფერი ეს ბალკანეთის ქვეყნებში, ბულგარეთსა და მაკედონიაში რუსი ელჩების დიპლომატიური აქტივობების ძლიერ ტალღას მოყვა. ევროპის ენერგეტიკული მომავალი გრძელვადიან პერსპექტივაში ორივე რესურსის, აირისა და მილსადენების მარშრუტების დივერსიფიკაციაზეა დამოკიდებული. მუდამ სადარაჯოზე მდგომი ვლადიმერ სოკორი, ჯეიმსთაუნის ფონდის ევრაზია დეილი მონიტორში, რუსეთის მიდგომას RWE-ასადმი საფრთხედ კი არა, სასოწარკვეთის ნიშნად განიხილავს და სამხრეთის ნაკადს „ვირტუალურ პროექტს“ უწოდებს. „რუსეთში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას აირის მოცულობა იდენტიფიციირებული არ არის და არც არავითარი დაფინანსება არ ჩანს. ამ დროს იმის განცახება, რომ მილსადენის წლიური გამტარიანობა 63 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, ხოლო მისი ღირებულება $25 მილიარდიდან, 30 მილიარდამდე შეადგენს, სამხრეთის ნაკადის მილსადენს არც აირით მომარაგებისა და მისი ტრანსპორტირების და არც სერიოზული დაფინანსების თვალსაზრისით მომგებიან პროექტად არ წამრმოაჩენს“. თავდაპირველად (2006-2007) ის დაიგეგმა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი თურქმენეთის აირის ერთადერთი შემსყიდველი იყო, მაგრამ რუსეთმა აშკარად დაკარგა ეს უპირატესობა“. სამხრეთის ნაკადთან დაკავშირებული პრობლემები არ იმსახურებს ყურადღებას, ამტკიცებდა სოკორი. მისი მთავარი როლი დღეს „პოლიტიკური და ლობისტურია“ და მას ოთხი მიზანი აქვს: ნაბუქოს პროექტისთვის კერძო სექტორის ინვესტიციების დაფრთხობა (ან მსგავსი შედეგის მიღება იმით, რომ სამხრეთის ნაკადას ევროკავშირის მიერ დაფინანსების უფლება გაუჩნდეს).უკრაინის შეშინება იმით, რომ თუ უკრაინა არ დაეთანხმება გაზპრომთან თავისი სატრანზიტო სისტემის ერთობლივ კონტროლს, რუსული აირის ტრანზიტი უკრაინული მილსადენის ნაცვლად სამხრეთის ნაკადით გაივლის.აზერბაიჯანის იძულება იმაზე, რომ მისმა საექსპორტო აირმა რუსეთის მიერ ნებადართული მილსადენებით გაიაროს.თურქმენეთი ნაბუქოსა და ევროკავშირის მიერ სამხრეთით დაგეგმილი მილსადენებისგან მოწყვიტოს და ამით თავიდან იგდოს ხელთ თურქმენეთის აირის პროდუქციის ულუფაზე კონტროლი.თეორიულად RWE თავისუფლად შეიძელბა იყოს ორივე პროექტის მონაწილე, ისევე როგორც ავტსრიული OMV, მაგრამ RWE პირველი დიდი ევროპული კომპანიაა, რომელსაც თურქმენეთში ოფშორული აირის მოპოვებაზე და პროექტების წილობრივ განაწილებაზე შეთანხმება აქვს. ის ძალიან დიდ როლს თამაშობს და კასპიის ზღვაზე გავლით თურქმენეთს აზერბაიჯანთან აკავშირებს. ამას ნაბუქოსთვის სასიცოცხლო მნიშვენოლბა აქვს, თუ ის აპირებს ყოველწლიურად იმ 10 კუბური მეტრი გაზის მიღებას, რომელსაც მას თურქმენეთი დაპირდა. ფორინ პოლისის ვებ-გვერდზე ალექსანდრე პეტერსენი ფრთხილად აჟღერებს ცენტრალური აზიის აირის საბადოებში ჩინეთის მზარდ როლის შესახებ ცნობას. თურქმენთმა აღმოსავლეთ-დასავლეთ მილსადენისთვის თავისი მთავარი სანაპირო საბადოდან კასპიის ზღვისკენ 30 კუბური მეტრი აირი უნდა გაიტანოს. მაგრამ პეტერსენი აღნიშნავს, რომ ის აგრეთვე აშენებს $ 2 მილიარდი ღირებულების მისლადენს, რათა იგივე საბადო ჩინურ მილსადენს დაუკავშიროს. დღეისთვის თხევადი აირის სიჭარბე და არატრადიციული აირის მზარდი ხელმისაწვდომობა, ენეგეტიკული უსაფრთხოების ამ საკითხებს ნაკლებად საგანგაშოდ აქცევს. მაგრამ როდესაც ბუნებრივი აირის ბაზარი შეიზღუდება, მეტოქეობა რუსეთისა და ევროკავშირის მილსადენებს შორის, უფრო მკაცრი ბრძოლის ნაწილი გახდება. PS ნაბუქოს სპიკერმა ამ აღმოსავლურ კონცეფციებზე ასეთი პასუხი გასცა (ბმული მითითებული არ არის). „ნაბუქოს პროექტი ამჟამად ერთადერთი დაწყებული ეკონომიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია აირის რესურსებისა და სატრანსპორტო მარშრუტების უფრო დიდი დივერსიფიცირება და ევროპაში კონკურენციის განმტკიცება. ვერც ერთი სხვა პროექტი სამხრეთ დერეფანში ვერ გაუწევს კონკურენციას მას, ვერ განაცხადებს, რომ აქვს რაიმე უპირატესობა ან უკეთაა პოზიციონირებული ვიდრე ნაბუქო. იმის გამო, რომ მთავრობათა შორის შეთანხმება უკვე არსებობს, ნაბუქო ერთადერთი პროექტია, რომელსაც აქვს მყარი კანონიერი საფუძველი. ნაბუქომ პროცესი ESIA აპრილში დაიწყო, ნაბუქოს ნაციონალური კომპანიები დაფუძნდა და ახლა უკვე ოპერაბელურნი არიან. ნაბუქო ამჟამად ატარებს მოლაპარაკებებს ისეთ ბანკებთან, როგორებიც არიან EIB, EBRD და IFC. ნაბუქოს წილის ყველა მფლობელი მუშაობს პროექტის დასრულებისა და მხარდაჭერისათვის. ნაბუქოს პროექტი მიმდინარეობს და დასრულდება“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts