planetanews Posted July 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 18, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/A3E6E41B-D68F-4EC6-9C16-7FA2FF1F4870_mw800_mh600_s-300x224.jpgტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14:00 საათზე განახლდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” განსასჯელების ადვოკატმა მანანა კობახიძემ განუცხადა, სხდომაზე ელოდებიან “კავკასიის’ თანამშრომლების დავით აქუბარდიას, ნინო ჯანგირაშვილის და ალეკო ელისაშვილის დაკითხვას. დასაკითხია ასევე ბექა მინდიაშვილი და თეო ხატიაშვილი. მისი თქმით, პრაქტიკულად უკვე დასრულდა მოწმის სტატუსით პოლიციელთან დაკითხვა. “პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ვერც ერთი განსასჯელი ვერ ამოიცნო. ერთმა ბლიაძის ნაცვლად შალამბერიძეს დაადო ხელი. მათ განსასჯელების ამოცნობა ვერ შეძლეს~,-განაცხადა კობახიძემ.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> საქმეს მოსამართლე მილერი ხარებავა იხილავს. საქმეში 8 განსასჯელია შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი. მათ ბრალი ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ხულიგნობაში, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ მუხლებით ჯამში 7 წლამდე პატიმრობაა სასჯელის მაქსიმუმი. “კავკასიაში” ინციდენტი 7 მაისს მოხდა. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts