planetanews Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/frankfruter4.jpg შტეფან შოლი საქართველო მოსკოვი–მინსკის პროპაგანდისტულ ომში ჩაება. ხუთშაბათს საღამოს, ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გავიდა. სააკაშვილი მის ბელორუსელ კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსული ტელევიზიების თავდასხმისგან იცავდა. „უცბად მათ აღმოაჩინეს, რომ 90–იანებში მინსკში კაციჭამიები გაჩდნენ“, – თქვა სააკაშვილმა ფილმზე „მამა და ნათლიმამა“, რომელიც ტელეკომპანია „ენტევე“–მ ივლისის დასაწყისში აჩვენა. ფილმში, სხვა ბრალდებებთან ერთად საუბარია 90–იანი წლების ბოლოს ლუკაშენკოს პოლიტიკური კონკურენტების „გასაიდუმლოებულ“ მკვლელობებზე. „ენტევე“–ს ფილმში ირიბად იკითხებოდა, რომ საბოლოო ჯამში ამ მკვლელობების უკან ლუკაშენკო დგას. „ასეთი ბრალდებები გაისმის ქვეყნიდან, სადაც ახლახანს ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს, ოპოვეს მკვლელები, ვერცერთი!“ განაცხადა სააკაშვილმა და გაიხსენა სხვა, მაგალითად ჩეჩენი უფლებადამცველის ნატალია ასტემიროვას მკვლელობა და „ათობით ათასი“ ახალგაზრდა ადამიანის გაუჩინარება რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსეთის უცხოენოვანმა ტელეკომპანია Russia Today–მ, რომელმაც ლუკაშენკო „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“ გამოაცხადა და გაუშვა კადრები, თუ როგორ არბევდა მინსკში პოლიცია ხელკეტებით ოპოზიციის მასობრივ დემონსტრაციებს, სააკაშვილის თქმით იგიც ისეთი სიტყვებით შეამკო, რომლის გამეორებასაც ის ვერ შეძლებს. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციაში და განაცხადა, რომ ზოგიერთი რუსი ლიდერი მის ქვეყანას ფეოდალიზმის და შუა საუკუნეებისკენ ექაჩება. ვინ ვის იყენებს?სამივე ქვეყანაში ბევრი დამკვირვებელი გაოცებული დარჩა იმით, რომ სააკაშვილი ლუკაშენკოსთან ერთობლივ ფრონტს ქმნის. საქართველო დასავლეთის საბაზრო ეკონომიკის სამაგალითო მოსწავლეა, მაშინ როდესაც ბელორუსია – ჩრდილოეთ კორეასთან ერთად უკანასკნელი გეგმიური მეურნეობაა. „ლუკაშენკომ გამოიყენა სააკაშვილი კრემლთან და პუტინთან პირადი პრეტენზიებისთვის“, – აცხადებს ბლოგზე ოპოზიციონერი ბელორუსი პოლიტიკოსი იაროსლავ რომანჩუკი. ბევრი ექსპერტის აზრით, სააკაშვილის, კრემლის მოსისხლე მტრის ასეთი პოზიცია იმითაც აიხსნება, რომ ბელორუსიამ რუსეთის სერიოზული ზეწოლის მიუხედავად არ აღიარა საქართველოს აჯანყებული რეგიონების სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი. მოსკოვს ახალ სტრატეგიულ ალიანსზე უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. „ქართველებმა 2008 წლის აგვისტოში ჩვენი 70 მშვიდობისმყოფელი მოკლეს“, – განუცხადა FR–ს პოლიტოლოგმა ანდრეი სუსძალზევმა. „ეს ხელს არ უშლის ბელორუსებს მათთან საქმე იქონიონ“. ოფიციალურად ბელორუსი რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირედ ითვლება . მაგრამ მას შემდეგ რაც რუსეთმა მოძმე ხალხს ნავთობსა და გაზზე მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასები დაუწესა, ურთიერთობა კვლავ ცივი რჩება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts