Jump to content
Planeta.Ge

საბჭოთა მოქალაქის დღიური

Recommended Posts

უცნაური ,წარმოსახვითი საბჭოეთი შეიქმნა ნეტსამყაროში ...ხელოვნური ,ისტორიულ რეალობისგან მოცილებული.აი წიგნიც კი დაუწერიათ...ბავშვებს ასწავლიან...ნეტაი თქვენ რა....:D

წარსული არაა გაუთხოვარი ქალწული და არც სიძვის დედაკაცი.

პრინციპში მეცნიერული ისტორია მოსაწყენი მოვლენაა,რადგანაც ობიექტური ანალიზისას ვერც გმირებს ვიპოვით და ვერც ცალსახა მოღალატეებს დადებითი თვისებების გარეშე :yes:

ამიტომაც თუ დაამთქნარებთ ჩემი პოსტის კითხვისას ,თქვენი ნებაა ,მაგრამ ესაა დილეტანტური ნოუთი და არა აქვს რაიმე ღირებულებაზე პრეტენზია.არ ვარ ისტორიკოსი.... მითუფრო დაიწერა ზუსტად 10 წუთში..სტილისტური შესწორებებიც კი დავამადლე. :D

"პოშტით" მობრძანდა საქართველოში რევოლუცია .არავინ ელოდა ,თუმცა გვეწვია და უარი არ უთხრეს.ჯერ კავკასიური ერთობა,შემდეგ დამოუკიდებლობა და ასევე ინერციით ....

ისე რომ ტყემალზე იჯდნენ პარტიები აღვადგინეთ სახელმწიფოებრიობა. საზოგადოებისათვის უცხო მოვლენა იყო რუსეთისგან შორს ყოფნა, მაგრამ ნელნელა ვეჩვეოდით , დემოკრატიული მმართველობაც კი დამკვიდრდა ,თუმცა რუსული ხიშტით ოპოქართველებმა დაიკმაყოფილეს იდეოლოგიური ამბიციები....ხოლო დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლება გაიქცა მელანქოლიის დოზების მისაღებად.

ზოგადად სურათი გასაგებია...

1) ხალხისთვის წითლები უცხონი იყვნენ ,მაგრამ თავი ერჩივნა ყველას და არ გადაყვნენ მენშევიკებს;

2)უკმაყოფილება მაშინ გაიზარდა, როცა გაუგებარ კავკასიურ სალათაში გვტენიდნენ და სწორედ შულავერისტების ნაწილმა იხსნა ქვეყანა დიდი განსაცდელისაგან . ლენინის სიკვდილისწინა ტკივილი "ქართვული საკითხი " და 24 წლის გმირული აჯანყება რომ არა , იმაზე უარესი გველოდა , რაც ოკუპაციას რეალურად მოყვა.....

ნელნელა შევეჩვიეთ უღელს . ეს კი განაპირობა ორმა ფაქტორმა -

ა) სტალინმა ბოლშევიზმში ცარისტული სული შთაბერა და ველიკორუსული იდეა შეუზავა სისხლიან კარირიზმს , ისე რომ სხვა ხალხებს , საბოლოო ჯამში უკეთესი პირობები მიეცათ ,ვიდრე ადრე ჰქონდათ .....

ბ) საქართველოში ბოლშევიზმი წითელი იდეების შესამჩნევი სისუსტით შემოვიდა. კერპთაგან გულწრფელი პატივისცემით მხოლოდ ქართული წარმოშობის ღვთაებები სარგებლობდნენ...სხვები თავიდანვე ხელოვნურად ეჩვენა საბჭოელ ქართველს ,რაც ესმოდათ და აცნობიერებდნენ..."იქ"

საბოლოო ჯამში ეს 2 კომპონენტი ერთმანეთს შეერწყა ანუ კრემლმა ქართველებს საშუალება მისცა ოდნავ მეტი თავისუფლება ჰქონოდათ სავეტსკი გრაჟდანინსგან...მაგრამ სულ ოდნავ , არ უნდა გადაემლაშებინათ....

აი ეს იყო ,რასაც მიაღწია ქაქუცამ და უკლონისტებმა პარალელურად ....ცოტა იყო? ცხადია , თუმცა ამოსუნთქვა მაინც ქართულად შეგვეძლო, ხოლო იმპერია საქართველოში საყრდენად მიიჩნევდა ნომენკლატურას და წითელ ინტილიგენციას........ამ ფენის სისხლიანი კარიერიზმი ნელნელა გადაიზრდა ტოტალურ კორუფციულ აბრაკადაბრაში

ხრუშოვმა ჩამოაგდო სტალინი იდეოლოგიური პოსტამენტიდან ,თან აშკარად ქართულ კვალზე მინიშნებები პროპაგანდაში გამოჩნდა. აღელვდა კავკასიური სისხლი.....სტატუს ქვო ირღვეოდა .....სტალინის კულტის დაცვა იყო მხოლოდ საბაბი , საქმე შეეხებოდა ნაციონალურ თავმოყვარეობას , ქვეცნობიერად ამ ბალანსის დაკარგვის შიშს .

ხრუშოვმა ეს აჯანყება სისხლში ჩაახშო ,მაგრამ ბალანსი არათუ დაირღვა ,არამედ კლასიკურ სტადიაში შევიდა ჯეობოლშევიზმი.

ოტიპელი ,ზასტოი შეიძლება რუსისთვის იყოს განსხვავებული...ჩვენთვის ნწუ არა .ესაა ჯეოკონფორმისტული რენესანსი :D

ანუ თავისუფლებაზე მეოცნებე ქართველი სპორტში , კულტურაში , ხელოვნებაში ცდილობს დაამტკიცოს თავისი განსხვავებულობა . ამაყია მაშინაც როცა რომელიღაც ღორი მოხელე დამსახურებულ გამარჯვებას არ უთვლის ....ფიქრობს 56 წელზე , ეკლესიასთან მოწიწებით, სხვებმა რომ არ დაინახონ თავს ხრის ...სამაგიეროდ მიეჩვია ძველებურ ცხოვრებას , ნატაშებთანაც დაგრიალობს და საერთოდ ის გრუზინია, მერე რა რომ "დევუჩკა მოჟნა პაზნაკომიტსას" აქცენტით ამბობს .....ამით ამაყობს კიდევაც და ზუსტად ამ ტიპის 37 მანეთიანობაში იყო დამოუკიდებლობის სული,თუმცა დაშვებული სეცდონების არსიც...ვცდები? მაშინ დამიმტკიცეთ საწინააღმდეგო....

ელიტა კი გარყვნილია . ზუსტად ეს სენი ,რომლითაც ვორანცოვმაც კარგად ისარგებლა ამაგრებს კრემლის პოზიციებს. 37მანეთიანები ხომ კონფორმისტები არიან , მათ უნდათ ბუნტი ,მაგრამ არ აწყობთ თავი მოჭრან...ამიტომ ელიტა მართავს...იყენებს რა ჩემგან უკვე ნახსენებ "ტოტალურ . კორუფციულ პირამიდულ აბრაკადაბრას " ამ ფენაზე ცალსახა აზრი მაქვს თავისი "ინტილიგენციითურთ"....

გავიხსენოთ აღდგომის საბჭოთა აღნიშვნა .გადაცემები 5 საათამდე , ილუზიონი......ანუ მათ უკვე ხალხის ეშინოდათ , ძალაზე მეტად აქცენტს გონივრულ კომპრომისებზე აკეთებდნენ , მაგრამ პერესტროკამ ყველაფერი ამოატრიალა...

საქართველოში დაიწყო ეროვნულ -განმანთავისუფლებელი მოძრაობა , რომლის დამუხრუჭება მოხდა 89 წლის ზაფხულიდან.

აქაც 37მანეთიანების მენტალიტეტი სამწუხაროდ ცუდად აისახა მოძრაობაზე. ორიენტირი მთავარ ელემენტზე-ნაციონალურ პატივმოყვარეობაზე გაკეთდა ...არადა თავისუფლებას ყალიბში ვერ ჩამოასხავ.....გადახედეთ კიდევ ერთხელ ადრე რაც დავწერე და მიხვდებით ეს რატომ მოხდა...მთავარი ხომ გრუზინის დამოკიდებულება იყო თავის გამორჩეულობაზე?! ...ჩვენ არასწორი გზით წავედით და დაიწყო ჰომო პერესტროიკუსის ქართველის ცხოვრება ...ამაზე ჩემი სხვა თემა იხილეთ . :D

რუსზე ცალკე სასაუბროა....მას არ უნდა ვინმე ინახოს. ახალი რუსი ფიქრობს ან დაგვაჩმოროს ან მასზე მლოცველად ვიქცეთ 37მანეთიანი ნატაშების გარეშე.

ამიტომ მიუახლოვდით ბელორუსი და ჩვენ ერთმანეთს.

ერთი 37მანეთიანობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ნელნელ ვერც მიხვდა, რომ რუსმა ის არ მიიღო ასეთ პარიტეტულ პირობებზე ...ჩვენ კი დაგვაბეჩავა და მიწები წაგვართვა.....ასე რომ ყველა რუსოფილური იდეები განწირულია ...საქართველოს გზა ვერ გავა რუსეთისათვის ბოდიშის მოხდაზე.....ჩვენ ერთი გზა გვაქვს .....ესაა ქვეყნის ინტერესების დაცვა :yes:

თემა დაიწერა იუზერ ჯეოსტრიმის პოსტის პასუხად ;)

სუმბურულობა ...იცით მახასიათებს ,რადგანაც უცებ , ექსპრომტად დაწერილს აქვს ხიბლი ფორუმებში და არა ათასჯერ გადასწორებულს , წყაქროებში ჩახედვით ...:D მაინც პარდონ ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა რუსოფილური იდეები განწირულია ...საქართველოს გზა ვერ გავა რუსეთისათვის ბოდიშის მოხდაზე.....ჩვენ ერთი გზა გვაქვს .....ესაა ქვეყნის ინტერესების დაცვა

თემა დაიწერა იუზერ ჯეოსტრიმის პოსტის პასუხად

რაო რა ბრძანა ჯეოსტრიმმა? რუსეთს ბოდიში მოვუხადოთო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაო რა ბრძანა ჯეოსტრიმმა? რუსეთს ბოდიში მოვუხადოთო?

არანაირად.ჩემი აზრი აინტერესებდა და მოვახსენე.

კონტექსტიდან გამომდინარე თუ ასე იქნა გაგებული....პარდონ...

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემა დაიწერა იუზერ ჯეოსტრიმის პოსტის პასუხად ;)

სუმბურულობა ...იცით მახასიათებს ,რადგანაც უცებ , ექსპრომტად დაწერილს აქვს ხიბლი ფორუმებში და არა ათასჯერ გადასწორებულს , წყაქროებში ჩახედვით ...:D მაინც პარდონ ;)

რაო, რა დაწერა გეოსტრიმმა?

რაო, რა წერია ამ პოსტში: თავისუფლები და მდიდრები ვართ ეხლა? ხვალ ვიქნებით თავისუფლები და მდიდრები, ბედნიერები?

გეოსტრიმს ნოსტალგია წარსულზე და თანამედროვე უნიჭო ლოზუნგები არ აწუხებენ. დამოუკიდებელი მარტო მდიდარი კაცი და ქვეყანაა.

გეოსტრიმს ვერც რუსოფილობას, ვერც რუსოფობობას, ვერც სტალინისტობას, ვერც ანტისტალინისტობას ვერ დააბრალებთ. და საქართველოს პრობლემა გეოსტრიმში არაა. პირიქით გეოსტრიმის ერთადერთი პრობლემა საქართველოშია.

პ.ს. მე-500-ე პოსტია! :)

Edited by GeoStream
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ხვალ ვიქნებით თავისუფლები და მდიდრები, ბედნიერები?

იმედია. ყოველ შემთხვევაში ყველა ქვეყანამ, ვინც თავისუფალი და მდიდარია, მსგავსი გზა გაიარა თავის დროზე. ეს გზა გასავლელია. საბჭოთა სიმახინჯიდან დასავლურ სტანდარტებზე გადახტომა არ გამოდის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსზე ცალკე სასაუბროა....მას არ უნდა ვინმე ინახოს. ახალი რუსი ფიქრობს ან დაგვაჩმოროს ან მასზე მლოცველად ვიქცეთ 37მანეთიანი ნატაშების გარეშე.

ამიტომ მიუახლოვდით ბელორუსი და ჩვენ ერთმანეთს.

ერთი 37მანეთიანობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ნელნელ ვერც მიხვდა, რომ რუსმა ის არ მიიღო ასეთ პარიტეტულ პირობებზე ...ჩვენ კი დაგვაბეჩავა და მიწები წაგვართვა.....ასე რომ ყველა რუსოფილური იდეები განწირულია ...საქართველოს გზა ვერ გავა რუსეთისათვის ბოდიშის მოხდაზე.....ჩვენ ერთი გზა გვაქვს .....ესაა ქვეყნის ინტერესების დაცვა :yes:

ბოდიში ლაშა_ალო, ამის კომენტირებაც კი არ მინდა, იქამდე შორსაა რუსულ სინამდვილეზე.

დაწყებაც კი არ მინდა, რადგან აშკარად არა ხართ ჩახედებული დღევანდელ რეალობაში. და ეს "მოგზაურობა უკუღმა" ეხლა და აქ არ მინდა მე.

უბრალოთ 2 თეზის დვდებ (ამის უფლება მაქვს, რადგან ყოველ დღე ვუყურებ რუსეთს საქართველოს თვალებით და საქართველოს რუსეთის თვალებით, ვიცი რუსების რეალური პრობლემები, ვიცი საქართველოს რეალური პრობლემები):

1. ქართველები და რუსები აბსოლუტურათ ჰგვანან ერთმანეთს.

2. ქართველები და რუსები ერთნაირად დაკომპლექსებული და უბედურები არიან. (1) გამომდინარე.

ყველაზე ოპტიმალურია არც ერთს არ მივაქციო ყურადღება. უკვე მივეჩვიე არ მივაქციო რუსებს ყურადღება. ეხლა თუ მივეჩვევი ქართველებსაც არ მივაქციო, ალბათ ბედნიერი ვიქნები. ჯერ ვერ ვახერხებ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

იმედია. ყოველ შემთხვევაში ყველა ქვეყანამ, ვინც თავისუფალი და მდიდარია, მსგავსი გზა გაიარა თავის დროზე. ეს გზა გასავლელია. საბჭოთა სიმახინჯიდან დასავლურ სტანდარტებზე გადახტომა არ გამოდის.

რამდენი ათეული წელია გაქვთ იმედი? :) იმედის გარდა კიდევ რა გაქვთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. ქართველები და რუსები აბსოლუტურათ ჰგვანან ერთმანეთს.

2. ქართველები და რუსები ერთნაირად დაკომპლექსებული და უბედურები არიან. (1) გამომდინარე.

ერებს არ ეხებათ, არტამედ ელიტებს :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ქართველები და რუსები აბსოლუტურათ ჰგვანან ე

უფროსი თაობები გვანან ძირითადში. მაინც საერთო წარსული ჰქონდათ, ერთ სიმახინჯეში ცხოვრობდნენ და ერთნაირი მახინჯი მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა უმრავლესობას. უმცროსი თაობები აღარ გვანან. და რაც მთავარია საჯარო მოხელეები განსხვავდებიან ძალიან მნიშვნელოვნად. საშუალო სტატისტიკური რუსი საჯარო მოხელე გაცილებით უფრო კორუმპირებულია ვიდრე მისი ქართველი კოლეგა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

კარგი რამე შეგითხზავს ლაშა, მომეწონა :yes:

რუსზე ცალკე სასაუბროა....მას არ უნდა ვინმე ინახოს. ახალი რუსი ფიქრობს ან დაგვაჩმოროს ან მასზე მლოცველად ვიქცეთ 37მანეთიანი ნატაშების გარეშე.

თქვენ ეტყობა არ უყურებთ რუსულ არხებს, ხაჩიკისტანადააა ქცეული,

ისედაც არ მიყვარს სომხები და სულ იქ იჩითებიან, ტფილი პურის სუნი რომ არ იყოს არ წავიდოდნენ,

მოკლედ, ხაჩებმა ჩაგვანაცვლეს, თანაც ისე რომ თავის ლუკმას პირიდან არ გააგდებენ :givi:

GeoStream

უფროსი თაობები გვანან ძირითადში. მაინც საერთო წარსული ჰქონდათ, ერთ სიმახინჯეში ცხოვრობდნენ და ერთნაირი მახინჯი მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა უმრავლესობას. უმცროსი თაობები აღარ გვანან. და რაც მთავარია საჯარო მოხელეები განსხვავდებიან ძალიან მნიშვნელოვნად. საშუალო სტატისტიკური რუსი საჯარო მოხელე გაცილებით უფრო კორუმპირებულია ვიდრე მისი ქართველი კოლეგა.

სამაგიეროდ ნაცმოძრაობას აქვს ლამაზი მენტალიტეტი :yes:

მელოჩ ნო პრიატნასთვის გადაგივლია თვალი?

იქ უჯანსაღესი ადამიანები პოსტავდნენ, გულ-სული გაგინათდებოდა

რაო, რა დაწერა გეოსტრიმმა?

რაო, რა წერია ამ პოსტში: თავისუფლები და მდიდრები ვართ ეხლა? ხვალ ვიქნებით თავისუფლები და მდიდრები, ბედნიერები?

გეოსტრიმს ნოსტალგია წარსულზე და თანამედროვე უნიჭო ლოზუნგები არ აწუხებენ. დამოუკიდებელი მარტო მდიდარი კაცი და ქვეყანაა.

გეოსტრიმს ვერც რუსოფილობას, ვერც რუსოფობობას, ვერც სტალინისტობას, ვერც ანტისტალინისტობას ვერ დააბრალებთ. და საქართველოს პრობლემა გეოსტრიმში არაა. პირიქით გეოსტრიმის ერთადერთი პრობლემა საქართველოშია.

პ.ს. მე-500-ე პოსტია! :)

გეოსტრიმი ვინაა?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

უმცროსი თაობები აღარ გვანან.

როგორც ყოველთვის დალაგებულად აგვიხსენით:

1. როგორია უმცროსი რუსი თაობა?

2. როგორია უმცროსი ქართველი თაობა?

3. და განსხვავება ვის სასარგებლოდაა, თუ შემოსავალი ახალგაზრდა რუსებს 5-6 ჯერ უფრო მაღალი აქვთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერებს არ ეხებათ, არტამედ ელიტებს :TAT:

lasha_alo

ერთნაირი პოლიტიკური სისტემაა საქართველოში და რუსეთში: პოლიციური და ფულის შემკრეფი.

სამართალს ვერსად ვერ იპოვი. კაპიტალი არც ერთგან დაცული არაა.

რაც გინდა გააკეთე, თუ უკვე გადაუხადე ხელისუფლების მოხელეს. კანონიერსაც ვერ გააკეთებ, თუ ფული არ გაუყავი. გუბერნატორები თავის ტერიტორიაზე ფულს კრიფავენ და ზევით აწვდიან.

მიშას რეჟიმი არაფრით განსხვავდება პუტინის რეჟიმისგან. პუტინი უფრო მძლავრი და გავლენიანია მსოფლიოში.

რუსეთში მეტ-ნაკლებად კაპიტალიზმია! რაც საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში არ ემუქრება უახლოესი 10 წელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

თქვენ ეტყობა არ უყურებთ რუსულ არხებს, ხაჩიკისტანადააა ქცეული,

ისედაც არ მიყვარს სომხები და სულ იქ იჩითებიან, ტფილი პურის სუნი რომ არ იყოს არ წავიდოდნენ,

მოკლედ, ხაჩებმა ჩაგვანაცვლეს, თანაც ისე რომ თავის ლუკმას პირიდან არ გააგდებენ :givi:

მართალი ხარ, ეგრეა. სომხების გარდა თავს გავიდნენ დაღესტანელები, ჩეჩნები.

როგორ აუხსნა კაცს, რომელიც "37მანეთიან ნატაშაზე" აგებს ანალიზს, რომ:

1. ყოველ დღე "კედელი კედელზე" მიდის მასიური ჩხუბები რუსები-სომხები, სომხები-აზერები, დაგები-რუსები, აფრიკელები-ჩეჩნები, ფაშისტები-აფრიკელები, ჩინელ(ვიეტნამელები)-რესები, და ა.შ.

აქ ყველაზე უტრაკო(და მეტრაკე) ქართველები არიან რადგან: 1. აც ფული, 2. არც ერთმანეთის თანადგომა, 3. არც ხელისუფლებასთან სიახლოვე

2. რომ დღეს ქალები ძალიან წარჩინებული ბიზნესმენები არიან რუსეთში, მოსკოვში. რომ "ნატაშებს" ფირმები და საკუთარი საქმეები აქვთ, ბიზნეს-ლედი არიან, ყოველთვიური შემოსავლით მამაკაცებს მაგრა დაუახლოვდნენ და თვითონ იყიდიან 37დოლარად ქართველ კაცს(რომელიც დაახლოებით ამ თანხაზე მთელი დღე მუშაობს). მაგრამ რუსების, სომხების, უცხოელების გვერდით ქართველი მამაკაცები დღეს ვერ დადგებიან. დღეს დაღესტანელების და ჩეჩნების გვერდითაც ვერ დადგებიან.

და საერთოდ ვერ გავიგე რას ნიშნავს "37მანეთიანი ნატაშა"?

კრიმინალურმა მენტალიტეტმა, ნარკოტიკებმა, გარყვნილობამ, სიზარმაცემ და არაპროფესიონალიზმმა,

უნებისყოფობამ საბოლოო ჯამში ძალიან დაასუსტა ქართველი მამაკაცი,

ჩხუბი რომ ჩხუბია იმასაც ვერ ქაჩავენ იმიტომ რომ არყითა და ნარკოტიკებით გაჟღენთილი უვარჯიშებელი სხეული უძლურია ჯანსაღი დაღესტნელების თუ რუსების მიმართ

ამაზე არ მიფიქრია. მაგრამ, ალბათ, ეგრეცაა. ე.ი. მე-4 პუნქტი გამომრჩა. ეს ყველაზე სამწუხარო პუნქტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...