Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლივერპული V ალ-ჰილალი (პრევიუ)


Recommended Posts

http://images.mirror.co.uk/upl/m3/jan2008/7/4/A07FEB5F-A288-93A0-1F4CB254F679A4F9.jpg

 

დღეს 21:00 ლივერპული სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს საუდის არაბეთის ჩემპიონ ალ-ჰილალთან. კლუბთან რომელიც აზიაში 20-ე საუკუნის საუკეთესო გუნდად აღიარეს. შეიძლება ითქვას, რომ ალ-ჰილალი აზიური მადრიდის რეალია…

 

საუდის არაბეთის და აზიის რეკორდსმენი ტიტულების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გუნდია საკუთარ კონტინენტზე. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2008 წელს არაბეთში მათ თვით მანჩესტერ უნაიტედი დაამარცხეს, ვეტერანი ფეხბურთელისთვის მიძღვნილ ამხანაგურ თამაშში. მანჩესტერი სრული ვარსკვლავური შემადგენლობით თამაშობდა, თუმცა არაბებმა მათ 3-2 სძლიეს…

 

დღეს მატჩი ავსტრიაში, 8500 მაყურებლიან სტადიონზე, ალტაჩში გაიმართება….

 

ლივერპულის სამატჩო განაცხადა ასეთია:   აკვილანი, რიერა, ლუკასი, ინსუა, ნგოგი, სპირინგი, დეგენი, დარბი, კელი, გულასკი, ირვინი, ეკლესტონი, აიალა, ჰანსენი, ამოო, დელა ვალე, ინსი, შელვი, პალსონი… ძირითად შეამდგენლობას კი 20:00 საათზე შემოგთავაზებთ

 

საიტზევე თამაშამდე 1 საათით ადრე ასევე გამოქვეყნდება პირდაპირ ეთერში საყურებელი არხების ლინკები…

 

პ.ს. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ახალგაზრდებს!

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...