Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - როი ჰარგროუ! როი ჰარგროუ!


Recommended Posts

 

 

/get_img?NrArticle=2018&NrImage=1

 

როი ჰარგროუ

 

 

 

შავი ზღვის მეოთხე ჯაზფესტივალზე სულ რომ უინტერესო პროგრამა ყოფილიყო, კონცერტი, რომლის გამოც ამ ფესტივალის ჩატარება ღირდა, მსმენელმა გიორგი მიქაძის ტრიოს შემდეგ მოისმინა. ამერიკელი საყვირის, როი ჰარგროუს კვინტეტი გუშინ საღამოს შეუდარებელი იყო. არის შემთხვევები, როდესაც იმ ქვეყნებში გამართულ კონცერტებზე, რომლის აუდიტორიასაც ნაკლებად იცნობენ, დიდი მუსიკოსებიც კი ზოგჯერ ზარმაცობენ. ამიტომ, როცა საქართველოში ”დიდების” მოსასმენად მიდიხარ, ყოველთვის გაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ის არ ნახო და მოისმინო, რისი მომსწრეც ვთქვათ, ნიუ-იორკში ან პარიზში გახდებოდი.

 

Roy Hargrove Quintet by netgazeti.ge

 

ჰარგროუს კვინტეტი ბათუმში შემდეგი შემადგენლობით წარსდგა: ჯასტინ რობინსონი (ალტოსაქსოფონი), ჯონათან ბატისტი (ფორტეპიანო), ამინ სალიმი (კონტრაბასი), მონტეზ ქოულმანი (დასარტყამი) და თავად ჰარგროუ, 1997 (Habana) და 2002 წლის (Directions In Music) გრემის მფლობელი, უინტონ მარსალისის აღმოჩენა, მუსიკოსი რომელიც შემოქმედებითი კარიერის დასაწყისიდან მოყოლებული უკრავდა ჰერბი ჰენკოკთან, დიზი გილესპისთან, ფრედი ჰაბარდთან ერთად.

 

 

 

/get_img?NrArticle=2018&NrImage=2

 

როი ჰარგროუ, ჯასტინ რობინსონი

 

 

 

ჰარგროუმ ერთი წელი ისწავლა ბერკლის მუსიკის კოლეჯში, სადაც წელს ქართველი პიანისტი გიორგი მიქაძე მიემგზავრება სასწავლებლად, რომელმაც ამერიკული კვინტეტის გამოსვლამდე ბასისტ ლევან დეისაძესთან და დრამერ ლაშა სხილაძესთან ერთად დაუკრა. ”სასიამოვნოა ამ ფესტივალზე დაკვრა, დღეს უკრავს როი ჰარგროუ და ჩემი კარიერის ისტორიაში ამ ფაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ დღეს მომიწია დაკვრა. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ის დიდი მუსიკოსია. მისი პირველი ალბომი მოვისმინე ჰერბი ჰენკოკთან, მოსმენის მერე ცოტა შეცბუნებული ვიყავი, ნუთუ ასეთი მაგარი რამ არსებობს”, - ამბობს 21 წლის პიანისტი, რომელსაც მისივე თქმით, ჯაზში პედაგოგი არასდროს ყოლია. ბერკლიში მისი პედაგოგი დაიანა ქროლის, ქით ჯარეთის და ჯო ზავინულის პედაგოგი რეი სანტისი იქნება.

 

 

 

/get_img?NrArticle=2018&NrImage=3

 

გიორგი მიქაძის ტრიო

 

 

 

გუშინ როი ჰარგროუმ გაცილებით მეტი დრო დაჰყო სცენაზე, ვიდრე ეს ფესტივალის ფარგლებში იქნებოდა დაგეგმილი, უფრო სწორად, არამარტო სცენაზე - კონცერტის დასასრულს ის სცენიდან ჩამოხტა, საყვირით მომარჯვებული ჯერ ფეხზე მდგომ და აყვირებულ აუდიტორიაში გაერია, მერე უკან, მაგიდებთან მსხდომ (და კონცერტის დროს მოსაუბრე) ხალხშიც დაკვრა-დაკვრით გაიარა, სკამზე შემხტარმა ბოლო აკორდები ააჟღერა, მერე სცენაზე აბრუნდა და გაუჩინარდა. ეს იყო ნამდვილი სასწაული და სიცოცხლე ყველა იმ წუთისთვის, როცა ინსტრუმენტებიდან ჯაზის წამლეკავი ენერგია უნდა გამოთავისუფლებულიყო.

 

დღეს საღამოს მუსიკოსი სხვა პროექტით დაბრუნდება, RH FACTOR ასე ქვია მის ბენდს, რომელიც ჯაზის, ჰიპ-ჰოპის, სოულისა და გოსპელის ელემენტებს აერთიანებს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

ტაბები ვისაც გინდათ...ქართული თუ უცხოური....დაწერე შენი მოთხოვნა და მიიღებ ტაბებს ან აკორდებს (გიტარაზე)

http://ikoguitar.ucoz.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...