planetanews Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 http://lfcglobe.com/images/daytwo23.jpg დღეს საქართველოს დროით 21:00 საათზე ჰოჯსონის, როგორც ლივერპულის ახალი მწვრთნელის სადებიუტო მატჩი გაიმართება არაბულ ალ-ჰილალთან, რომელიც ფაქტიურად აზრიური მადრიდის რეალია… ახალ სეზონში პირველი ამხანაგური მატჩი ავსტრიაში გაიმართება, სადაც ლივერები პირდაპირ შვეიცარიის ბაზიდან გაემგზავრებიან. ახლახანს დასრულებული მუნდიალის და ფეხბურთელების შვებულებების გამო როის განაცხადში ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეები ყავს. გამოცდილი ფეხბურთელებიდან ალპებში მხოლოდ აკვილანი, კირგიაკოსი, ივანოვიჩი, რიერა, ინსუა და ლუკასი იქნებიან. პირველ რიგში, რას მოელით მომავალი ამხანაგური თამაშიდან? რთული შეკითხვაა საპასუხოდ. ვისურვებდი ჩემი სადებიუტო მატჩი ლივერპულის ძირითადი გუნდის შემადგენლობით გვეთამაშა, მაგრამ ახლა მოედანზე ის ფეხბურთელები გავლენ, რომელთან პირველ გუნდში ან ძალიან ცოტა ან საერთოდ არ უთამაშიათ. ფეხბურთელების საშუალო ასაკი დაახლოებით 20 წელია… ამავდროულად ჩვენ ვხვდებით საუდის არაბეთის ჩემპიონ გუნდს და აზიური ჩემიპონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს… ყველაზე მნიშვნელივანი ისაა, რომ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი საკუთარი თავი წარმოაჩინონ როგორც ჩემს წინაშე, ისე გულშემატკივრების თვალში, რადგან დარწმუნებული ვარ ჩემსავით არც მათ იციან ბევრი მათ შესახებ… ეს ამხანაგური მატჩი რათქმაუნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მთავარი პრემერლიგის პირველ ტურში არსენალთან თამაშია, რადგან სწორედ იქ მეყოლება ნამდვილი ლივერპულის შემადგენლობა, რომელიც იმედი მაქვს სეზონის დასასრულს წარმატებას იზეიმებს… რამდენად დიდი შანსი აქვთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს რომ თავი გამოიჩინონ და მომავალ სეზონში გუნდში ადგილი დაიმსახურონ? დარწმუნებული ვარ დღეს ისინი იმედს არ გაგვიცრუებენ და მაქსიმალურად დაიხარჯებიან მოედანზე. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ძნელია, როცა ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ არა ძირითადი გუნდის ფეხბურთელები, არამედ რეზერვების ახალგაზრდები უნდა ათამაშო. ამავდროულად საკმარისი დრო არც მოსამზადებლად გვქონია, ჩვენ ხომ დაახლოებით მხოლოდ 2 კვირაა რაც ვარჯიშები დავიწყეთ… ძალიან დატვირთულ ფიზიკურ ვარჯიშებს ვაკეთებთ, მაგრამ ფრთხილადაც უნდა ვიყოთ ამხანაგურ თამაშებში, რადგან არ მსურს ტრამვების გამო რამოდენიმე ფეხბურთელმა სეზონის დასაწყისი გამოტოვოს. წინ უფრო მნიშვნელოვანი თამაშები გველის, თუნდაც 29 ივლისს ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამ დროისთვის გუნდი ჯანმრთელი და ფიზიკურად ძლიერი იყოს… ძალიან დიდია ინტერესი და სავარაუდოდ უამრავი მაყურებელი ნახავს ამ მატჩს პირდაპირ ეთერში… დიახ, მათთვის მინდა განვაცხადო რომ შემადგნელობაში არ იქნებიან კირგიაკოსი, მილან ივანოვიჩი და კავალიერი, რადგან სამივე ფეხბურთელი სულ რამოდენიმე დღეა შემოუერთდა გუნდს და ფიზიკურად ჯერ მზად არ არიან… რა სარგებელს ნახავს გუნდი ამ თამაშისგან? ყველა ამხანაგური მატჩი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში ფიზიკური ფორმის აღსადგენად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ისეთი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც აქამდე რეზერვებში იყვნენ, როგორებიც არიან ირვინი, აიალა, კელი, სპირინგი, შელვი, დელავალე, ეკლესტონი, ამოო და ინსი, მათთვის ეს თამაში ამავდროულად დიდი შანსია და ყველაფერს გააკეთებენ რომ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. ყველა ვარსკვლავი რომ გვყოლოდა ეს მატჩი მაინც არ იქნებოდა იოლი გასეირნება ჩვენთვის. ახლა კი ახალგაზრდა ფეხბურთელების ძალიან დიდი ბრძოლა დასჭირდებათ მოედანზე View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts