Nukriko Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 ყველა საქართველოს მოქალაქე ქართველია? თვლით რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხები, ქვემო ქართლელი აზერბაიჯანლები, ოსები, აფხაზები, ქურთები, ასირიელები, ქისტები, ჩეჩნები და ა.შ არიან ქართველი ერის ნაწილი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 თვლით რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხები, ქვემო ქართლელი აზერბაიჯანლები, ოსები, აფხაზები, ქურთები, ასირიელები, ქისტები, ჩეჩნები და ა.შ არიან ქართველი ერის ნაწილი? :yes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 ყველა საქართველოს მოქალაქე ქართველია? თვლით რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხები, ქვემო ქართლელი აზერბაიჯანლები, ოსები, აფხაზები, ქურთები, ასირიელები, ქისტები, ჩეჩნები და ა.შ არიან ქართველი ერის ნაწილი?კი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 ყველა საქართველოს მოქალაქე ქართველია?უცხოპლანეტელები არიან მაგენი და გასაყრელ დასახოცები, მაგათი ბრალია ყველაფერი, რომ ცხელა ეგეც! :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 შეიძლება მაშინ ჩაითვალოს 92-93 წლის კონფლიქტი აფხაზეთში, სამოქალაქო ომად? თუ ჩვენ ორივენი ერთი ერის ნაწილნი ვართ, მაშინ კომფლიქტი პოლიტიკური ხასიათისაა და პოლიტიკური ხასიათის კონფლიქტი. და მეორე, თუ კი აფხაზეთბი და ოსები ჩვენი ერის ნაწილნი არიან, რამდენად სამართლიანი და კარგი ნაბიჯი იქნება, ომში დაღუპულთა მემორიალზე არა მარტო ქართველების, არამედ აფხაზების და ოსების სახელებიც იყოს დაწერილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 მოდით მეგობრებო არ დავიწყებ კეკლუცობს,არ ვთვლი, არა იმიტომ რომ შოვინისტ-ნაციონალისტი ვარ, არა,ვფიქრობ რომ ის ხალხი არაა ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში,მათი ინტეგრაცია კი შესაძლებელია, ფული და ჭკუაა საჭირო+ნებელობა ადამიანებს ქართული არ ესმით, ე.ი. აზრზე არ არიან რა ხდება საქართველოში, ცხოვრობენ თავისთვის, თავისი წესებით, ჩაკეტილ სამყაროში, თუკი სახელმწიფო მოახდენს ამ ხალხის ინტეგრაციას ბუნებრივია მე ეს პირადად გამიხარდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 და მეორე, თუ კი აფხაზეთბი და ოსები ჩვენი ერის ნაწილნი არიან, რამდენად სამართლიანი და კარგი ნაბიჯი იქნება, ომში დაღუპულთა მემორიალზე არა მარტო ქართველების, არამედ აფხაზების და ოსების სახელებიც იყოს დაწერილი. ოოო აქამდე მისვლას ეთნიკურად ქართველი უმრავლესობა კიდევ რამდენიმე საუკუნეს მოანდომებს ალბათ :018: მანამდე ზეპატრიოტები გაატარეთ, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, ქურთებთან და თქვენ წარმოიდგინეთ მეგრელებთანაც კი დარჩათ დასაძაბ გასაყოფ გამოსაყოფი.. ინ გიურჯისტან ვი თრასთ! აუცილებლად .. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif შეიძლება მაშინ ჩაითვალოს 92-93 წლის კონფლიქტი აფხაზეთში, სამოქალაქო ომად?აქამდე რად ითვლებოდა? ეთნიკური დაპირისპირება ერთი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ისეთივე სამოქალაქო ომია როგორც ერთ ეთნიკურ ჯგუფში შეიარაღებული დაპირისპირება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 (edited) ყველა საქართველოს მოქალაქე ქართველია? ქართველია ის, ვინც თვლის ასეთად თავს. თვლით რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხები, ქვემო ქართლელი აზერბაიჯანლები, ოსები, აფხაზები, ქურთები, ასირიელები, ქისტები, ჩეჩნები და ა.შ არიან ქართველი ერის ნაწილი? სამწუხაროდ, არა. და ეს ჩვენი ბრალია, პირველ რიგში. ია ტაკ დუმაიუ. Edited July 17, 2010 by Grig Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 Siknadmoმოდით მეგობრებო არ დავიწყებ კეკლუცობს,არ ვთვლი, არა იმიტომ რომ შოვინისტ-ნაციონალისტი ვარ, არა,ვფიქრობ რომ ის ხალხი არაა ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში,მათი ინტეგრაცია კი შესაძლებელია, ფული და ჭკუაა საჭირო+ნებელობა ადამიანებს ქართული არ ესმით, ე.ი. აზრზე არ არიან რა ხდება საქართველოში, ცხოვრობენ თავისთვის, თავისი წესებით, ჩაკეტილ სამყაროში, თუკი სახელმწიფო მოახდენს ამ ხალხის ინტეგრაციას ბუნებრივია მე ეს პირადად გამიხარდება ოსებმა არ იციან ქართული? ან ოსები არ იყვნენ ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში? არ შეირგო ეთნიკურმა უმრავლესობამ ოსებთან ახლობლობა და მტრობით რაც მოიგო კი ვხედავთ ყველა.. აფხაზებზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რადგან არ ვიცი, მაგრამ ქართულად გალელი მეგრელები თუ არ ლაპარაკობდნენ არ გამიკვირდება აფხაზებსაც არ ელაპარაკათ.. სომხები ცალკე თემაა და თბილისელი სომხები თუ ფლობენ ენასაც და კულტურასაც იმიტომ არ ხდებიან დაცინვისა და ნაიეზდების მსხვერპლი? სამცხე ჯავახეთში ვერ ხედავენ ამას და ვერ ხვდებიან რომ ქართველებს ყველა ეზიზღება საკუთარი თავის ჩათვლით თუ რაფრაა აბა მაი ამბავი? ჯერ ქართველებმა უნდა ისწავლონ საკუთარი და სხვისი პატივისცემა და მერე იმ სხვას მოსთხოვონ ანალოგიური პასუხი. ის რომ ვიღაცეები თურმე საქართველომ შეიფარა და ეხლა ეს ვიღაცეები თავზე გადაჯმას იწყებენ არგუმენტად არ გამოდგება, რადგან კაცმა არ იცის ვინ ცხოვრობდა ბოლო ბოლო თბილისის შემოგარენში პირველი, ხოხობი თუ სომეხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 (edited) ეგ რთული საკითხია. ბეთჰოვენასი არ იყოს, გააჩნია რა შემთხვევაში. ეხლა მე სომეხს რო ვუთხრა შენ სომეხი ხო არა ხარ, ქართველი ხარ ძმაო და ქართულ სკოლაში უნდა ისწავლო, თუ ღმერთი გწამს ქართულ ეკლესიაში იარო, სუბ-სარქისი და მესროპ მანშტოცი დაივიწყო-თქო, ეწყინება. საქართველოს გარეთ რომ მოხვდება ეგ სომეხი და მაგალითად ინგლისელს რო გამოელაპარაკება ეტყვის მაი მაზერლენდ იზ არმენიაო. მე მაგალითად ეს ყველაფერი არ მწყინს და ბუნებრივად მიმაჩნია, მეტიც სწორედ ამის გამო პატივს ვცემ მათ და მეზიზღება ის ადამიანები, ვინც ეროვნულ იდენტობას კარგავენ.თუმცა რა თქმა უნდა ჩემს ქვეყანაში მას აქვს 100%-ით იგივე უფლებები, რაც მე და სახელმწიფოსაც 100%-ით იგივე ვალდებულება აქვს მის წინაშე, რაც ჩემი.ასე რომ როგორც მინიმუმ გაუნათლებლობაა და გარკვეულწილად სხვისი უფლებების დარღვევაც სომეხს უწოდო ქართველი. არც ერთ ნორმალურ სომეხს არ უნდა და არც უნდა უნდოდეს იყოს ქართველი.კაცი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ეროვნებას, გენეტიკას, წარსულს, სისხლს, ფესვებს და უარს ამბობს მასზე სირცხვილის ან სხვა პრივილეგიების გამო, კაცი არ არის და შეძენილ ეროვნებას მითუმეტეს დაიკიდებს და არ სცემს პატივს, არ მოუფრთხილდება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ არა მოქალაქეობაზე, არამედ ეროვნებაზე მაქვს საუბარი იმ ერისთვის დამახასიათებელი ტრადიციების, ენის და რწმენის ჩათვლით. Edited July 17, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted July 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 (edited) ეხლა მე სომეხს რო ვუთხრა შენ სომეხი ხო არა ხარ, ქართველი ხარ ძმაო და ქართულ სკოლაში უნდა ისწავლო, თუ ღმერთი გწამს ქართულ ეკლესიაში იარო, სუბ-სარქისი და მესროპ მანშტოცი დაივიწყო-თქო, მოდი ერთ რამეს გეტყვი. ყველა იტალიელი ამერიკაში ჩასული არის ამერიკელი, მარა გარკვეულწილად არ კარგავს თავის იტალიელობას, ესევეა ირლანდიელიც. ამერიკის ჯარში მსახურობენ, ამერიკელი პატრიოტები არიან ერთი სიტყვით. არ დაივიწყოს იმ სომეხმა რომ სომხური წარმომავლობის არის, მარა მსგავსად ამერიკელ იტალიელებისა ისიც ქართველი სომეხი გახდეს. მეორე არის რწმენა, პირველ რიგში რწმენას რაც შეეხება, მე ისე გავაკეთებდი რომ მავიანთი წმინდა წიგნები ქართულად მიუწვდებოდეთ. მაგალიტად სპეციალურად დავურიგებდი ყორანს და დავურიგებდი სპეციალურად ყველა ქართულ მეჩეთს, ყველა მაჰმადიანს, რათა ისინი თავიანთ სარწმუნოებაზე ინფორმაცია ქართულად მიუწვდომოდეთ, ასევე სომხურ რელიგიურ სტატიებს, დოგმებს, წიგნებს ვთარგმნიდი ქართულად და ისე მივაწოდებდი სომხებს და ა.შ და ამას პირველ რიგში გავაკეთებდი იმიტომ რომ ქართული გახდეს მათი მთავარი ენა. გაცილებით მეტი პერსპექტივა ჰქონდეთ მათ ქართული ენის ცოდნით ვიდრე მაგალითად სომხურის და აზერბაიჯანული ენის ცოდნით. ხოლო მოთხოვო რომ სარწმუნოება შიეცვალონ, ყველაზე კრეტინული ნაბიჯია რისი გაკეთებაც კი შეიძლება. ასე რომ როგორც მინიმუმ გაუნათლებლობაა და გარკვეულწილად სხვისი უფლებების დარღვევაც სომეხს უწოდო ქართველი. არც ერთ ნორმალურ სომეხს არ უნდა და არც უნდა უნდოდეს იყოს ქართველი.აბა რატომ შეინიშნება სომხების ქართველ გვარზე გადასვლის პროცესი Grigსამწუხაროდ, არა. და ეს ჩვენი ბრალია, პირველ რიგში. ია ტაკ დუმაიუ. ინტერნაციონალიზმი არის საჭირო როცა მრავალეთნიკური სახელმწიფო ერთ ორგანიზმად უნდა შეიქმნას და მერე უკვე რომ ერთ ნაწილად გადაიქცევა ნაციონალიზმის ტალღა ამთავრებს ამ ერთ ორგანიზმად შექმნის პროცეს. ჩვენ ჯერ არ ჩამოვყალიბებივართ და უკვე ნაციონალიოზმს ვაწვებით.. პ.ს ანდერსონის "წარმოსახვითი საზოგადოება" წაკითხული გაქვს? Edited July 17, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 არ არიან, უნდა იყვნენ კი... მათი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასთან ერთად. მე არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანი იყოს საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე იმ დროს, როდესაც ქართული ენა არ იცის და არც უნდა რომ იცოდეს, შესაბამისად არც სწავლობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 analgin ანალგინ ეროვნების შეცვლაზე კი არ არის ბაასი კაცო ნაციონალურ კუთვნილებაზე ვსაუბრობთ. აღარ გინდათ ქართველებს განვითარება? როდემდე გინდათ მონოეთნიკურობაზე დამყნობილ სუბკულტურაზე აგებულ ჭაობში ყურყუტი? რა ფრაზა მივეცი? არ დადგა დრო ნაციად ფორმირებაზე იფიქროთ? ნაციად რომელსაც ეწოდება ქართული და რომელიც მრავალი სხვადასხვა ეროვნების ადამიანს გააერთიანებს? ეროვნება და ნაციონალობა ჩემთვის სხვადასხვა რამეა.. ეს ინჩა ტო :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 Nukrikoშეიძლება მაშინ ჩაითვალოს 92-93 წლის კონფლიქტი აფხაზეთში, სამოქალაქო ომად?რა სამოქალაქო ომი? ვინ თვლის სამოქალაქო ომად? კონფლიქტი აფხაზეთში იყო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელშიც მოწინააღმდეგის მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი სეპარატისტულად განწყობილი საქართველოს მოქალაქეები, ისევე რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, დაქირავებულები და მოხალისეები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 Saturnვა, შავი სატურნი გაიჩითა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.