planetanews Posted July 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 http://1.bp.blogspot.com/_5sKWGM6jQa4/SomdqxpmqeI/AAAAAAAACQc/kGcjwOrBxgQ/s400/Kuyt_Netherlands1-0England.jpgმსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხი, ცხადია, უდიდესი იმედგაცრუება იყო ჰოლანდიელი ფეხბურთელებისთვის, თუმც ისინი მომავალში ალბათ კარგსაც ბევრს გაიხსენევენ სამხრეთ აფრიკის მუნდიალიდან.“ნარინჯისფერთა” ფორვარდი დირკ კიუიტი ამბობს, არასდროს დამავიწყდება, როგორ მხურვალედ გვქომაგობდნენ ჩვენი თანამემამულეები და ამას რომ გავიხსენებ, ყოველთვის ამაყი ვიქნები, რადგან ჰოლანდია იშვიათად ყოფილა ასე ერთიანი და შეკრულიო. “არც კი ვიცი, ასე კიდევ რამ შეიძლება გააერთიანოს ჩვენი ქვეყანა. ეს უნიკალური მოვლენაა. თანამემამულეები ბოლომდე გიჭერენ მხარს. ამას ყველგან ხედავ და მოზღვავებული სიამაყით განიცდი, რომ ჰოლანდიელი ხარ. ფეხბურთელებმაც ყველაფერი გავიღეთ, რათა მადლობა გადაგვეხადა თანამემამულეებითვის ასეთი მხარდაჭერისთვის.”ჰოლანდიამ ფინალამდე მოიგო უკლებლივ ყველა თამაში, იქ კი ესპანეთთან დამატებით დროში გაშვებული გოლის გამო დამარცხდა. ამის მიუხედავად ბერტ ვან მარვიიკის გუნდი ამსტერდამის ქუჩებში, უფრო სწორედ კი არხებში ნავით რომ ჩამოატარეს, ჰოლანდიელმა ხალხმა ისეთი დახვედრა მოუწყო, რომ ბევრით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა ჩემპიონ ესპანელთა დახვედრას. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts