Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლუის რემი – ახალი შენაძენი!


Recommended Posts

http://www1.bongda.com.vn/data/Image/2010/Thang04/27/Loic%20Remy2.jpgNice Matin-მა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “Nice-ს” თავდამსხმელი უკვე სამედიცინო შემოწმებას გადის. მისი გადმოყვანა როის €15 მილიონი დაუჯდა.

 

ფრანგი ფორვარდი ხვალ ჩამოვა მერსისაიდში, გაივლის სრულ სამედიცინო შემოწმებას, ხელს მოაწერს 4 წლიან კონტრაქტს და გაემგზავრება შვეიცარიაში როისთან და თავის ახალ გუნდთან.

 

“ლივერპული ლეგენდარული კლუბია” – განაცხადა რემიმ.  “მე ძალიან ვღელავდი გადმოსვლის პროცესის შეფერხებისას. გუნდს შესანიშნავი სტადიონი და შესანიშნავი პუბლიკა ჰყავს.”

 

“ლივერპულმა” ჯერ მხოლოდ ნაწილი, €9 მილიონი გადაუხადა “ნიცეს”, მალე კი დანარჩენსაც დაუმატებს.

 

ამასობაში, “ლივერპულელები” აღმოსავლურ მოგზაურობაში არიან “ევროპის ლიგის” შესარჩევ ტურნირზე. რაც შეეხებათ “წითლების” მოამვალ მეტოქეს, ეს ან სომხეთი, ან მაკედონია იქნება. (ის საოცარი დღეც დადგა, ქართველები სომხებს ვგულშემატკივრობთ http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif ).

 

წყარო: joe.ie

 

 

პირადი ინფორმაცია ლუის რემზე ვიკიპედიიდან:

 

სახელი: Loïc Rémy

დაბადების თარიღი: 2 იანვარი, 1987 წ (23 წლის)

დაბადების ადგილი: საფრანგეთი

სიმაღლე: 1.84 მეტრი

პოზიცია: თავდამსხმელი

 

რემი 1997-2008 წლებში საფრანგეთის “ლიონის” ღირსებას იცავდა, შემდეგ კი “ლენსში” გადავიდა, თუმცა ძალიან მალევე, იმაველ წელს “ნიცეში” განაგრძო კარიერა.

 

ფორვარდი 2007/09 წლებში გამოძახებული იყო საფრანგეთის 21 წლანდელთა ნაკრებში, 2009 წელს კი მთავარ ნაკრებში მიიწვიეს.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...