planetanews Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 http://www.camminandoscalzi.it/wordpress/wp-content/uploads/2010/03/torres_gerrard_sell.jpgინგლისური “ლივერპულის” ახალი დამრიგებელი, როი ჰოჯსონი კატეგორიულად გამორიცხავს მისი გუნდის ლიდერების – ფერნანდო ტორესისა და სტივენ ჯერარდის კლუბიდან გაშვებას, სამაგიეროდ არ უარყოფს, რომ შესაძლოა “ლივერპულმა” მომდევნო სეზონი ხავიერ მასკერანოს გარეშე დაიწყოს. “როდესაც ფერნანდო ტორესს შევხვდი, მივხვდი, რომ იგი ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ტორესი არის ფეხბურთელი, რომლის შენარჩუნებაც კლუბში ყველას გვსურს. ესპანელი არ იყიდება, ჩვენ მის ტრანსფერთან დაკავშირებით შემოთავაზებებს არც კი განვიხილავთ” – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს Press Associacion. ჰოჯსონმა გამორიცხა გუნდიდან ჯერარდის წასვლის შესაძლებლობაც: “’პოზიტიურად წარიმართა ჯერარდთან შეხვედრაც. ახლა “ლივერპული” ისეთ სიტუაციაშია, რომ გამუდმებით ვრცელდება ხმები გუნდის ლიდერების გაყიდვასთან დაკავშირებით. ჯერარდს გასაგებად ავუხსენი, რომ ჩვენ მის გაყიდვას არ ვაპირებთ. ლივერპულმა თავისი პოზიცია მკაფიოდ განსაზღვრა – არ ვყიდით ლიდერებს, ვცდილობთ მათ გარშემო ახალი გუნდის აშენებას”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts