Jump to content
Planeta.Ge

დეპრესირებული ჩანაწერი


Recommended Posts

დრო გადის .სარკიდან უკვე შუახნის მამაკაცი მიყურებს და ცოდვა გამხელილი სჯობს- მომბეზრდა ავი ქვეყნის ავი შვილობა.....პოლიტიკისადმი დღითიდღე ინტერესი მიქრება,რაიმე ჯიბისთვის, თან გონებისთვის სასარგებლო საქმის კეთება მსურს მხოლოდ, თუმცა .....ნეგატივი კვლავ სჭარბობს პოზიტივს და ძნელია ყურები დაიხშო თუ თვალები ამოითხარო.

ამ თემაში მინდა გარკვეულ მოვლენებს სახელი დავარქვა . მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება თქვენს განწყობილებას.

თუ დეპრესიულ ინტონაციაში მოგეჩვენებათ დაწერილი. ასეცაა. ყველას გადაგვიტანია ასეთი პერიოდები.მომიტევეთ,მაგრამ ნიღაბს ვერ გავიკეთებ....

 

კითხვას კი პირველად საკუთარ თავს დავუსვავ.....

 

ვიყავი მართალი ,როცა პოლიტიკით დავირუსებული, ბავშვობიდან მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი? მთლიანობაში არა ,რადგანაც ნებისმიერ ქმედებას უნდა ქონდეს შემდგომი გაგრძელების წარმოსახვითი სცენარი მაინც.მე კი გულით მივყვებოდი აფრიალებულ დროშებს, რომელმაც ის ღირებულებებიც მიწაზე დაახეთქა ,რის გამოც ყველაფერი დაიწყო,მაგრამ წამით არაა სანანებელი ძირითადი ფასეულებათა ერთგულება -გვინდოდა ჩვენი თავის უფლების მენეჯერები ჩვენვე ვყოფილიყავით,მაგრამ ეს მისწრაფება ჯერ ეროვნულმა მოძრაობამ ჩამოასხა დეფორმირებულ ყალიბში,ხოლო შემდეგ წუპაკმა პუტჩისტებმა ( კოპირაით ბაჩო) საერთოდ საკუთარ ინტერესებს შეურწყეს.

 

მთლიანად დასანგრევია უახლოესი ისტორიის შეფასების კრიტერიუმები. ვუწოდოთ პირდაპირი სახელი- ეროვნული მოძრაობა იყო დიდი რეგრესი,რადგანადაც მან შთანთქა ჯორჯიან ჰომო სოვეტიკუსში ჩანასახში არსებული თავისუფლების კომლექსური გააზრების სურვილი და აბსტაქტულ "ეროვნულ" სიბტყეზე გადაიყვანა ...

 

რა უფლება აქვთ საერთოდ სახელმწიფო საბჭოს , 93-2003 წლის "პარლამენტის" წევრების უდიდეს ნაწილს ,მოქალაქეთა კავშირის აქტივს, , წითელ ინტილიგენციას ხმა ამოიღოს?!

პირდაპირ მოგმართავთ-თუ ეროვნული მოძრაობა ეს იყო მცთარი, მაგრამ გულწრფელი სტრატეგია,თქვენი საქციელი ამნისტიას არ ექვემდებარება .

დიახ , ჩასარეცხები ხართ და საბოდიშო გაქვთ, რომ დაღუპეთ თაობები და დაამსხვრიეთ ჩვენი საუკეთესო წლები. თავი მაინც დახარეთ ამის გამო ორდენომანებო...მაგრამ მარტო ესენი იყვნენ პოლიტიკიდან მოსაშორებელნი რაღა გვიჭირდა ........

 

ერთი ტიპიური სიტუაცია მახსენდება:

99 წლის არჩევნები . ახლობელი სმაკელი კბილებით იცავს შევარდნაძეს , მიმტკიცებს რომ "თუ არა ედუარდი... აბა ვინ " , „კარიერისათვის მჭირდება ძმაუ ,თორემ შევარდნაძის დედა არ ვატირე ?! „

ის იყო იმ სისტემის ნაწილი ....დღეს? არ გაგიკვირდებათ..... ნაციონალების შტატიანი აპოლოგეტია, „იმ წვიმაშიც“ იქ იდგა , "დასავლურ" ღირებულებებს იცავს კრემლისაგან ,“ ფაქ რაშაც“ შესაძლოა დაუწერია ფორუმებში :P

ჰოდა სისტემა "99"ს ყველა აქტივისტი , ეს ფსევდორეფორმატორების ჯგუფი, აგრეთვე ძნელად ექვმდებარება ამნისტიას .

არავინ და არასდროს არ შეიძლება იყოს დავიწყებული.

დროა ყოველმხრივი შეფასება მიეცეს არამარტო 90ნ წლებს ,არამედ შევარდნაძის დროს ჩატარებულ არჩევნებს და ედუარდის დამხმარე ყველა ჭანჭიკს.

ბოდიშიც არ მოუხდიათ ედუარდის ლობირებისათვის ,ისე მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღეს აქეთ ცდილობენ პროგრესის დროშა ხელთ იგდონ. თუ თქვენ პროგრესი ხართ, ამ სახის „პროგრესის“ თავზეც გავიარე.....

თქვენ კი იმ ინტილიგენციასთან ერთად ჩასარეცხები ხართ...ისინი მაინც დაბერდნენ, ძალა აღარ აქვთ.....აი თქვნ ხართ მათი შვილები და საქმის გამგრძლებლები....

“პოლიტიკაა ძმაუ“-იტყვის მათი დიდი ნაწილი და თუ ხელისუფლება შეიცვალა, ,ახალ ნავზე გადაბარგდებიან.,...,.“ვაჰ ,აბა ოჯახს და ბიზნესს ხომ უნდა მიხედვა“ ........ყურში ჩაგვჩურჩულებენ სუფრებზე, აქით დაგვადებენ ვალს , სამშობლოს სადღეგრძელოსაც იტყვიან და შეიძლება ერთი კვირა მონასტერშიც გაატარონ ცოდვების მოსანანიებლად.

ამიტომაც არჩევნებს ეჭვიანი მზერით უყურებს მოსახლეობის უმრავლესობა . გარყვნილი ძველი და ახალი ელიტა, დეგრადირებული ინტელექტუალები თუ ხელოვანნი, უნიათო , უკვე გაფუჭებული „ქართული პრაგმატიზმით „ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი....

საიდან უნდა ველოდოთ ცვლილებების შესაძლებლობას?

მაინც წინ!!!!

რადგანაც ზუსტად ამ ერთი ადგილის ტკეპნამ გარყვნა ქართული საზოგადოება.

პრობლემის გასაღები მრავალმხრივ საშუალებებშია , რომელთაგანაც უმთავრესი განათლების სისტემის გაუმჯობესებაში,არასამთოვრობო სექტორის ხელშეწყობაში , ერთპარტიულობის ქართული სმკური ფორმის დემონტაჟში და პროფესიონალიზმის სტიმულირებაშია.

 

გარყვნილი ელიტა ცდილობს ხალხზე გადატეხოს ჯოხი. „რაც ერია , ის ელიტააა“ ამკვიდრებენ აზრს , მაგრამ ჩემი აზრით ,მთლიანად მოსახლეობის ნაწილის დეგრადაცია იმ დონეზე არაა მისული ,როგორიც პალიტიკური ელიტის . ეს იძლევა იმედს ,რომ შესაძლებელია ეს პერიოდი გადავლახოთ, მანამდე კი მოვკალათდეთ ტელევიზორთან....დავტკბეთ როგორ ვითარდებით ...მერე რა რომ მაცივარში არაფერი დევს და სამუშაო არც არსად არაა ....მთავარია წარმოსახვით ხომ ვართ ევროპაში ყველაზე მაგარი კურორტების, ქუჩების და არქიტექტორ-პრეზიდენტის მფლობელები....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ადმინ ერთი კითქვა..

 

შენს სუვერენულ ფიქრებში შემთხვევით პოლიტიკური მეთოდების ალტერნატივის კონტურები ხომ არ გამოჩნდა?

 

არა?

 

მაშინ გააგრძელეთ ტელევიზორის ყურება.. :018:

 

 

 

 

ისე კი ამ თემასთან კავშირშია და ამ ლინკზეც შეიხედეთ ეროვნულებო :user:

 

ხელოვნური სახელმწიფო – საქართველო

 

 

პლუს აქვე ვიტყვი რომა ვიზიარებ პირველი პოსტის ტკივილ ნარევ სევდიან პათოსს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

წავიკითხე შენი პოსტი ბლოგზე . "ხალხის აყოლიება გამსახურდიაზე" არ ყოფილა.იდგა არჩევანი ბოლშვიზს და რაიმე ახალს შორის. ხალხმა ეს გაურკვეველი ახალი აირჩია. გამსახურდია კი ხელისუფლებაში ყოფნიოსას ძალიან ფრთხილობდა , გადაწარბებითაც კი. აი რიტორიკა და გამოცდილება ცხადია კარგი სამსახური არ გაუწია. მთლიანად 89 წლიდან მოყოლიებული "ეროვნუილი მოძრაობა " იყო დიდი შეცდომა. ზვიადის არანაიირად არ დავაბრალებდი მარტო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

asds

წავიკითხე შენი პოსტი ბლოგზე . "ხალხის აყოლიება გამსახურდიაზე" არ ყოფილა.იდგა არჩევანი ბოლშვიზს და რაიმე ახალს შორის. ხალხმა ეს გაურკვეველი ახალი აირჩია. გამსახურდია კი ხელისუფლებაში ყოფნიოსას ძალიან ფრთხილობდა , გადაწარბებითაც კი. აი რიტორიკა და გამოცდილება ცხადია კარგი სამსახური არ გაუწია. მთლიანად 89 წლიდან მოყოლიებული "ეროვნუილი მოძრაობა " იყო დიდი შეცდომა. ზვიადის არანაიირად არ დავაბრალებდი მარტო.

რათქმაუნდა მხოლოდ გამსახურდიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს წარუმატებლობაზე, უფრო სწორედ კი გამსახურდიაზე, შევარდნაძეზე და სააკაშვილზე მეტად ქვეყნის სავალალო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა საზოგადოებას ეკისრება, რომელიც ისეთია როგორიც არის და ალბათ არ ვიკამათებთ იმაზე რომ ეს საზოგადოება როგორც 20 წლის წინ ვერ ახერხებდა ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას ისე დღეს ვერ ახერხებს ამას..

 

ანუ ჩემი აზრით თავი და თავი საზოგადოებაა და ამიტომაც ჩავდე ის ლინკი ამ თემაში, რადგან შენი პოსტის პათოსიც ასე თუ ისე საზოგადოების როლზე და პასუხისმგებლობაზე მიუთითებს წარსულ თუ მიმდინარე პროცესებში..

 

 

ხოდა ლაშა ერთი მითხარი თუ შეგიძლია, ვხედავთ ხო რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა მართლა ვერ არის სათანადო სიმაღლეზე და არ მაინტერესებს ეხლა ვინ რამდენჯერ გადაიკითხა ან იბრალებს რომ გადაიკითხა ბუმბერაზი კლასიკოსები : ))) ვიცით ხო რომ ბოლო 20 წელი საზოგადოება შეცდომას შეცდომაზე უშვებს? ვიცით ხო რომ ჩვენი თაობაც ვერ გამოდგა რიგი მიზეზების გამო წინამორბედ თაობაზე ბევრად უკეთესი? თუ ეს ვიცით მაშინ ისიც ფაქტი უნდა იყოს ხო რომ სათანადო დონის არ მქონე საზოგადოება უკეთეს თაობას ვერ გაზრდის რადგან არ იცის ეს როგორ გააკეტოს?

 

ხოდა თუ ეს ასეა მითხარი როგორ შეიძლება ან პოლიტიკური მეთოდებით დაუპირისპირდე რეჟიმს ან ამ საზოგადოების მიერ რჩეული უმცირესობის პოზიციაში ჩაყენებული ე.წ. ელიტაზე ამყარებდე იმედებს?

 

იქნებ ერთადერთი გამოსავალი მართლა ამბოხებაა და ხელისუფლებაში ბუნებრივი რჩეული უმცირესობის მოყვანა, რომელიც ზემოდან ქვემოთ განახორციელებს ყველა იმ პოპულარულ თუ არაპოპულარულ რეფორმას, რომელიც დღევანდელ ბავშვებს და მათ შვილებს ცივილიზებულ მოქალაქეებად ფორმირების საშუალებას მისცემს?

 

მესმის რომ ომი არ ვარგა და მესმის რომ სამოქალაქო დაპირისპირება არავის ჭირდება, მაგრამ როგორ აპირებთ ხალხო თქვენი უფლებების და თქვენი დაბადებული და ჯერ არ დაბადებული შვილების უფლებების დაცვას ამ საზოგადოებისა და ამ საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის გადამკიდე?

 

ნუთუ მართლა ფიქრობთ რომ ევროპელები ან ამერიკელები თავს მოიკლავენ თქვენი უფლებების დარღვევის გამო? კლინტონმა არ შეაქო ქართული დემოკრატია? კლინტონამდე ბაიდენმა არ შეაქო ქართული დემოკრატია? ევროპამ მრავალგზის არ უღიარა სააკაშვილს, მანამდე კი შევარდნაძეს გაყალბებული არჩევნები?

 

როდის გაიღვიძებთ?

 

 

პირადად ჩემთვის სურათი ნათელია თუმცა ცუდი ის არის რომ საზოგადოების მინიმალურად აუცილებელი რაოდენობაც კი არ არის გამოღვიძებული რომ რეჟიმთან დაპირისპირებას ადეკვატური საფუძველი შეექმნას და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვისთვის ბრძოლა სუიციდურ კამპანიას არ დაემსგავსოს..

 

 

მოკლედ ხალხო ერთხელ დაიბადეთ და ერთხელ მოკვდებით და იმისთვის არ მოსულხართ ამ ქვეყნად ვინმე შევარდნაძის, ვინმე სააკაშვილისა და მათი მონა ვინმე ნაძირლების გულავს უყუროთ იმედ მოკლულმა და ნახევრად მშივრებმა..

მე ასე ვფიქრობ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

რათქმაუნდა მხოლოდ გამსახურდიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს წარუმატებლობაზე, უფრო სწორედ კი გამსახურდიაზე, შევარდნაძეზე და სააკაშვილზე მეტად ქვეყნის სავალალო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა საზოგადოებას ეკისრება, რომელიც ისეთია როგორიც არის და ალბათ არ ვიკამათებთ იმაზე რომ ეს საზოგადოება როგორც 20 წლის წინ ვერ ახერხებდა ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას ისე დღეს ვერ ახერხებს ამას..

ხოდა ამიტომაც მოვიდა რუსეთი 200 წლის წინადაც და ამ 80 წლის წინაც და გვითხრა რომ თუ თქვენ ქართველებს დამოუკიდებელი ქვეყნის შენების ტრაკი და შანსი არა გაქვთ მოდით მაშინ ჩვენ გადაგიწყვიტავთ თქვენს მაგივრად საით უნდა იაროთ, რა პოლიტიკა უნდა აირჩიოთ და როგორ უნდა იცხოვროთო... გასმევთ, გაჭმევთ, მშვიდობით და იაფადაც გაცხოვრებთ და შემოსავლების საშუალებასაც მოგცემთო...

 

დამისახელეთ ქართველი მილიონერი რომელიც რუსეთში არ გამდიდრებულიყოს!!! ... და დამისახელეთ ქართველი მილიონერი რომელიც ამერიკაში ანდაც გერმანიაში გამდიდრდა! :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქვე ვიტყვი ამ თემაში რომ შეიძლება რაღაც დროის შემდეგ საზოგადოების ერთი ნაწილი მივიდეს გააზრებამდე იმისა რომ არსებულ კრიმინალურ რეჟიმს, კორუმპირებულ პოლიტიკურ სისტემასა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ ელიტას ძალისმიერი მეთოდებით თუ გაანეიტრალებ მხოლოდ, თუმცა ვშიშობ რომ როგორც ბოლო ოცი წლის მანძილზე ასევე მაგ შემთხვევაშიც არასწორ/უღირს "ადამიანებს" ენდობა და ისევ წრეზე წავა, წრეზე რომელზეც 20 წელია დადის..

 

 

ერთმა შეიძლება თქვას, რომ პოლიტიკურ ბრძოლას აზრი აქვს, რადგან სააკაშვილის რეჟიმის და პოლიტიკური სისტემის გაკეთილშობილება შეიძლება. თითქოს სააკაშვილი ცდილობს კიდეც ამას, უნდა რა რომ ჩამოაშოროს პოლიტიკას და საზოგადოებრივ მხარდაჭერას "წიწიბურ მესიური" ტიპაჟის პოლიტიკისთვის სრულიად შეუფერებელი "ადამიანები", მაგრამ ამ შემთხვევაშიც სერიოზული შეცდომის დაშვება ხდება. შეცდომის, რადგან შეუძლებელია გააკეთილშობილო რეჟიმი რომელსაც მკლავებამდე აქვს ხელები გათხვრილი საკუთარი ხალხის სისხლში, რომელიც გარეულია იარაღისა და ნარკოტიკების ვაჭრობაში და რომელიც არაფრად დაგიდებს ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებსა და თავისუფლებებს..

 

 

ეს მძიმე კვანძი მხოლოდ ძალისმიერი მეთოდით შეიძლება გაიხსნას, რადგან სამწუხაროდ თავად საზოგადოებამ არ დაიტოვა სხვა გზა 20 წლიანი არაადეკვატურობის შედეგად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ხოდა ამიტომაც მოვიდა რუსეთი 200 წლის წინადაც და ამ 80 წლის წინაც და გვითხრა რომ თუ თქვენ ქართველებს დამოუკიდებელი ქვეყნის შენების ტრაკი და შანსი არა გაქვთ მოდით მაშინ ჩვენ გადაგიწყვიტავთ თქვენს მაგივრად საით უნდა იაროთ, რა პოლიტიკა უნდა აირჩიოთ და როგორ უნდა იცხოვროთო... გასმევთ, გაჭმევთ, მშვიდობით და იაფადაც გაცხოვრებთ და შემოსავლების საშუალებასაც მოგცემთო...

 

დამისახელეთ ქართველი მილიონერი რომელიც რუსეთში არ გამდიდრებულიყოს!!! ... და დამისახელეთ ქართველი მილიონერი რომელიც ამერიკაში ანდაც გერმანიაში გამდიდრდა! :yes:

ჩვენ ხომ დამოუკიდებელი საქართველოს კონტექსტში განვიხილავთ საჭირბოროტო თემებს?

 

არ მინდა ძმაო დედაარღნიანი რუსეთის მონობა და ძალაა? არ მინდა და არც შეიძლება მინდოდეს, რადგან სხვისი არ ვიცი და მე პირადად მჯეროდა და მჯერა რომ საქართველოს აქვს შანსი იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და იყოს წარმატებული თუ საზოგადოებამ ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძა და საკუთარი თავის გაუმჯობესებაზეც იფიქრა და მართლა რჩეულ უმცირესობასაც დაუჭირა მხარი..

 

მე მამენტ ისე ვატყობ საქართველოში დაბრუნება არ მიწერია, მაგრამ ვისაც ასეთი პრობლემა არ გაქვთ არ გინდათ ტო მართლა დამოუკიდებელ და განვითარებულ ქვეყანაში იცხოვორონ თქვენმა შვილებმა?

 

არ ვამბობ რომ რუსეთთან უნდა ვიომოთ და ვეჩნა აგრესიული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, რათქმაუნდა არა, მაგრამ არც იმას მივიჩნევ ნორმალურად რომ ვიღაცა მოსკოველმა ბიუროკრატებმა საქართველოს მოსახლეობის მაგივრად გადაწყვიტონ რა იქნებოდა ქვეყნისთვის და ხალხისთვის კარგი და რა არა..

 

ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოიღვიძოს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დრო გადის .სარკიდან უკვე შუახნის მამაკაცი მიყურებს და ცოდვა გამხელილი სჯობს- მომბეზრდა ავი ქვეყნის ავი შვილობა.....პოლიტიკისადმი დღითიდღე ინტერესი მიქრება,რაიმე ჯიბისთვის, თან გონებისთვის სასარგებლო საქმის კეთება მსურს მხოლოდ,

ეს ძალიან ნორმალურია. და მისასალმებელია.

 

ამ პოსტში მარტო განწყობაა. თქვენი დასკვნები, განზოგადება იქნებოდა საინტერესო.

 

მაგალითად, მამაჩემისგან გამიგია განვლილ პერიოდზე "მსუქანი მონის ბრძოლა თავისუფლებისთვის გაუგებარი და ულოგიკოა. ან მონა არ უნდა იყვე, ან სუქანი არ უნდა იყვე"-ო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

მაგალითად, მამაჩემისგან გამიგია განვლილ პერიოდზე "მსუქანი მონის ბრძოლა თავისუფლებისთვის გაუგებარი და ულოგიკოა. ან მონა არ უნდა იყვე, ან სუქანი არ უნდა იყვე"-ო.

სიმსუქნე ჯამრთელობის პრობლემაა და სხვადასხვა მიზეზით გვაკითხავს . განზოგადოება არაერთხელ გამიკეთებია ვაპირებ საბჭოტა კავშირს მივუძღვნა ერთი პოსტი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეჟიმი რომელსაც მკლავებამდე აქვს ხელები გათხვრილი საკუთარი ხალხის სისხლში

მკლავებამდე არა, ყელამდე :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მკლავებამდე არა, ყელამდე :018:

მართალი ხარ. ყელამდე :givi: http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

მარტო ავისტოს ავანტიურას რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა ორივე მხარეს? რამდენი ათასი გაუბედურდა და მწუხარებას გადაყვა? რამდენმა ცხოვრება დაკარგა? რამდენმა დღემდე ვერ იპოვა საკუთარი ადგილი? რამდენმა დაკარგა იმედი? ხოდა კი გამოდის ყელამდე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იდგა არჩევანი ბოლშვიზს და რაიმე ახალს შორის.

ხალხმა პროტესტი აირჩია, მაგრამ პროტესტის ისტერიული ფორმა და არა

გონივრული ვარიანტი, ამაში დამნაშავე ერლიდერები იყვნენ, არანორმალურები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დრო გადის ... ცოდვა გამხელილი სჯობს- მომბეზრდა ავი ქვეყნის ავი შვილობა.....პოლიტიკისადმი დღითიდღე ინტერესი მიქრება,რაიმე ჯიბისთვის, თან გონებისთვის სასარგებლო საქმის კეთება მსურს

 

ეჰ... რაღაც მეც სევდა შემომაწვა....ეს არის "უპრასვეტო" ქვეყანა.... სადაც ხალხს მარტო სევდა აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ეს არის "უპრასვეტო" ქვეყანა

ჭეშმარიტებას უბნობ სევდიანო :givi: http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

..ეს არის "უპრასვეტო" ქვეყანა.

ქართველებისთვისაა უპრასვეტო, ზატო სომხები არიან მაგრად მომჯდარი.

სადაც ხალხს მარტო სევდა აქვს

მთავრობა იყოს კარგად და ხალხი ცალ ფეხზე ჰკიდიათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...