planetanews Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/2008-10-15_11.jpgლაგოდეხის რაიონს უკვე 20 საათია ელექტროენერგია არ მიეწოდება. დენის გარეშეა დარჩენილი რაიონული საავადმყოფო, სამშობიარო, ბავშვთა პოლიკლინიკა, პოლიცია და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. ელექტროენერგია არ მიეწოდება რადიო „ჰერეთს“ და ბაისუბანის ტელეანძას. ავარიული გათიშვა ღამის 2 საათზე მოხდა.დაზიანებულია მაღალი ძაბვის 35 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი „აფენი“, რომელიც მდინარე ალაზანთან მდებარეობს. როგორც „ჰერეთს“ საქართველოს გაერთიანებული ელექტროსისტემის წარმომადგენელმა გია ხურჯუკაშვილმა განუცხადა, ადგილზე სარემონტო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.„იმის გამო რომ დაზიანების ადგილამდე მისვლა გართულდა, ავარიის აღმოფხვრა ამიტომ დაგვიანდა. დღის პირველ ნახევარში დამწვარი დეტალის აღდგენა მოვახერხეთ, თუმცა რამდენიმე წუთში ის თავიდან დაიწვა. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე საათში ლაგოდეხისთვის დენის მიწოდება მოხერხდება“, – განაცხადა გია ხურჯუკაშვილმა.Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts