planetanews Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობების განმტკიცებაზე მოლაპარაკებებს იწყებს, რასაც საბოლოოდ ასოცირებაზე ოფიციალური შეთანხმებების გაფორმება მოჰყვება. ეს ხელშეკრულებები ბრიუსელს და ამ სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველი გახდება. შეთანხმება თავისუფალი სავიზო და სავაჭრო რეჟიმის შესაძლებლობასაც მოიცავს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა მოლაპარაკებების დაწყების შესახებ 15 ივლისს, შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში განაცხადა. „მე მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებით ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მის გრძელვადიან სტაბილურობას (და) კეთილდღეობას“, – განაცხადა მან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გვერდით. „ეს კარგია ჩვენთვისაც და თქვენთვისაც. აქ სტაბილურობის და კეთილდღეობის არსებობა, ზრდის სტაბილურობას და კეთილდღეობას ევროპაში“, – დასძინა მან. დამატებით, ეშტონის ოფისმა განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებები (რასაც ჩვეულებრივ ერთიდან ოთხ წლამდე დრო სჭირდება) დაიწყება ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან, როდესაც 16 ივლისს ეშტონი ბაქოს, ხოლო 19 ივლისს ერევანს ეწვევა. ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს უკრაინასთან და მოლდოვასთან. საქართველოს გარანტიები სააკაშვილი მიესალმა მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც საკვანძო ნაბიჯს მისი ქვეყნისთვის დასავლეთთან დაახლოების გზაზე. „საქართველო ევროპაა, საქართველო ბრუნდება ევროპაში“, – თქვა მან. „ჩვენი რეფორმების მიზანი კავკასიაში პირველი ევროპული სახელწმიფოს შექმნაა“. საქართველოში ზოგიერთები შიშობდნენ, რომ მათ დასავლეთი მიატოვებდა იმ ფონზე, როდესაც როგორც შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი აძლიერებს თავის კავშირებს თბილისის მთავარ მოწინააღმდეგე რუსეთთან. მაგრამ ეს შიშები არსებითად მინელდა ბოლო კვირებში, როდესაც სააკაშვილმა მთელ რიგ მაღალი რანგის დასავლელ ჩინოვნიკებს უმასპინძლა, მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს 5 ივლისს. ხოლო 15 ივლისს ეშტონთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერს შეხვდა. კლინტონის მსგავსად, კუშნერმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რომლსაც საფრთხე შეექმნა რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გამო. მან დაადასტურა, რომ რუსეთი ვერ ჩაერევა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების გაფართოვებაში. „ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებში, რომ ის ასოცირებული წევრი გახდეს“, – თქვა კუშნერმა. „რუსეთი არ წყვეტს ვინ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი“. როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებები სააკაშვილს ახალ იმპულსს მისცემს იმისთვის, რომ 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგ რუსეთთან და 2007 წელს თბილისში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევის შემდეგ, ეფექტური, დემოკრატიული რეფორმატორის შელახული რეპუტაცია აღიდგინოს. მოლაპარაკებების გამოცხადება ასევე გაგებული იქნება, როგორც ევროკავშირის მხრიდან ზოგადად რეგიონის მიმართ ვალდებულების განახლება. ბევრი შიშობდა, რომ ბლოკმა, რომელიც ფრთხილ ესპანსიას ეწეოდა, სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესს კარგავდა, მას შემდეგ რაც მაისის ბოლოს ცნობილი გახდა რეგიონში ევროკავშირის წარმომადგენელთა თანამდებობების გაუქმების გეგმების თაობაზე. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts