planetanews Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg რეჟი ჟენტე გუშინ ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირებაზე შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყესსაქართველო–ევროკავშირის მოლაპარაკებების დაწყებამ ასოცირებულ შეთანხმებაზე ბერნარ კუშნერს შესაძლებლობა მისცა მხარი დაეჭირა თბილისისთვის, ამ უკანასკნელის კონფლიქტში მოსკოვთან. ამგვარად, ფრანგული დიპლომატიის ხელმძღვანელმა რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და რუსეთს მოუწოდა მისი ჯარები იმ პოზიციებზე დააბრუნოს, რომელიც მას კონფლიქტის დაწყებამდე ეკავა. „ჩვენს მიერ ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად, რუსეთის არმია კონფლიქტამდე განსასაზღვრულ პოზიციებს უნდა დაბრუნებოდა, თუმცა ეს არ მოხდა“, – განაცხადა მან. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, კიდევ ერთხელ აღნიშნა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რასაც 2008 წელს რუსეთის მხრიდან სეპარატისტული რესპუბლიკების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის – აღიარების შემდეგ, საფრთხე დაემუქრა. „ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი (…) ქართული რეგიონები და ტერიტორიებია, და ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის (…), რომ ეს ტერიტორიები კვლავ საქართველოს დაუბრუნდეს. აქ საფრანგეთის პოზიცია უკიდურესად ცხადია“, – დააზუსტა მან. პარიზი შუამავლის როლს თამაშობდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დარეგულირებაში, როდესაც რუსეთის არმიამ უკუაგდო საქართველოს ჯარის შეტევა სამხრეთ ოსეთზე, რაც მანამდე ოსი და ქართველი ჯარისკაცების შეტაკებებს მოჰყვა. „მეთოდის შეცვლა“ თუმცა, ბერნარ კუშნერის და ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის ვიზიტების ძირითადი ამოცანა, პირველ რიგში ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება იყო. თბილისი იმედოვნებს, რომ ორი–სამი წლის შემდეგ ბრიუსელს მოელაპარაკება როგორც პოლიტიკურ ასოცირებაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე აქცენტით, ასევე ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციაზე თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების საფუძველზე. „ამ წლის მაისში უშიშროების საბჭოს სხდომის დროს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ასოცირებაზე შეთანხმება ამიერიდან საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისი ნატოში გაწევრიანების იდეაზე უარს ამბობს, რაც რუსეთის პირობებში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკვანძო ელემენტია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართველებმა მათი მოქმედების გეგმა შეცვალეს და მიაჩნიათ, რომ ნატოში გაწევრიანების საუკეთესო გზა ევროპასთან მაქსიმალური დაახლოებაა“, – გვიხსნიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში. საუბარი აქ უფრო მეტად ტაქტიკის და არა პრიორიტეტეტების კორექტირებაზეა და პოლიტიკური რიტორიკის ტონის ცვლილებაზე. ამ პოლიტიკის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების ხელმძღვანელობა 34 წლის ფრანგ–ქართველ პოლიტოლოგ თორნიკე გორდაძეს დაავალა, რომელიც ივნისის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ქართველები, რომელთა ქვეყანამაც რუსეთისგან დამანგრეველი სამხედრო დარტყმა მიიღო და ნატოში სწრაფი გაწევრიანების იმედი დაკარგა, ახლა აქტიურად საუბრობენ ევროპისკენ ლტოლვის შესახებ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts