Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) კიუიტი საუკეთესო 50-ში მოხვდა


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01400/dirk-kuyt_1400821c.jpg

 

ბრიტანული გამოცემის GOAL.COM-ის ექსპერტებმა დაიწყეს 09-10 სეზონის 50 საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება. ლივერპულის ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კი 46 ადგილი დაიკავა…

 

მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, დირკი ერთ-ერთი ნათელი წერილი იყო ჩაბნელებულ მერსესაიდში. სუპერვარსკვლავების, ტორესის და ჯერარდისგან განსხვავებით მას ტრამვა არ მიუღია, არც ჩავარდნა ჰქონია და ბენიტესის ნდობაც არასოდეს დაუკარგავს. ამავდროულად მან თითქმის ყველა შეხვედრა ძირითადში დაიწყო და გუნდში სტაბილური თამაშით გამოირჩეოდა.

 

კიუტს მთელი სეზონის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს მეტოქეებთან გადამწყვეტი გოლი გაჰქონდათ. მან არსენალის და ტოტენჰემის კარის ბადე შეარხია და ასევე ორჯერ დალაშქრა ლივერპულის მოსისხლე მტრის, ევერტონი კარები… მთლიანობაში კიუიტმა 9 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და გუნდის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილი დაიკავა.

 

http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102583575.jpg

 

კლუბისგან გასნხვავებით ნაკრებში კიუიტმა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. ჯერ დიდი როლი ითამაშა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპზე 100% შედეგით გასვლაში. მუნდიალზე კი სამხრეთ აფრიკაში ნარინჯისფერთა სასტარტო შემადგენლობის უცვლელი ფიგურა იყო. მას გუნდის კაპიტანიც და მთავარი მწვრთნელიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ და გუნდისთვის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ასახელებდნენ. მან დანიასთან ფაქტიურად გამარჯვების გოლი გაიტანა. შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, მათ შორის 1-1-ზე ბრაზილიასთან და სნეიდერს უმნიშვნელოვანესი გოლი გაატანინა…

 

მთლიანობაში კიუტისთვის 09-10 სეზონი მართლაც განსაკუთრებული იყო…

 

პ.ს. GOAL.COM-ი ნელ-ნელა აქვეყნებს რეიტინგებს და თუ რომელიმე ლივერპულის ფეხბურთელი კვლავ მოხვდება სიაში, აუცილებლად შეიტყობთ…

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...