Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მინისტრმა თანამდებობა დატოვა


Recommended Posts

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. "ბათუმელების" წყაროს ინფორმაციით, მინისტრის სავარძელი ტაკიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე 3 დღის წინ დატოვა. განათლების სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. აცხადებენ, რომ მინისტრი თბილისშია და სხვა დეტალები მათთვის ცნობილი არ არის. ყოფილი მინისტრის პირადი მობილური ტელეფონი კი დღეს მთელი დღის განმავლობაში გამორთულია.

 

მათე ტაკიძემ 2008 წელს ამ თანამდებობაზე ალექსი ჩიკვაიძე შეცვალა.

 

უცნობია გადადგომის მიზეზები.

 

აჭარის განათლების სამინისტრო დისკუსიის საგანი ორი კვირის წინაც გახდა, როცა კონტროლის პალატამ აჭარის ავტონომიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში-უმაღლეს საბჭოში 2009 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. კონტროლის პალატის დასკვნაში წერია, რომ განათლების სამინისტროში გამოვლენილია დარღვევები, რომელიც შესწავლისთვის შესაბამის უწყებას გადაეცა.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...