Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულების პროცესი 19 ივლისს განახლდება


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/kav_telshi_aurzauri_nodar_tskhvirashvilis_photo_17_605220311-300x194.jpgტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 ივლისს, 14:00 საათზე განახლდება . როგორც “ინტერპრესნიუსს” განსასჯელების ადვოკატმა მანანა კობახიძემ განუცხადა, მომავალ სხდომაზე ელოდებიან ~კავკასიის~ თანამშრომლების დავით აქუბარდიას, ნინო ჯანგირაშვილის და ალეკო ელისაშვილის დაკითხვას. დასაკითხია ასევე ბექა მინდიაშვილი და თეო ხატიაშვილი. მისი თქმით, პრაქტიკულად უკვე დასრულდა მოწმის სტატუსით პოლიციელთან დაკითხვა. ”პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ვერც ერთი განსასჯელი ვერ ამოიცნო. ერთმა ბლიაძის ნაცვლად შალამბერიძეს დაადო ხელი. მათ განსასჯელების ამოცნობა ვერ შეძლეს”, -განაცხადა კობახიძემ. საქმეს მოსამართლე მილერი ხარებავა იხილავს. საქმეში 8 განსასჯელია შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი. მათ ბრალი ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ხულიგნობაში, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ მუხლებით ჯამში 7 წლამდე პატიმრობაა სასჯელის მაქსიმუმი.  ”კავკასიაში” ინციდენტი 7 მაისს მოხდა.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...