planetanews Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/grizlov_big.jpgრუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს “მოკვეთილი” უწოდა . გრიზლოვმა აღნიშნული განცხადება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივებზე საუბრისას გააკეთა. გრიზლოვის შეფასებით, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება მხოლოდ პრეზიდენტის პოსტიდან სააკაშვილის წასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. ”საქართველოსთან ურთიერთობის ნებისმიერი გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ამ ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ადამიანი იქნება. მიხეილ სააკაშვილი მოკვეთილია”, – განაცხადა გრიზლოვმა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ასევე გააკრიტიკა ბელორუსის ხელისუფლება იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს ბელორუსის ტელევიზიით გამოსვლის საშუალება მისცეს. ”ისინი, ვინც სააკაშვილს თავს პრეზიდენტად აგრძნობინებს, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არ გამოიწვევს”, – განაცხადა გრიზლოვმა. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts