Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- 27 წლის რამაზ კვარაცხელიას აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს


Recommended Posts

15 ივლისს საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია “ქალდეა”-ში სამართლის დოქტორის, პროფესორისა და საზოგადო მოღვაწის რამაზ კვარაცხელიას წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. სადაც განხილულ იქნა მისი ოთხი მონოგრაფიული ხასიათის წიგნი.

 

გაზიარება

[ჟურნალი "ღია ბოქლომი". 14:52 15-07-2010]<div>http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TEA5jVw34UI/AAAAAAAAD64/2o4SHCJFd0U/s200/ramaz+kvaracxelia.gifაკადემიაში შეხვედრას ესწრებოდნენ ცნობილი მეცნიერები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები:

ვაჟა ეგრისელი - პოეტი, აკადემიკოსი (იურისტი), აკადემია “ქალდეა”-ს პრეზიდენტი; ალექსანდრე კვაშილავა - იურიდიულ მეციერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი; ჯუმბერ ლეჟავა - მსოფლიო მოქალაქე, აკადემიკოსი; ლევან ღვინჯილია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოთარ გამყრელიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ზურაბ ლიპარტია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემია “ქალდეა”-ს ვიცე-პრეზიდენტი; გულნაზ ხარაიშვილი - პოეტი, აკადემია “ქალდეა”-ს სწავლული მდივანი; სიმონ ზაქარაია - მეცნიერებათა დოქტორი, აკადემია “ქალდეა”-ს ვიცე-პრეზიდენტი; გია კვაშილავა - მკვლევარი აკადემიკოსი; ვახტანგ გაჩეჩილაძე - ექიმი, პროფესორი; ვახტანგ თორაძე - პროფესორი, აკადემიკოსი; ვანო შუშტაკაშვილი - პროფესორი, აკადემიკოსი; ვანო მეგრელი - პოეტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი; გიული ჩქარეული - პოეტი აკადემიკოსი; ლარისა ხაჭაპურიძე - მსახიობი, ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი. ლამზირა შეყილაძე - პოეტი; როსტომ გაფრინდაშვილი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სხვა მოწვეული სტუმრები.

აკადემიის პრეზიდენტმა ვაჟა ეგრისელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება სამართლის დოქტორის, პროფესორის რამაზ კვარაცხელიას აკადემიის წევრად არჩევისა და აკადემიკოსის წოდების მინიჭების შესახებ და გადასცა აკადემიის დიპლომი.

რამაზ კვარაცხელია 1983 წლის 16 სექტემბერს, ქალაქ ზუგდიდში დაიბადა.

2001 წელს დაამთავრა ქ. წალენჯიხის სკოლა-ლიცეუმ „ქიაჩი“.

2001-2006 წლებში სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია.

2006-2009 წლებში სწავლობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ პროფესორ ოთარ გამყრელიძის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესში, თემაზე “სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ყაჩაღობისათვის” და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2010 წლის 15 ივლიის საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია “ქალდეა”-ს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა აკადემიის წევრად და მიენიჭა აკადემიკოსის წოდება.

2005 წლის ოქტომბრის თვიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწედ.

2006 წლის ოქტომბრის თვიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში და ზუგდიდის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მისი მეცნიერული კვლევის სფეროს შეადგენს ადამიანის, მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სხვა აქტუალური სამართლებრივი საკითხები.

არის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.

<div style="text-align: justify;">2006 წლიდან არის ამერიკის სასამართლო ადვოკატირების ნაციონალური ინსტიტუტის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...