planetanews Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/2431-300x250.jpgსაქართველოს საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, ევანგელისტს დევიდ ჰეთევეის შეკრებებში მონაწილეობა არ მიიღოს.აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქომ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “როგორც ტელეეკრანებიდან გახდა ცნობილი, ბატორნი დევიდ ჰეთევეი სამდღიანი პროგრამით თბილისში სპორტის სასახლეში აპირებს გამოსვლასა და ქადაგებას. საზოგადოებაში მუსირებს არასწორი აზრი, თითქოს სწავლება, რომელსაც იგი ავრცელებს მართლმადიდებლობასთან კავშირშია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ბატონი დევიდ ჰეთევეი არის ერთ-ერთი ქრისტიანული დენომინაციის – ევანგელისტების წარმომადგენელი. ეს მიმდინარეობა დაახლოებით ორი საუკუნეა, რაც დაარსდა და თავისი არსით ყოვლად მიუღებელია როგორც მართლმადიდებელთათვის, ისე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ქრისტიანული აღმსარებლობებისათვის. საქართველო ყოველთვის იყო და არის ტოლერანტული ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიურ მიმდინარეობას აქვს შეკრების, აღმსარებლობისა და სიტყვის თავისუფლება, რასაც ისინი თავის სამლოცველოებში დაუბრკოლებლად ახორციელებენ, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, არის აშკარა მაგალითი პროზელიტიზმის ანუ მცდელობა ადამიანების ფართო მასების თავის რწმენაზე გადაბირებისა. პროზელიტიზმი კი, საერთაშორისო რელიგიათშორისი კონვენციებითაც და ქრისტიანული ეთიკიდან გამომდინარეც დაგმობილია. საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ეკლესიას 20 საუკუნოვანი ისტორია აქვს, მართლმადიდებლობის უარმყოფელი სწავლების წარმომადგენლის მიერ ქრისტიანობის ასეთი საჯარო ქადაგება ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ქმედებაა. მივმართავთ, ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს ეკლესიის მრევლს თავი შეიკავონ ამ და მსგავს რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობისაგან”, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსმა მამა დავით შარაშენიძემ. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts