planetanews Posted July 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 გუშინ, ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად შვედურ "გეფლეს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა მეტოქე. აშკარაა, რომ სტუმრად ორი გატანილი ბურთი და რაც მთავარია მოგება გვაძლევს იმის საბაბს, რომ დინამოელები შეძლებენ და დაახწევენ მეორე ეტაპს. "როსუნდას" სტადიონზე 523–მა მაყურებელმა მოიყარა თავი და აქედან დაახლოებით 50 ქართველი იმყოფებოდა აღნიშნულ მატჩზე. შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, მატჩის დიდ ნაწილში ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ უპირატესობას. პირველი გოლი შეხვედრის მე–11 წუთზე მათე ვაწაძემ გაიტანა და დააწინაურა თავისი გუნდი 1:0. ამის შემდეგ გააქტიურდნენ შვედი ფეხბურთელები და რამდენიმე ხიფათიც შექმნეს გიორგი ლორიას კართან. პირველი ტაიმი თბილისის "დინამომ" 1:0 მოიგო. მეორე ტაიმში საკმაოდ სწრაფი გოლი გავიდა, მატჩის 51–ე წუთზე კახელიშვილმა ჩვენს საჯარიმოში ორლოვი წააქცია და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ბერგენმა კი პენალტი გამოიყენა და ანგარიში ფრედ 1:1 გახდა. თბილისელი ფეხბურთელები გონს მოეგვნენ და აქტიურად უტევდნენ "გეფლეს" კართან. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს 87–ე წუთზე ლევან ხმალაძე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და წერტილი დაუსვა შეხვედრას. იმედი დავიტოვოთ, რომ განმეორებით შეხვედრაში, რომელიც 22 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება, ჩვენი ბიჭები შეძლებენ და გამოიყენებენ ამ უდიდესს შანს და გააღწევენ შემდეგ ეტაპზე. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts